1.2.1. GPS მომსახურება უნდა განხორციელდეს სსიპ სურსათის ეროვნული
სააგენტოს კუთვნილებაში მყოფ, სავარაუდოდ 530 ერთეულ ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე;
1.2.2. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
1.2.3. მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“ ვებ
სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი
უნდა იყოს ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული
მოწყობილობიდან (მათ შორის პლანშეტური კომპიუტერებით) Google Chrome, Mozilla Firefox, Internet
Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა
და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
1.2.4. უნდა გააჩნდეს Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing; Yandex რუქების მხარდაჭერა;
1.2.5. დამკვეთს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის
მომხმარებლიდან შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების
და სერვისებზე წვდომის მითითებით. შესაძლებელი უნდა იყო თითოეული
მომხარებელისათვის წვდომის დაშვება კონკერტულ ავტომანქანებზე;
1.2.6. მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება ხორციელდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან, მანქანის
პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები
ა/მანქანის მიმდინარე სიჩქარის, კოორდინატების, ადგილმდებარეობის
მისამართის, ძრავის მდგომარეობის (ჩართული/გამორთული), და მიმდინარე
დღის მანძილზე განვლილი მანძილის შესახებ;
1.2.7. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ
სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება პერიოდების მიხედვით, მოძრაობის
ისტორია ვიზუალურად რუქაზე, მოძრაობის ტრაექტორიაზე, გაჩერებების
მითითებით;
1.2.8. შესაძლებელი უნდა იყოს მითითებული პერიოდის მანძილზე, კვირის
დღეების მიხედვით ან საათობრივად, განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის
და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფრომაციის მიღება;
1.2.9. პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის
დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი,
მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი
მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
1.2.10. პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფომრაციის
მიღება,
გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;
1.2.11. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუქაზე ნებისმიერი ფორმის და
ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში
გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების
გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“
რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
1.2.12. მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ
სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი,
შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები,
მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე, მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა
ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში,
მიიღოს შეტყობინება, როგორც „ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ
მონაცემებში;
1.2.13. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
1.2.14. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების
ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
1.2.15. მიმწოდებელი ვალდებულია შეინახოს და შემსყიდველისათვის
ხელმისაწვდომი გახადოს ობიექტებთან დაკავშირებული ყველა ზემოთხ
ხსენებული ინფორმაცია 2025 წლის 31 იანვრამდე. აღნიშნული პერიოდის
მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 სამუშო დღის ვადაში, მიმწოდებელი
ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს შემსყიდველს ინფორმაციის
მატარებელზე ჩაწერილი სახით;
მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი
ფუნქციები:
1.2.16. მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
1.2.17. ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის
შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
1.2.18. EcoDrive ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
1.2.19. დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
1.2.20. ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებელის
ID, დროის და IP მისამართის მითითებით);
აღნიშნულის გარდა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.21.საჭირო რაოდენობის GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის დროებით
სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და პროგრამული უზრუნველყოფა;
1.2.22. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ
მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე
(საქართველოს ტერიტორიაზე)
1.2.23. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად,
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
1.2.24. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას
მისცემს
GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს ლოკალურად
კავშირის აღდგენამდე;
1.2.25. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი,
რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც
დარღვეულია სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც
მონიტორინგის სისტემაში
„ლაივ“ რეჟიმში ფიქსირდება შეტყობინება და აისახება სტატისტიკურ
მონაცემებშიც;
1.2.26. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება
იმ შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება,
ასევე მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
1.2.27. GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე
პარამეტრებით. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც
უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
1.2.28. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS (Assisted GPS) ტექნოლოგია, რომლის
მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე
გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
1.2.29. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ევროსტანდარტებთან, ელექტრომაგნიტურ
თავსებადობასთან შესაბამისობის CE, EN 300/301 , 3GPP TS 51.010 ან და სხვა შესაბამისი
სერტიფიკატები;
1.2.30. GPS მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს -40 C - +55 C ტემპერატურის
ფარგლებში;
1.2.31. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების
მიღებისთანავე დაიწყოს ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა;
1.2.32. მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის
თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი.
1.2.33. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს ავტომანქანები განთავსებულია
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს
შესაძლებლობა, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში
უზრუნველყოფილი იქნეს მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი
მოწყობილობების დამონტაჟება და მომსახურების გაწევის პროცესში
გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა;