Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Напитки, табак и сопутствующие продукты (Грузия - Тендер #58619673)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 58619673
Дата публикации: 31-10-2024
Сумма контракта: 2 238 894


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000303
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.10.2024 18:59
Начало приема предложения 06.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 07.11.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 2`238`894.60 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15900000-Напитки, табак и сопутствующие продукты
Коды классификатора
  • 15980000 - Безалкогольные напитки
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 44`778 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: teona okropiridze :: 20.09.2024 13:47
  • Последнее исправление: salome melashvili :: 31.10.2024 11:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=595182&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი (შემდგომში - საქონელი/პროდუქტი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი "კოლას" გემოთი ან/და არომატით (0,5ლ):

• სახეობისთვის დამახასიათებელი სუნით, ფერით და გემოთი;
• არ უნდა შეიცავდეს საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს;
• უნდა იყოს არა დიაბეტურ, ასპარტამისა და დამატკბობლების არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი მარკირება;
• უნდა შეიცავდეს ნატურალურ არომატიზატორებს, კოფეინს, მჟავიანობის რეგულატორს ფოსფორმჟავას, ლიმონმჟავას ან/და სხვა, წყალს, შაქარს , ნახშორორჟანგს და სხვა საკვებ დანამატებს.
• 100 მლ სასმელში - ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 25 და არაუმეტეს 43კკალ, ცხიმი 0.0გ; ნახშირწყლები არანაკლებ 6.0 და არაუმეტეს 12.0 გ; მათ შორის შაქრები არანაკლებ 6.0 და არაუმეტეს 12.0 გ; ცილა 0.0გ. მარილი არაუმეტეს 0.05გ;
• დაფასოებული უნდა იყოს 0.5 ლიტრიან ბოთლებში. შენახვის ვადა მიწოდებიდან არანაკლებ 3 თვე და 15 დღე.
• მიწოდებული პროდუქტი უნდა იყოს სავაჭრო ქსელში განთავსებული პროდუქტის ანალოგიური.


უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი "კოლას" გემოთი ან/და არომატით (1-2.5 ლ):

• სახეობისთვის დამახასიათებელი სუნით, ფერით და გემოთი;
• არ უნდა შეიცავდეს საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს;
• უნდა იყოს არა დიაბეტურ, ასპარტამისა და დამატკბობლების არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი მარკირება;
• უნდა შეიცავდეს ნატურალურ არომატიზატორებს, კოფეინს, მჟავიანობის რეგულატორს ფოსფორმჟავას, ლიმონმჟავას ან/და სხვა, წყალს, შაქარს , ნახშორორჟანგს და სხვა საკვებ დანამატებს.
• 100 მლ სასმელში - ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 25 და არაუმეტეს 43კკალ, ცხიმი 0.0გ; ნახშირწყლები არანაკლებ 6.0 და არაუმეტეს 12.0 გ; მათ შორის შაქრები არანაკლებ 6.0 და არაუმეტეს 12.0 გ; ცილა 0.0გ. მარილი არაუმეტეს 0.05გ;
• დაფასოებული უნდა იყოს 1-2.5 ლიტრიან ბოთლებში. შენახვის ვადა მიწოდებიდან არანაკლებ 3 თვე და 15 დღე.
• მიწოდებული პროდუქტი უნდა იყოს სავაჭრო ქსელში განთავსებული პროდუქტის ანალოგიური.


უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი "ფორთოხლის" გემოთი ან/და არომატით (1-2.5 ლ):

• ფორთოხლის დამახასიათებელი სუნით, ფერით და გემოთი;
• არ უნდა შეიცავდეს საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს;
• უნდა იყოს არა დიაბეტურ, ასპარტამისა და დამატკბობლების არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი მარკირება;
• უნდა შეიცავდეს მჟავიანობის რეგულატორს ფოსფორმჟავას, ლიმონმჟავას ან/და სხვა, წყალს, შაქარს, ნახშირორჟანგს, შესაძლებელია შეიცავდეს ფორთოხლის კონცენტრირებულ წვენს, ნატურალურ არომატიზატორებს და სხვა საკვებ დანამატებს.
• 100მლ სასმელში - ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 28 კკალ და არაუმეტეს 43 კკალ, ცხიმი არაუმეტეს 0.1 გ (მათ შორის ნაჯერი ცხიმი 0.0გ); ნახშირწყლები 7,5±1გ; მათ შორის შაქრები 7,5±1გ; ცილა არაუმეტეს 0.04 გ; მარილი არაუმეტეს 0.04გ ;
• დაფასოებული უნდა იყოს 1-2,5 ლიტრიან ბოთლებში. შენახვის ვადა მიწოდებიდან არანაკლებ 4 თვე.
• მიწოდებული პროდუქტი უნდა იყოს სავაჭრო ქსელში განთავსებული პროდუქტის ანალოგიური.


უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი "ლიმონის ან ლაიმის" გემოთი ან/და არომატით (1-2.5 ლ):

• დამახასიათებელი სუნით, ფერით და გემოთი; არ უნდა შეიცავდეს საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს;
• უნდა იყოს არა დიაბეტურ, ასპარტამისა და დამატკბობლების არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი მარკირება;
• უნდა შეიცავდეს მჟავიანობის რეგულატორს ფოსფორმჟავას, ლიმონმჟავას ან/და სხვა, წყალს, შაქარს, ნახშირორჟანგს, ნატურალურ არომატიზატორებს და სხვა საკვებ დანამატებს;
• 100მლ სასმელში - ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 10 კკალ და არაუმეტეს 45 კკალ, ცხიმი 0.0 გ; ნახშირწყლები არანაკლებ 3.0 და არაუმეტეს 11.5 გ; მათ შორის შაქრები არანაკლებ 3.0 და არაუმეტეს 11.5 გ; ცილა 0.0 გ; მარილი არაუმეტეს 0.08გ;
• დაფასოებული უნდა იყოს 1-2.5 ლიტრიან ბოთლებში. შენახვის ვადა მიწოდებიდან არანაკლებ 4 თვე.
• მიწოდებული პროდუქტი უნდა იყოს სავაჭრო ქსელში განთავსებული პროდუქტის ანალოგიური.



უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი "კოლას" გემოთი ან/და არომატით (ჩამოსასხმელი აპარატისთვის):

• სახეობისთვის დამახასიათებელი სუნით, ფერით და გემოთი;
• არ უნდა შეიცავდეს საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს;
• უნდა იყოს არა დიაბეტური; უნდა შეიცავდეს ნატურალურ არომატიზატორებს, კოფეინს, მჟავიანობის რეგულატორს ფოსფორმჟავას, ლიმონმჟავას ან/და სხვა, წყალს, შაქარს (დამატკბობლების გარეშე), ნახშორორჟანგს და სხვა საკვებ დანამატებს.
• 100 მლ სასმელში - ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 25 და არაუმეტეს 43კკალ, ცხიმი 0.0გ; ნახშირწყლები არანაკლებ 6.0 და არაუმეტეს 12.0 გ; მათ შორის შაქრები არანაკლებ 6.0 და არაუმეტეს 12.0 გ; ცილა 0.0გ. მარილი არაუმეტეს 0.05გ. შენახვის ვადა შესაბამისი სითხის მიწოდებიდან არანაკლებ 2 თვე და 15 დღე.
• სასმელის მიწოდება პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ჩამოსასხმელი აპარატების მეშვეობით. უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული კანონმდებლობის შესაბამისად.
• ყველა მოწყობილობის სრული აღჭურვილობითა (მათ შორის აპარატისთვის განკუთვნილი მაგიდებით) და მონტაჟით.


უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი "ფორთოხლის" გემოთი ან/და არომატით (ჩამოსასხმელი აპარატისთვის):

• ფორთოხლის დამახასიათებელი სუნით, ფერით და გემოთი; არ უნდა შეიცავდეს საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს;
• უნდა იყოს არა დიაბეტურ, ასპარტამისა და დამატკბობლების არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი მარკირება;
• უნდა შეიცავდეს მჟავიანობის რეგულატორს ფოსფორმჟავას, ლიმონმჟავას ან/და სხვა, წყალს, შაქარს, ნახშირორჟანგს, შესაძლებელია შეიცავდეს ფორთოხლის კონცენტრირებულ წვენს, ნატურალურ არომატიზატორებს და სხვა საკვებ დანამატებს.
• 100მლ სასმელში - ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 28 კკალ და არაუმეტეს 43 კკალ, ცხიმი არაუმეტეს 0.1 გ (მათ შორის ნაჯერი ცხიმი 0.0გ); ნახშირწყლები 7,5±1გ; მათ შორის შაქრები 7,5±1გ; ცილა არაუმეტეს 0.04 გ; მარილი არაუმეტეს 0.04გ ;
• შენახვის ვადა შესაბამისი სითხის მიწოდებიდან არანაკლებ 2 თვე და 15 დღე.
• სასმელის მიწოდება პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ჩამოსასხმელი აპარატების მეშვეობით.
• უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული კანონმდებლობის შესაბამისად.
• ყველა მოწყობილობის სრული აღჭურვილობითა (მათ შორის აპარატისთვის განკუთვნილი მაგიდებით) და მონტაჟით.


უალკოჰოლო, გაზირებული სასმელი "ლიმონის ან ლაიმის" გემოთი ან/და არომატით (ჩამოსასხმელი აპარატისთვის):

• დამახასიათებელი სუნით, ფერით და გემოთი; არ უნდა შეიცავდეს საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს;
• უნდა იყოს არა დიაბეტურ, ასპარტამისა და დამატკბობლების არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი მარკირება;
• უნდა შეიცავდეს მჟავიანობის რეგულატორს ფოსფორმჟავას, ლიმონმჟავას ან/და სხვა, წყალს, შაქარს, ნახშირორჟანგს, ნატურალურ არომატიზატორებს და სხვა საკვებ დანამატებს.
• 100მლ სასმელში - ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 45 კკალ, ცხიმი 0.0 გ; ნახშირწყლები არანაკლებ 3.0 და არაუმეტეს 11.5 გ; მათ შორის შაქრები არანაკლებ 3.0 და არაუმეტეს 11.5 გ; ცილა 0.0 გ; მარილი არაუმეტეს 0.08გ;
• შენახვის ვადა შესაბამისი სითხის მიწოდებიდან არანაკლებ 2 თვე და 15 დღე.
• სასმელის მიწოდება პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ჩამოსასხმელი აპარატების მეშვეობით.
• უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული კანონმდებლობის შესაბამისად.
• ყველა მოწყობილობის სრული აღჭურვილობითა (მათ შორის აპარატისთვის განკუთვნილი მაგიდებით) და მონტაჟით.




- ჩამოსასხმელი აპარატების საშუალებით ჩამოსხმული სასმელის ტექნიკური პარამეტრები (მათ შორის, საგემოვნო თვისებები) უნდა იყოს ბოთლით მიწოდებული იმავე პროდუქტის მსგავსი.
- საბოლოო პროდუქტის მისაღებად საჭირო კომპონენტების - ნახშირორჟანგის და კონცენტრანტის ან განზავებული სითხის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი;
- თუ მიმწოდებელი განახორციელებს კონცენტრანტის მიწოდებას და საბოლოო პროდუქტის მისაღებად საჭირო იქნება წყალი, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი თავად უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტის მისაღებად საჭირო წყლის (წყლის წნევა არანაკლებ 4 ბარი) (რომელიც უნდა შეერიოს შესაბამის კონცენტრანტს) აპარატამდე მიწოდებას.
- თითოეულ ლოკაციაზე წარმადობა უნდა შეადგენდეს 1 საათში არანაკლებ 100 ლიტრს (აღნიშნული შესაძლებელია მიღწეულ იქნას არაუმეტეს 5 ჩამოსასხმელი აპარატით - თითოეულ ლოკაციაზე);
- ერთი აპარატი უნდა იყოს მინიმუმ სამ ონკანიანი (ჩამოსასხმელი პროდუქტების გადანაწილება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
- ჩამოსასხმელი აპარატი შემსყიდველს უნდა გადაეცეს დროებით სარგებლობაში- უსასყიდლოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე (თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან);
- ჭურჭელი, რომლითაც მოხდება კონცენტრანტის ან განზავებული სითხის მიწოდება, შემსყიდველს უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში, ყოველი მომდევნო ახალი პარტიის მიწოდებამდე.
- აპარატი და ასევე, ჭურჭელი უნდა იყოს სუფთა, ვიზუალურად და ტექნიკურად გამართული. შესაძლებელია იგი იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი.
- შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ჩამოსასხმელი აპარატ(ებ)ის მონტაჟი შემდეგ მისამართებზე: დაბა ვაზიანი (2 ლოკაცია - ვაზიანი 1, ვაზიანი 3), ქ. გორი (3 ლოკაცია - გორი 5, გორი 51, გორის აკადემია), ქ. ქუთაისი (2 ლოკაცია - ქუთაისი 1, ქუთაისის კადეტთა კორპუსი), ქ. ხონი (2 ლოკაცია- ხონი 1, ხონი 2), ქ. სენაკი (2 ლოკაცია- სენაკი 1, სენაკი 2), კრწანისი 1, მცხეთა, ახალქალაქი.
.
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჩამოსასხმელი აპარატის გამართული ფუნქციონირება.

- თუ პრეტენდენტი დანართ N1-ში მიუთითებს, რომ ჩამოსასხმელი აპარატების საშუალებით ჩამოსასხმელი საბოლოო პროდუქტის მისაღებად მიმწოდებელი შემსყიდველს აწვდის კონცენტრანტს, იგი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, 1 ლიტრი კონცენტრატისგან, არანაკლებ რამდენ ლიტრი საბოლოო პროდუქტი მიიღება (ვაჭრობა გაიმართება (ასევე, მიღება-ჩაბარება განხორციელდება) საბოლოო პროდუქტის ლიტრაჟის მიხედვით).

პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს პროდუქტს და უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს და განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით) დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.4.2. სასმელის ჩამოსასხმელი აპარატ(ებ)ის განთავსება შემსყიდველს მიერ მითითებულ მისამართებზე უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აპარატი მისამართებზე განთავსებული უნდა იყოს ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან).
1.4.2.1. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს დროებით სარგებლობაში გადაცემული ჩამოსასხმელი აპარატ(ებ)ის გატანა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, რისთვისაც უნდა განუსაზღვროს არანაკლებ 10 სამუშაო დღე.

1.4.3. შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში არაუმეტეს თვეში ერთხელ, განახორციელოს დამატებით (არაგეგმიური) მოთხოვნა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულებით გეგმიურად განსაზღვრული, მიწოდების ვადაზე ნაკლები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
1.4.3.1. თუ ხელშეკრულების თანახმად, გეგმიური მიწოდება არ ხორციელდება თვეში ერთხელ მაინც, დამატებითი არაგეგმიური მიწოდება შეიძლება მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების განმავლობაში ერთხელ.

1.4.4. დანართ N2-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი და პროდუქტის დასახელება დანართი N1-ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოების ქვეყანის, მწარმოებლის და პროდუქტის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის და პროდუქტის დასახელების შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის და პროდუქტის დასახელების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის და პროდუქტის დასახელების იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი, აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად. დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის, ხელშეკრულების გაფორმებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.
2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე.

2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი.
2.7.1.2.1. თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემულია 2024 წლის 1 ივნისამდე, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოზე 2024 წლის 1 ივნისის შემდეგ უკანასკნელად განხორციელებული ინსპექტირების დამადასტურებელი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელიც შევსებული და ხელმოწერილი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის-ინსპექტორის მიერ. აღნიშნული აქტიდან უნდა დგინდებოდეს, რომ საწარმოს არ აქვს შეუსაბამობა (არც კრიტიკული და არც არაკრიტიკული).

2.7.1.3. იმპორტირებული პროდუქტის შემოთავაზების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის დამამზადებელ საწარმოზე ან მწარმოებელზე გაცემული, ძალაში მყოფი, რომელიმე სერტიფიკატი: ISO22000, FSSC 22000, HACCP, IFS FOOD, BRCGS, SQF. სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერძე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერძე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ან ასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 1 ცალი ნახშირორჟანგის ბალონი არანაკლებ რამდენი ლიტრი საბოლოო პროდუქტის მისაღებად არის საკმარისი.

2.9.2. თუ პრეტენდენტი დანართ N1-ში მიუთითებს, რომ ჩამოსასხმელი აპარატების საშუალებით ჩამოსასხმელი საბოლოო პროდუქტის მისაღებად მიმწოდებელი შემსყიდველს მიაწვდის კონცენტრანტს, იგი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს ინფორმაცია: 1 ლიტრი კონცენტრატისგან, არანაკლებ რამდენ ლიტრი საბოლოო პროდუქტი მიიღება (ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოო პროდუქტის ლიტრაჟის მიხედვით).

2.9.3. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.3.1. იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი. ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი.

2.9.3.2. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თითოეულ პროდუქტზე არაუმეტეს სამჯერ) 10 სამუშაო დღეში წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური პარამეტრების შესახებ;

2.9.3.3. კონსოლიდირებული ტენდერების კომისია უფლებამოსილია ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების განმავლობაში, მიმართოს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი.

2.9.3.4. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში).

2.9.3.5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

2.9.4. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარუდგინოს მას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც განახორციელებს უშუალოდ საქონლის მიწოდებას. აგრეთვე, იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება. აღნიშნული პი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru