Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #58708604)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Food Agency
Номер конкурса: 58708604
Дата публикации: 04-11-2024
Сумма контракта: 28 944


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021237
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.11.2024 16:45
Начало приема предложения 13.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 15.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 28`944.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 289.00 GEL
Размер гарантии 289 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nato totiauri :: 01.11.2024 15:06
  • Последнее исправление: nato totiauri :: 04.11.2024 16:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=600149&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას.

საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს:
სტანდარტულ გზავნილებს (საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ქალაქში და დასახლებული პუნქტში) და სწრაფ ადგილობრივ გზავნილებს;
სტანდარტულ და სწრაფ საერთაშორისო გზავნილების გაგზავნას (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით);
გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ. წერილობით ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.

მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგი პირობებით/მახასიათებლებით:

1.2.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის იმდაგვარი ტრანსპორტირება (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში შეფუთვაც), რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.
1.2.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მისამართებიდან გზავნილების გატანა სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). სწრაფი გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული დროის განმავლობაში.
1.2.3. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციი 1.5 პუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველის მისამართებიდან.
1.2.4. სხვადასხვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა, უნდა განხორციელდეს დანართი N1-ის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.
1.2.5. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
1.2.5.1.საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში (ქ. თბილისის ფარგლებში ან თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქშია) - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს.
1.2.5.2. საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში (ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ და თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქში არ არის) - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს).
1.2.5.3.საქართველოს ტერიტორიაზე, ქალაქებსა და რაიონებში, სწრაფი საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - სწრაფი მომსახურება განხორციელდება მხოლოდ ერთი და იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში- თბილისი-თბილისი, ბათუმი-ბათუმი.... პრინციპით: 12:00 სთ-მდე გამოცემული გზავნილი ბარდება იმავე სამუშაო დღის ბოლომდე, ხოლო 12:00 სთ-ს შედგომ გადმოცემული მომდევნო სამუშაო დღეეს.
1.2.5.4.საერთაშორისო სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს).
1.2.5.5. საერთაშორისო სწრაფი საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს).
1.2.5.6. ადგილობრივი გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ:
1.2.5.6.1. მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში (დღეების ათვლა განხორციელდება პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანის მომდევნო დღიდან) და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს უფასოდ არაუგვიანეს 3-5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი მიზეზის მითითებით.
1.2.5.6.2. როდესაც გზავნილს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) გზავნილის ფოსტისთვის დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა და მხოლოდ ამის შემდეგ, კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს უფასოდ არაუგვიანეს 3-5 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი მიზეზის მითითებით. იმ შემთხვებში როცა გზავნილი დამისამართებულია არასრულად/არასწორად, ასეთი გზავნილი ბრუნდება უკან შემსყიდველთან.

1.2.5.7. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს მიმღები ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციაში მიღებული წესების შესაბამისად. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში (დღეების ათვლა განხორციელდება პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანის მომდევნო დღიდან) და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს გზავნილი შემსყიდველს (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით).
1.2.6.მიმწოდებელ შემსყიდველისაგან გზავნილები მიეწოდება გზავნილის ადრესატისთვის ჩასაბარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის სრულყოფილი მისამართი).
1.2.7. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება).
1.2.8.გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
1.2.9.საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
1.2.10.გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
1.2.11.სწრაფი საერთაშორისო გზავნილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი საჭირო შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება (კონვერტის გარდა).
1.2.12.მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც.
1.2.13.ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წინა თვის გაწეული მომსახურების შესახებ ცალკეული სერვის ცენტრების მიხედვით, რის შესაბამისადაც უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტები. აქტებს თან უნდა ერთოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
1.2.14.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირ(ებ)ის გამოყოფა, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას გასაწევი მომსახურების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
1.2.15.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის ათვლა დაიწყება შეტყობინების გაგზავნისთანავე.
1.2.16.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისათვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება (საერთაშორისო გზავნილების „თრექინგი“ ხდება არა პროგრამაში, არამედ გამართულ ვებ. გვერდზე, სადაც ჩანს ნებისმიერი გზავნილის მარშრუტი.) გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის, სტატუსის და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა. არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იგივე ქალაქში უფასოდ, ხოლო უკან დაბრუნება არანაკლებ გაგზავნის ღირებულებით.
1.2.17.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა.
1.2.18.ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ხარვეზის შესახებ შეტყობინების დაფიქსირება უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის, მიმწოდებლის პორტალის ან/და სატელეფონო საკომუნიკაციის საშულებით. ხარვეზის აღმოფხვრა უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ შეტყობინების დაფიქსირებისთანავე და დასრულდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
1.2.19.პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს. შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამულ უზრუნველყოფაში დაგენერირებული ინფორმაციის ექსპორტი excel-ის ფაილში.
1.2.20.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ტექნიკური მხარდაჭერის დრო უნდა მოიცავდეს სამუშაო დღეებს 10:00-დან 18:00 საათამდე. სამუშაო დღეები მოიცავს ყველა დღეს, გარდა შაბათ-კვირისა და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეებისა. ტექნიკური მხარდაჭერა მოიცავს შემდეგ გასაწევ მომსახურებას:
1.2.20.1.სატელეფონო მხარდაჭერა;
1.2.20.2. პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი კატეგორიისა და სირთულის, პრობლემების აღმოფხვრა.
1.2.21. მიმწოდებელმა, პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით და ტექნიკური მხარდაჭერის განსახორციელებლად, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკონტაქტო პირ(ებ)ის გამოყოფა მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში.
1.2.22. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემის შემდეგ, გზავნილისთვის უნიკალური კოდის ან/და შტრიხკოდის მინიჭება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილის მოძებნა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. აღნიშნულის შესახებ შემსყიდველს ეცნობოს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის გზავნილის გადაცემა დასტურდება შესაბამისი აქტით.

შენიშვნა:
ფასების ცხრილი დანართი N1-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული რაოდენობები. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მომსახურების განხორციელების შეზღუდვა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდია - 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.4.2. თუ ტენდერის მიმდნარეობის პროცედურებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ ვადაში, ვერ მოესწრება ხელშეკრულების გაფორმება, მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაშ

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
2. მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ცენტრალური ოფისიდან ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N36ა და მოთხოვნის შემთხვევაში რეგიონალური და რაიონული ოფისებიდან დანართი N3-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დასრულებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც პრეტედენტი დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების ფაქტს).
2.2.1.2. პრეტენდენტმა აღნიშნულის შესახებ მონაცემები უნდა ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციული ცხრილის (დანართი #2) სახით.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი იყო სახელმწიფო ორგანიზაცია, დადებული ხელშეკრულებების და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა აუცილებელი არ არის თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. საკმარისია დანართში მიეთითოს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA /NAT /CMR ნომრები.
2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ 2022-2024 წლების მანძილზე, პრეტენდეტი ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე , სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან - იგი არ არის ვალდებული წარმოადგინოს 2.2.1.1.; 2.2.1.2 და 2.2.1.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

რეგიონალური და რაიონული ოფისების მისამართები იხილეთ დანართ N3-ში საიდანაც უნდა განხორციელდეს გზავნილების გატანა მოთხოვნის შემთხვევაში;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი აუდიტორისა ან აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებულ ფასად, პრეტენდენტს სრულად და შეუფერხებლად შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულება;

4.1.1.2. ტენდერის მიზნებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის და უფლებამოსილების მქონე პირად შემსყიდველი განიხილავს - დამოუკიდებელ აუდიტორს ან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ რეესტრში, ვებ გვერდზე: https://www.saras.gov.ge.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1.ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მხარეთა მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.2.3. ანგარიშსწორების ფრომა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნატო თოთიაური, 591503827, Nato.Totiauri@nfa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru