Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей (Грузия - Тендер #58708620)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Номер конкурса: 58708620
Дата публикации: 04-11-2024
Сумма контракта: 15 480


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021264
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.11.2024 17:47
Начало приема предложения 12.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 15.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 15`480.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34300000-Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей
Коды классификатора
  • 34351000 - Шины для малых нагрузок
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საბურავების (მისაბმელის) შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 150.00 GEL
Размер гарантии 155 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaza kandelaki :: 27.06.2024 13:01
  • Последнее исправление: zaza kandelaki :: 04.11.2024 17:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=582518&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საბურავების (მისაბმელის) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

4 ცალი მისაბმელის საბურავი - საბურავი ზომით: ST 205/75R15

8 ცალი მისაბმელის საბურავი - საბურავი ზომით: ST 225/75R15


თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საბურავი უნდა იყოს ერთიდაიგივე ბრენდის, ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), ქარხნული წარმოების და დამზადებული არაუადრეს 2022 წლისა. ამასთან პრეტენდენტი ვალდებულია წარმოდგენილ ფასების ცხრილში მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საბურავის დამზადების წლის შესახებ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 (ასორმოცი) კალენდარული დღე, მაგრამ არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

თბილისი, უცნობ გმირთა ქუჩა N 182

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საბურავზე საგარანტიო პირობები ვრცელდება: საბურავის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში არანაკლებ 2 წელი ან 50,000 კმ.რომელიც პირველი დადგება საგარანტიო პერიოდში ნორმების დაცვით ექსპლუატაციისას საბურავის გამოყენება არ უნდა იწვევდეს საფრთხის შექმნას მგზავრებისათვის და საბურავმა არ უნდა გამოავლინოს ისეთი დეფექტი, რომელიც ხელს შეუშლის სატრანსპორტო საშუალების ნორმალურ ექპლუატაციას.

1.7.2 საბურავმა საგარანტიო ვადის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავი უნდა შეიცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავით.

1.7.3 მიმწოდებელმა საგარანტიო პერიოდში საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა შემსყიდველის მოთხოვნიდან (სატელეფო ან ელ ფოსტით ან ოფიციალური წერილით) 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7.4 გარანტია არ ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით დაზიანებულ საბურავებზე:
ა) მექანიკური;
ბ) გარეგანი ზემოქმედებით (გადახურება/“დაბუქსავება“);
გ) ტვირთამწეობის გადაჭარბება;
დ) ბორდიურზე მიჯახება;
ე) ჩარტყმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის მოდელი/დასახელება, მწარმოებელი/ბრენდის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

შემოთავაზებული საბურავი უნდა იყოს მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საბურავების ქარხანა მწარმოებლის წერილი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებული საბურავის ხარისხი უნდა დასტურდებოდეს ევროპის ეკონომიკური კომისიის (the Economic Commission of Europe „ECE“) რეგულაციის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის ფლობით. აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს უცხოენოვანი და ქართულ ენაზე ოფიციალურად ნათარგმნი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით სატენდერო წინადადებასთან ერთად.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან რომელიც დაადასტურებს, შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე, - შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათი). შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით);
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის, დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ მოწოდებული საქონლის ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზვიადი ჯიქურაძე, 577414847, matrezervi@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
- პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
- სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
- პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
- რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
- სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
- სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
- ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
- სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
- ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამოცდილების ნაწილში.
- სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru