Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы (Грузия - Тендер #58587486)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 58587486
Дата публикации: 31-10-2024
Сумма контракта: 2 519 778


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000274
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.10.2024 13:06
Начало приема предложения 05.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 06.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 2`519`778.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 31400000-Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы
Коды классификатора
  • 31400000 - Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 50`400 GEL
Срока действия гарантии 460 День
  • Загрузка объявления: mariam tsagareishvili :: 28.10.2024 11:34
  • Последнее исправление: lasha kirvalidze :: 31.10.2024 13:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599327&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი-მონტაჟი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

იხილეთ მიბმული ფაილი

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.4.2. საქონლის მონტაჟი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.4.3 იმ შემთხვევში თუ ერთ ჯერზე მოთხოვნილი მისაწოდებელი ან/და დასამონტაჟებელი აკუმულატორების რაოდენობა შეადგენს ან აღემატება 50 ერთეულს, მიწოდება ან/და მონტაჟი უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სატრანსპორტო საშუალებებზე აკუმულატორების დემონტაჟი-მონტაჟი მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სავალდებულოდ შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა) განთავსებულ სერვის-ცენტრებში:

• ქ. თბილისი (არანაკლებ 3 (სამი) სერვის-ცენტრი);
• ქ. ქუთაისი;
• ქ. ბათუმი;
• ქ. თელავი
• ქ. ზუგდიდი
• ქ. ახალციხე
• ქ. გორი
• ქ. მარნეული
• ქ. ფოთი


1.5.2. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყობს საქონლის მიწოდებას საქართველოს მაშტაბით თუ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მისაწოდებელი (ასევე, მისაწოდებელი და დასამონტაჟებელი) აკუმულატორების რაოდენობა ერთ ჯერზე მინიმუმ 5 ერთეულია.
1.5.2.1. თუ ერთ ჯერზე მისაწოდებელი (ასევე, მისაწოდებელი და დასამონტაჟებელი) აკუმულატორების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, საქონლის მიწოდების ადგილია მიმწოდებლის მიერ 1.5.1. პუნქტის შესაბამისად მითითებული მისამართები, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 იმისათვის რომ გარანტია გავრცელდეს შესყიდვის ობიექტზე, აუცილებელია მონტაჟი განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ. იმ შემთვევაში თუ აკუმულატორის ავტომანქანაზე მონტაჟი განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, გარანტია უნდა გავრცელდეს მონტაჟიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ აკუმულატორის ავტომანქანაზე მონტაჟი განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღის შემდეგ, გარანტია უნდა გავრცელდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში. თუ შესყიდული (შემსყიდველთან დასაწყობებული) აკუმულატორის მონტაჟი არ განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, მასზე გარანტია არ გავრცელდება.

1.7.1.2. იმ შემთხვევაში თუ აკუმლატორის შესყიდვა/მონტაჟი განხორციელდება საპატრულო სახაზო მანქანისთვის, 1-34 პოზიციის ჩათვლით მოცემულ აკუმულატორებზე გარანტია არ გავრცელდება (თუ მიმწოდებლის სატენდერო დოკუმენტაცია არ აუმჯობესებს აღნიშნულ პირობას), ხოლო 35-ე პოზიციაზე მოცემული აკუმლატორის საპატრულო სახაზო მანქანისთვის შესყიდვა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა გავრცელდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გარანტია 1.7.1.1 პუნქტის პირობების შესაბამისად.

1.7.1.3 მიმწოდებული იღებს ვალდებულებას საქონლის საგარანტიო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოფხვრა, აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ან შეცვალოს ახალი შესყიდვის ობიექტით. ამასთან, თუ სახეზეა ქარხნული წუნი, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს საქონლის შეცვლა, ამავე ვადაში. საქონლის შეცვლა/შეკეთება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

1.7.1.4 შემსყიდველი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, თითოეული შესყიდვის ობიექტი გაატაროს საგარანტიო შემოწმებაზე მიმწოდებლის მიერ 1.5.1 პუნქტის შესაბამისად მითითებულ სერვის-ცენტრ(ებ)ში (სერვის ცენტრის არჩევის უფლება აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას). შემოწმება უნდა განხორციელდეს, მონტაჟიდან/ ყოველი შემოწმებიდან არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 7 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ ერთ ლოკაციაზე, ერთდროულად მობილიზებული იქნება არანაკლებ 5 (ხუთი) გარანტიაზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების აკუმულატორი, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია თავად ჩაატაროს საგარანტიო შემოწმება შემსყიდველი მიერ საქართველოს მაშტაბით მოთხოვნილ მისამართზე. საგარანტიო შემოწმებასთან დაკავშირებით, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო შემოწმების ვადის ამოწურვამდე 2 თვით, 1 თვით და 10 კალენდარული დღით ადრე მოკლე ტექსტური წერილის (SMS) საშუალებით შეატყობინოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განსაზღვრულ შემსყიდველი ორგანიზაციის თითოეულ საკონკტაქტო პირს საგარანტიო შემოწმების ვადის დადგომის შესახებ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული აკუმულატორის ბრენდის, მოდელის და ბრენდის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, დანართი N1- ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს ბრენდს, მოდელს და ბრენდის წარმოშობის ქვეყანას, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდბარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:

ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს
https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების მიწოდების გამოცდილება
ან

ბ)- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და
-საგადასახოდო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევის (აკუმულატორის დემონტაჟი-მონტაჟი) ადგილმდებარეობის შესახებ, არსებული სერვის-ცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის მითითებით, შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა):
• ქ. თბილისი (არანაკლებ 3 (სამი) სერვის-ცენტრი);
• ქ. ქუთაისი;
• ქ. ბათუმი;
• ქ. თელავი
• ქ. ზუგდიდი
• ქ. ახალციხე
• ქ. გორი
• ქ. მარნეული
• ქ. ფოთი

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული აკუმულატორების შესაბამისობას ტექნიკური სპეციფიკაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2.7.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორის მწარმოებელზე გაცემული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO/TS-16949 ან IATF 16949 სერტიფიკატი. აღნიშნული პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით.

2.9 other additional requirements

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

50400

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან მინიმუმ 2029 წლის 4 ივლისის ჩათვლით (2025 წლის 31 დეკემბერი+150 დღე+3 წელი+35 დღე). იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის საგარანტიო ვალდებულებები სრულად შესრულდება 2029 წლის 4 ივლისამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 20 000.00 (ოცი ათასი) ლარს.

6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;
- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების “აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა კირვალიძე, 571255255, lkirvalidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 07 ოქტომრის N1436 განკარგულების „2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის („2025 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი") საფუძველზე.

10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.3. სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული პარამეტრების მქონე აკუმულატორების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს 2025 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების შესყიდვის შემთხვევებისა.

10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2025 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია). სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.5. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.6. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) ლარის მეასედის სიზუსტით; დანართი N1-ში პრეტენდენტის მიერ თითოეულ პოზიციაზე მითითებული ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ ზღვრულ ერთეულის ღირებულებას.

10.1.7. პრეტენდენტმა თავის სატენდერო წინადადებაში დეტალურად უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის შესახებ ინფორმაცია დანართი N1-ის შესაბამისად, რაც უნდა ქმნიდეს შემოთავაზებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

10.1.8. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

10.1.9. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

10.1.10. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით.

10.1.11. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ან არგუმენტირებული წერილობითი უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე.

10.1.12. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის battery2025@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

tender fee in consolidated tender

tender fee

10000

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru