Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #58649389)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N(N)LE Tetritskaro Center of Preschool Edication and Aid to the Socially Unprotected members of Community
Номер конкурса: 58649389
Дата публикации: 02-11-2024
Сумма контракта: 95 211


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021136
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2024 13:35
Начало приема предложения 09.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 11.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 95`211.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
შშმ პირზე ადაპტირებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშულების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 900.00 GEL
Размер гарантии 952 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino bekauri :: 11.04.2024 11:34
  • Последнее исправление: nino bekauri :: 01.11.2024 13:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=571996&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"-სთვის შშმ პირზე ადაპტირებული ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი დანართი N2-ის შესაბამისად.

1.2.1. ავტომანქანის გამოშვების წელი არაუადრეს 2023-2024წწ. (ექსპლუატაციაში არ მყოფი);
1.2.2 საჭე - მარცხნივ (ქარხნული) ჰიდროგამაძლიერებლით;
1.2.3. ცილინდრების რაოდენობა - არანაკლებ 4;
1.2.4. ემისიის სტანდარტი - არანაკლებ ევრო 5 ემისია;
1.2.5. ძრავის ტიპი - ტურბო-დიზელი;
1.2.6. ძრავის მოცულობა - არანაკლებ 2.7 კუბური სანტიმეტრი;
1.2.7. ავტომანქანის სიგრძე/სიმაღელი/სიგანე - არანაკლებ 5.9*2.0*2.6 მეტრი;
1.2.8. ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 140ცხენის ძალს;
1.2.9. საწვავის ავზის მოცულობა - არანაკლებ 60 ლიტრი;
1.2.10. გადაცემათა კოლოფი - მექანიკური;
1.2.11. ადაპტირებული ელექტრო პლატფორმა;
1.2.12. შშმ პირზე ადაპტირებული ეტლის რაოდენობა - არანაკლებ 2;
1.2.13. აუდიო სისტემა;
1.2.14. ბორდკომპიუტერი;
1.2.15. ადგილების რაოდენობა მძროლის გარდა - არანაკლებ 6;
1.2.16. უკანა ხედვის კამერა;
1.2.17. მუხრუჭების დაბლოკვის საწინააღმდეგო სისტემა ABS;
1.2.18. კონდინციონერი - მიკროავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ინტერგრირებული გათბობით, ჰაერის კონდიცირებითა და სავენტილაციო სისტემით. სისტემამ უნდა უზრუნველყოს თბილი და გრილი ჰაერის თანაბარი გადანაწილება მთლიან სალონში;
1.2.19.ელექტრო შუშები;
1.2.20. გვერდითა „სლაიდის“ ტიპის კარი;
1.2.21. ცენტრალური საკეტი - დისტანციური მართვით;
1.2.22. სათადარიგო საბურავი;
1.2.23. უსაფრთხოების ბალიში - არანაკლებ 1;
1.2.24. წინა და უკანა სანისლე ფარები/ამრეკლები;
1.2.25. გარბენი - არაუმეტეს 500კმ;
1.2.26. სავარძლები უსაფრთხოების ღვედებით - ყველა სავარძელზე;
1.2.27. ეტლის ფიქსაციისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ღვედები;
1.2.28. გადაცემათა კოლოფი - არანაკლებ 6+1 საფეხურიანი (უკანა სიჩქარის ჩათვლით);
1.2.29. უკანა პარკინგ კონტროლი;
1.2.30. საქარე მინის საწმენდი;
1.2.31. სალონის განათება;
1.2.32. მიკროავტობუსის ფერი - შემსყიდველთან შეთანხმებით;
1.2.33. მექანიკური ხელის მუხრუჭი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

მიმწოდებელმა ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განახორციელოს მის: ქ.თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ.N13

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიკროავტობუსზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) არანაკლებ - 5 წელი, ასევე არანაკლებ 3 წელი ან 150 000 კმ გარბენზე, რომელიც უფრო ადრე დადგება, სრულ ავტომობილზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი და ასე შემდეგ). ადაპტირებულ მოწყობილობაზე ( სავარძლების დასამაგრებელი რეგულირებადი ლიანდაგები, ეტლით მოსარგებლეთათვის განკუთვნილი პლატფორმა) არანაკლებ - 2 წელი. საგარანტიო პერიოდში ავტომანქანაზე მომსახურება უნდა განხორციელდეს ორიგინალი ნაწილებით.

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან ნაწილის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

1.7.1.3.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომობილის საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაერთვება ხელშეკრულებას და იქნება მისი განუყოფელი ნაწილი.

1.7.1.4. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექმომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.5 .თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება) ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია "დანართი N1" ფასების ცხრილში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნისა, მწარმოებლის და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ.

2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურიდან.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი, ქ.თბილისში, სადაც საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მომსახურების გაწევა საგარანტიო პირობების შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული სერთიფიკატი ავტორიზირებული სერვისცენტრის თაობაზე ან/და მწარმოებლის წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს ავტორიზირებული სერვისცენტრის დასახელება და მისამართი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური დილერი საქართველოში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დანართი N1 - ფასების ცხრილი;
ბ) დანართი N2 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დილერობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი სერთიფიკატი ავტორიზირებული სერვისცენტრის თაობაზე ან/და მწარმოებლის წერილი.
ე) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.3. პუნქტით მოთხოვნილი შემოთავაზებული ავტომობილის
საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია.

ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ერთჯერადად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბექაური, 599780727, aaip.shesyidvebi@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

10.1.4 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.


10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან , თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, განუფასებელის წარმოდგენა ან წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის არ მითითებისას.

10.1.8 2019 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები დაამოწმონ ელექტრონულად.

10.1.9. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru