Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #58619632)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC „Gardabani TPP 2"
Номер конкурса: 58619632
Дата публикации: 31-10-2024
Сумма контракта: 159 676


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021095
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.10.2024 16:51
Начало приема предложения 09.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 12.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 159`676.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71200000 - Архитектурные и сопутствующие услуги
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში
Дополнительная информация
ქ. გარდაბანში მდებარე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის (შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’) ტერიტორიაზე, ზოგადი დანიშნულების სასაწყობე და სახელოსნოს ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის/ინსპექტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`597.00 GEL
Размер гарантии 1`597 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona miminoshvili :: 31.10.2024 15:08
  • Последнее исправление: teona miminoshvili :: 31.10.2024 16:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599938&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. გარდაბანში მდებარე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის (შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’) ტერიტორიაზე, ზოგადი დანიშნულების სასაწყობე და სახელოსნოს ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის/ინსპექტირების მომსახურება (შემდგომში - მომსახურება).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის/ინსპექტირების მომსახურების ფარგლებში მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ვალდებულებები მოიცავს:
1.2.1.1. შესრულებული სამუშაოების, მათ შორის გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და შემსყიდველსა და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით (შემდგომში შესყიდვის ხელშეკრულება) განსაზღვრულ პირობებთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.2.1.2. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფასების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მათ დადასტურებას, შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას;
1.2.1.3. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციასა და შემსყიდველის დაუყოვნებლივ ინფორმირებას;
1.2.1.4. ისეთ სამუშაოებზე და კონსტრუქციულ ელემენტებზე დაკვირვებას, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად. აღნიშნული დაკვირვების ფარგლებში, აზომვითი სამუშაოების ჩატარებას და შესაბამის ფარულ სამუშაოთა აქტების დამოწმებას;
1.2.1.5. სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.2.1.6. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვასა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოებას;
1.2.1.7. წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროგრესის, ტემპის და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს სამუშაოს დაწყების თარიღის, სამუშაოს (როგორც მთლიანი სამუშაოს, ასევე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული რომელიმე ნაწილის) შესრულების ვადების, სამუშაოს დასრულების ვად(ებ)ის მონიტორინგს და შემსყიდველის ინფორმირებას, შემსყიდველისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენას;
1.2.1..8. საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის ან/და ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების გამოცდის პროცესზე დაკვირვებას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობას;
1.2.1.9. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ შემსყიდველისათვის ყოველთვიური ანგარიშის მიწოდებას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში;
1.2.1.10. შემსყიდველის დაუყოვნებელ ინფორმირებას სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობისთანავე;
1.2.1.11. საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ან/და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ინიციატივით პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წინადადებების წარდგენას;
1.2.1.12. გამოსაყენებელი ძირითადი სამშენებლო მასალების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.2.1..13. სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ მითითებებისა და წერილობითი ფორმით მიმართვის შესრულებაზე კონტროლს, რომლებიც მიეკუთვნება სამუშაოების ხარისხის, გამოყენებული მასალების, ცალკეული სამუშაოების დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს;
1.2.1.14. სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო კანონმდებლობისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლს;
1.2.1.15. სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისაგან შრომის უსაფრთხოების დაცვის მონიტორინგს, რაც გულისხმობს ყოველდღიურ რეჟიმში შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტის უწყვეტ დასწრებას სამუშაოთა წარმოების პროცესის მიმდინარეობისას;
1.2.1.16. საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისაგან საშემსრულებლო ნახაზების წარმოდგენის მოთხოვნას;
1.2.1.17. ყოველდღიურ რეჟიმში ტექნიკური ზედამხედველობის/ინსპექტირების განხორციელება;
1.2.1.18. არ დაიშვება სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში მშენებლობისთვის განკუთვნილი ისეთი ძირითადი მასალებისა და მოწყობილობა/დანადგარების გამოყენება, რომელიც იყო ექსპლუატაციაში ან/და არ შეესაბამება შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებს. აღნიშნულის დადასტურებისთვის ტექნიკური ზედამხედველს/ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, სამუშაოების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს გამოყენებული კონსტრუქციების, მასალების ხარისხის და ვარგისიანობის (ტექნიკური პასპორტები, სერთიფიკატები, ტექნიკური მოწმობები, ლაბორატორიული ცდების შედეგები და სხვ.) დოკუმენტები;
1.2.1.19. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეუსაბამობის აქტის შედგენას (დეფექტური აქტი) და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისგან გონივრულ ვადაში გამოვლენილი წუნის აღმოფხვრის მოთხოვნას;
1.2.1.20. მწარმოებელი კომპანიისგან მიღებული დოკუმენტ(ებ)ის კორექტირების მოთხოვნას, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისგან დარღვევით ან გადახვევით.
1.2.1.21. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისგან დამოუკიდებელი ობიექტური შემაფერხებელი გარემოებებით განპირობებული, სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდის საკითხის განხილვას და იმ ვადის დადასტურებას, რა ვადითაც ზემოაღნიშნული გარემოებების მიზეზით შეფერხდა სამუშაოები;
1.2.1.22. სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ წარდგენილი შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა N2) შენიშვნის არარსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით დაადასტურებას და შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის გაცემას. ინსპექტირების ანგარიშის წარმოდგენას შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.2 მომსახურების დამატებითი დეტალური აღწერა განსაზღვრულია ტექნიკური დავალებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების ვადაა მშენებლობის დაწყებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვე (NAT240019001ელ. ტენდერით გათვალისწინებული სამუშოების შესაბამისად).

1.4.2 იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NAT240019001 ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, შემსყიდველსა და მშენებლობის მწარმოებელ მიმწოდებელს შორის გაფორმებული შეთანხმებით გაიზრდება სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა, იგივე ვადით გაიზრდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, რის თაობაზეც გაფორმდება შეთანხმება. აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე ან მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. გარდაბანი აღმაშენებლის ქ. N2ბ. ნაკვეთი საკადასტრო კოდით - 81.15.30.083.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს უწყვეტ დასწრებას სამუშაოთა წარმოების პროცესის მიმდინარეობისას, უნდა გააჩნდეს შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერთიფიკატი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი აკრედიტებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შემდეგ სფეროებში:

- სამოქალაქო შენობა ნაგებობები, ელექტროქსელები და სისტემები (1000 ვ-მდე), სუსტი დენები, გათბობა-ვენტილაცია გაგრილების ქსელები და სისტემები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელები და სისტემები ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება;
- შესრულებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა/ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით).

აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართ(ებ)თან ერთად.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული დანართი N1 (Excel ფორმატში) (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად. (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1 პუნქტში მოცემული პირობების/მოთხოვნების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტი არის მომსახურება, რომელიც ძირითადად გაიწევა ადამიანური რესურსის გამოყენებით. იგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორებზე (მაგალითად, პერსონალის კვალიფიკაცია, მუშაობის ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა, შრომის ორგანიზაციის წესი და სხვა), რომლის შეფასება ერთობლიობაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მხრივ რთულია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც აკრედიტებული არიან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ამასთან, მომსახურების ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ რომ მათი შემოთავაზება იქნება გონივრული (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაშიც).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

2. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ შედგენილი, მხარეთა მიერ დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

3. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესაბამისად, კერძოდ, ზედამხედველის მიერ დადასტურებული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტული ოდენობით, რომელიც მხარეების მიერ არის დაფიქსირებული ხელშეკრულებაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო ზედამხედველის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს ზედამხედველს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე ზედამხედველს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელგუჯა გოდერძიშვილი, 555559599, e.goderdzishvili@tpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1.შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 159 676 ლარი დღგ-ს გარეშე.

10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე და უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს სამუშაოების შესრულებასთან, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და მოსაკრებელს.

10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.

10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).

10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წინამდებარე ელექტრობული ტენდერის „წინადადებების მიღების დასრულების“ დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები

10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); . გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.2 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380 20.12.2022 წ.).

10.2.3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №3), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;

10.2.4 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.2.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.

10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.

10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

10.2.8 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru