Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #58619650)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 58619650
Дата публикации: 31-10-2024
Сумма контракта: 1 058 735


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021108
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.10.2024 17:47
Начало приема предложения 27.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 1`058`735.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტოსატრანსპორტო საშუალებები

Motor vehicles
Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Procuring entities: LEPL Service Agency of Ministry of Internal Affairs of Georgia
Tender announcement date: 31.10.2024
Bids accepted from: 27.11.2024 00:00
Deadline for bid submission: 02.12.2024 14:00
Financing: 2025 Funds (year)
Estimated value of procurement: 1 058 735 GEL
Bid should be submitted including VAT
Classifier (CPV) code and specific procurement object
34100000 - Motor vehicles
Amount or Volume of Procurements See Tender Documentation
Supply Period: See article of Tender Documentation 1.4.
Bid reduction step: 4 235 GEL
Guarantee amount: 10 587 GEL
Guarantee validity period: 160 days
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`235.00 GEL
Размер гарантии 10`587 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: antoni glavatski :: 12.07.2024 15:44
  • Последнее исправление: ekaterine tabuashvili :: 31.10.2024 17:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=584581&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალება C კატეგორიისათვის

ტრანსპორტის ტიპი: სატვირთო ფურგონი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტრანსპორტის ტიპი: სატვირთო ფურგონი (ტექნიკური მახასიათებლები)

1. გამოშვების წელი - არანაკლებ 2024 წ. (ექსპლუატაციაში არ მყოფი)
2. საჭე - მარცხენა.
3. გავლილი მანძილი კილომეტრებში - 0 კმ. - 5000 კმ.
4. ძრავის მოცულობა - 4000 სმ3 - 7000 სმ3.
5. საწვავის ტიპი - დიზელი.
6. გადაცემათა კოლოფი - მექანიკური.
7. ჰაერის გაგრილების (კონდიციონერი) და გათბობის სისტემა.
8. ელ. რეგულირებადი გვერდითი უკანა ხედვის სარკეები.
9. ელ. რეგულირებადი შუშები (მარცხენა-მარჯვენა).
10. სამ წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი.
11. არანაკლებ EURO 5 სტანდარტი
12. სიჩქარე არანაკლებ - 80 კმ/სთ.
13. სიგრძე - 8 მ. – 10 მ.
14. სიგანე - 2.40 მ. – 2.60 მ.
15. ნებადართული მაქსიმალური მასა არანაკლებ (სრული მასა) - 12 000 კგ.
16. სამუხრუჭე სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს წინა საყრდენი დისკებით.
17. სატვირთო ნაკვეთური უნდა შედგებოდეს დახურული მყარი ყუთისაგან (ფორგონი), რომლის სიგანე და სიმაღლე უნდა იყოს არანაკლები სატრანსპორტო საშუალების კაბინის სიგანისა და სიმაღლისა.
18. ავტომობილის სიმაღლე სატვირთო ნაკვეთურის ჩათვლით არაუმეტეს 4.0 მ.
19. ავტომომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მოძრაობის პარამეტრების აღმნიშვნელი საკონტროლო მოწყობილობთ (ტაქოგრაფი).
20. სამუხრუჭე სისტემა - ABS .
21. საბურავის დისკის ზომა R19.5
22. სათადარიგო დისკი საბურავით (R19.5-ზომით), ავტომობილის ამწე მექანიზმი, საბურავის მოსახსნელი ქანჩი.
23. აღჭურვილი უნდა იყოს მისაბმელის მაბუქსირებელი მოწყობილობით რომელიც გაუძლებს დატვირთვას არანაკლებ - 8000 კგ. (მაბუქსირებელი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ელ. გაყვანილობითა და ჰაერის გადამყვანი მილებით რომლითაც შესაძლებელი იქნება მისაბმელის სამუხრუჭე სისტემისა და ელ. გაყვანილობის დაერთება).

რაოდენობა: 3 (სამი) ერთეული.

1.2.2 გამარჯვებული პრეტენდენტის (შემდგომში - მიმწოდებლის) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დროს წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის და/ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული, ავტოსატრანსპორტო საშუალების არანაკლებ EURO 5-ის სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1.2.3 ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების დროს განხორციელებულ უნდა იყოს მასზე ბრენდირება (დასტიკერება) შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ესკიზისა და სამუშაო ფაილის შესაბამისად.

შენიშვნა: ავტოსატრანსპორტო საშუალების ბრენდირებისათვის, სამუშაო ფაილი დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს კონკრეტული ავტომობილის მოდელის გათვალისწინებით. მიმაგრებული ესკიზი არის ვიზუალისთვის და არ არის განსაზღვრულ სურათზე ასახული კონკრეტული მოდელის/მარკის ავტომობილისთვის.

1.2.4 ავტოსატრანსპორტო საშუალება ადაპტირებული უნდა იყოს მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდისათვის (სასწავლო), დამატებითი აღჭურვილობით, რომელიც უნდა შედგებოდეს რკინის მყარი კონსტრუქციისაგან. კერძოდ: პარალელური სატერფულებით - შეჭიდების გამთიშველი, სამუხრუჭე.

შენიშვნა: პარალელური სატერფულების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან უნდა დადასტურდეს სახელმწიფო ორგანოს მიერ აკრედიტირებული პირის გაცემული დოკუმენტაციით, რომელშიც ასახული იქნება, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება განხორციელებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N36 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები’’-ს) წესების საფუძველზე და მისი ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. წარმოდგენილი უნდა იქნას აგრეთვე აკრედიტირებული პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს გამარჯვებული პრეტენდენტის (შემდგომში - მიმწოდებლის) მიერ ავტოსატრანსპორტო საშულებების მიწოდების დროს.

1.2.5 ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი მარცხენა და მარჯვენა გვერდითი უკანა ხედვის სარკეებით (თანდართული ესკიზისა და ზომების შესაბამისად), რომლითა მეშვეობით გამომცდელს უნდა შეეძლოს ავტომობილის გაბარიტების მხედველობის არეალის კონტროლი.

შენიშვნა: ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებითი სარკეების განთავსების (მონტაჟის) ადგილები დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს კონკრეტული ავტომობილის მოდელის გათვალისწინებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 (სამასი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ქ.რუსთავი, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ, სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო.

1.5.2 მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის, (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) პრაქტიკული საგამოცდოდ ადაპტირებისა და ბრენდირების (დასტიკერების) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განბაჟებას, რეგისტრაციას (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით), პრაქტიკული გამოცდისთვის ადაპტირებას და ბრენდირებას (დასტიკერებას).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საგარანტიო ვადა განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი სრულ ავტომობილზე, ხოლო 2 (ორი) წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, რედუქტორი (ხიდი) გადაცემათა კოლოფი). გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა, საცხებ-საპოხი მასალა (მათ შორის ანტიფრიზი, ფრეონი), საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი, სამუხრუჭე ხუნდი და საყრდენი დისკი.

1.7.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან, სავალი ნაწილების შემთხვევაში არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეში, აგრეგატულ ნაწილებზე არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღეში, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა/მომსახურებით არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.

1.7.1.3 თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 1 000 კმ.-ის გავლის განმავლობაში ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) მომწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7.1.4 ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (არა მეორადი), მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით. ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს წარმოებული ან რეკომენდირებული შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის მიერ.

1.7.1.5 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.

1.7.1.6 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის დადგომის შემთხვევაში (საგარატიო შემთხვევის), უსასყიდლოდ უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირება გადამზიდით (ევაკუატორით) იმ სერვის ცენტრამდე, სადაც გაეწევა ტექნიკური მომსახურება.

შენიშვნა: მიმწოდებელთან კომუნიკაცია მოხდება სატელეფონო, ელ ფოსტით ან ოფიციალური წერილის საშუალებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი/ბრენდი და ავტომანქანის მარკა/მოდელი (გარდა სატვირთო ნაკვეთურისა).
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი. ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, სერვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მომსახურებას (აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოებული უნდა იყოს UN/ECER29 რეგულაციის შესაბამისად. აღნშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (პირის) მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას,ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული მიწოდებული საქონლის ღირებულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით,საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, სასაქონლო ზედნადებისა და შესაბამისი ღირებულების დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანტონი გლავაცკი, 577579779, glavacki.a@sa.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გიგი ყობიაშვილი 595 018 885;

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ, თუ იგი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.9 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.10 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“.


10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად, რომელშიც ასახული იქნება დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალება, ტექნიკური მახასიათებლები, მიწოდების ვადები, საგარანტიო ვადები და პირობები, აგრეთვე, მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი/ბრენდი და ავტომანქანის მარკა/მოდელი (გარდა სატვირთო ნაკვეთურისა).

10.2.2 ინფორმაცია/დოკუმენტ(ებ)ი პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.

10.2.3 ინფორმაცია/დოკუმენტ(ებ)ი ავტოსატრანსპორტო საშუალების UN/ECER29 რეგულაციის შესაბამისად წარმოების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru