Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #58649375)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA TBILISI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 58649375
Дата публикации: 02-11-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240021148
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2024 15:23
Начало приема предложения 27.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2024 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 4`175`991.94 GEL
Контрактная цена объекта закупки 1`700`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

დაფინანსების წყარო:
2025-2026 წწ. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2025 წელი - 1 400 000.00 ლარი
2026 წელი - 300 000.00 ლარი

The purchase will be completed in the main time frame. No additional rounds will be held
Procurement type Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)via price list.
Procurement proceeding status - is announced
Procuring entities Tbilisi Police Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Procurement Announcment Date 1.11.2024 15:23
Bids accepted from 27.11.2024 00:00
Deadline for bid submission 02.12.2024 15:00
Financing Funds of 2025
Estimated value of price-list 4’175’991.94 GEL
Contractual value of the object of purchase 1’700’000.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
CVP Code and CVP Unit
• 50100000 - Repair, maintenance and associated services of vehicles and related equipment
CVP Code and Specific Object of Procurement
• 50100000 - Repair, maintenance and associated services of vehicles and related equipment
Amount or Volume of Procurements - See clause 1.2 and 1.3 of the tender documentation
delivery time - From January 1, 2025 to March 31, 2026
Bid Reduction Step 17’000.00 GEL
Guarantee Amount 17’000.00 GEL
Guarantee Validity Period 160 Days
Additional Info
Repair and maintenance of "various" vehicles registered on the balance of the MIA Tbilisi Police Department (taking into account the lubricants of spare parts).
100% - State Budget

Source of funding:
2025-2026 with state budget funds.
2025 - 1 400 000.00 GEL
2026 - 300 000.00 GEL
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერ დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტი
Шаг снижения цены 17`000.00 GEL
Размер гарантии 17`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi nizharadze :: 25.07.2024 13:19
  • Последнее исправление: giorgi nizharadze :: 01.11.2024 15:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=587278&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ,,სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ,,სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.


ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;

- მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სერვის-ცენტრ(ებ)ში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა.

- სერვისცენტრ(ებ)ში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.

- ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა). ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება გაწწეულ უნდა იქნას ხარისხიანად, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და შემსყიდველის მოთხოვნების დაცვით.

- მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

- მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრ(ებ)ში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა არანაკლებ 10
ავტომანქანაზე.

- მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან (რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით), რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მსალის/მომსახურების დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. ამასთან, ავტომანქანების ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა–დასტური.

- ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ის ვიდეო-კამერებით აღჭურვა 24/7-ზე, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“და სადგომი/დაცული ტერიტორია) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

- ლიტრაჟობის შეცვლის მომსახურებისას ანაზღაურება განხორციელდება ჯერადობის მიხედვით და არა ლიტრაჟობის მიხედვით.

- თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს - 2025 წლის 1 იანვრიდან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2025 წლის პირველ იანვრამდე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან) - 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:

• სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
• აგრეგატებისათვის არაუმეტეს 8 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა 30 კალენდარულ დღეს;
• ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, მომწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებითი გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექმომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია ვრცელდება 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი). ამასთან, აღნიშნული გარანტია ვრცელდება ავტომანქანის ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით. გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე, კერძოდ: გახურების ნათურებზე, დამცველებზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, ზეთის, კონდიციონერის ჰაერის და საწვავის ფილტრებზე და მინის მრეცხავებზე.

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის ნაწილზე/გაწეულ მომსახურებზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული ვადებისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო სისტემის (კომპიუტერული) დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის ჩატარების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს
- შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციაში უნდა იკითხებოდეს ხელშეკრულების ნომერი ან გაწეული მომსახურების დასახელება). ხელშეკრულებებზე და შესრულების დოკუმენტაციაზე უნდა იკითხებოდეს ორივე მხარის მიერ მისი დადასტურება.
ან/და
- მითითებული იქნას შესაბამისი ტენდერის განცხადების ნომერ(ებ)ი (რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პეტენდენტს ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი სადაც განხორციელდება მომსახურების გაწევა. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფართის სარგებლობის შემთხვევაში - სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან გატარებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში.

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;

ბ) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ნაკლები (2026 წლის 31 მარტის ჩათვლით) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით. ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ);

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.


2.3.1.2 პრეტენდენტს ქ. თბილისში ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა) არაუგვიანეს 10:00 სთ–დან არანაკლებ 18:00 სთ–მდე, შაბათ დღეს არაუგვიანეს 10:00 სთ-დან არანაკლებ 14:00 სთ-მდე მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ი.

2.3.1.3 პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრ(ებ)ი სადაც განხორციელდება მომსახურების გაწევა აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ:

-15 ავტომანქანის ამწე–მოწყობილობა,
-თხუთმეტივე ავტომანქანის ამწე–მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომანქანის ძრავიდან გამონაბოლქვი კვამლის გამწოვი სისტემით 24/7 ზე ვიდეო მეთვალყურეობის კამერებით,
-კომპიუტერული დიაგნოსტიკა,
-ვულკანიზაცია–ბალანსირების ელექტრო მოწყობილობა,
-ნახარის კუთხის გასასწორებელი ელექტრო დანადგარი,
-კონდეციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი ელექტრო აპარატი,
-ძრავიდან ზეთის ამოსატუმბი აპარატი,
-სამღებრო ბოქსი (საშრობი გამწოვით),
- სათუნუქე ბოქსი (რობოტით),
-ძრავის ამოსაღები ამწე,
-საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი,
-საბურავის დისკის გასასწორებელი აპარატი,
-გამონაბოლქვის CO - ს შესამოწმებელი აპარატი (ბენზინი დიზელი),
-დიზელის მფრქვევანის და დიზელის საწვავის სისტემის შესამოწმებელი სტენდი,
რომლებიც განთავსებული უნდა იყოს ერთ სერვის ცენტრში. ასევე, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძირითადი აგრეგატების (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები, ელექტროობა, კონდეციონერის დატუმბვა/ამოტუმბვა) ადგილზე სერვის ცენტრში შეკეთება.

2.3.1.4 პრეტენდენტის - სერვის ცენტრ(ებ)ს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის არანაკლებ 15 ავტომანქანის განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე/დაცულ ტერიტორიაზე (რომელთა ვიდეო -კამერებით აღჭურვა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად (უნდა ფარავდეს მთელ ტერიტორიას)).

2.3.1.5 ზემოაღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

- ქ. თბილისში საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრ(ებ)ი სადაც განხორციელდება მომსახურების გაწევა (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ ობიექტებზე აღჭურვილობის მითითებით. სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2; 2.3.1.3; 2.3.1.4 პუნქტების შესაბამისად).

2.9 other additional requirements

1. პრეისკურანტები წარმოდგენილი უნდა იქნას ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით.

2. პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა.

3. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

4. შემყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების პრეტენდენტის მიერ შემცირების შემთხვევაში ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა იყოს ასახული პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).

5. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ, ასევე საბოლოო ფასის შესაბამის მომსახურების პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ღირებულებას.

6. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების/ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული მომსახურების შესრულების შესაძლებლობა.

2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

ვინაიდან, ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, რომლის შეუფერხებელი განხორციელება მნიშვნელოვანია შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, აღნიშნულმა განაპირობა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა.

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.2.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ყადაღის არსებობის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია).
5.1.2.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.2.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.


შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდგომი თარიღით.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ყადაღის არსებობის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია).
5.1.3.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.3.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდგომი თარიღით.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4.2 ამონაწერი გადამხთელთა რეესტრიდან (ყადაღის არსებობის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია).
5.1.4.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდგომი თარიღით.

5.1.5 for a partnership


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru