ტექნიკური დავალება
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადგილობრივი და
საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის
მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს:
- სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში
ორჯერ);
- შაბათს (საჭიროების შემთხვევაში) 09:00-დან 14:00 საათამდე.
- სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის
მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული დროის
განმავლობაში.
2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის
წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა განხორციელდეს შემსყიდველის
მისამართებიდან:
- ადმინისტრაციული ოფისი - ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84;
- I განყოფილება - ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 25;
- V განყოფილება - ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 23;
- დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი - ქ.
ქუთაისი, ჭავჭავაძის N2ა;
- აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი - ქ. ბათუმი, მელიქიშვილის
ქ N102;
- ქალაქი ახალციხე, რუსთაველის ქუჩა N105ა-ს მიმდებარე ტერიტორია,
საკადასტრო კოდი 62.09.53.767;
- შიდა ქართლის ექსპერტიზის განყოფილების შენობა - გორის რაიონი, სოფ.
კარალეთი, საკადასტრო კოდი N66/46/23/003;
- ქვემო ქართლის რეგიონული ექსპერტიზის განყოფილების შენობა - ქ.
რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. N3;
- გურჯაანი - წმ. ნინოს ქ. N17.
3. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა,
უნდა განხორციელდეს N1 დანართების (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.
4. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის
მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე. წ
„თრექინგით“, (საერთაშორისოს შემთხვევაში სატრანზიტო ქვეყნების
ჩათვლით); მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო
გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში
ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის
განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და
შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა,
შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე
ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და
საერთაშორისო გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის
დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე
პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის გზავნილის
გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული
დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა
შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა
განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის
ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს
ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და
უფასო მომარაგება. აგრეთვე მიმწოდებელი ვალდებულია შესმსყიდველს
(ყველა ფილისლში რეგიონების ჩათვლით) წარუდგინოს როგორც გაგზავნილი
ისე მიღებული დოკუმენტაციის ყოველდღიური ხელმოწერით დამოწმებული
რეესტრები.
6. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონის
ნომერი).
7. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
- საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის
გადაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი
უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუმეტეს მომდევნო
5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება
ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად
ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დამხვედრი სრულწლოვანი
პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა
ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის
თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე
უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს
შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს
კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის;
- თუ ადრესატი ან სხვა პირი პირველი ვიზიტისას ადგილზე არ იმყოფება,
გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა
განხორციელდეს უფასოდ 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის
შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, არაუგვიანე 2 სამუშაო დღის
ვადაში, აცნობოს შემსყიდველს დეტალური ინფორმაცია ჩაუბარებლობის
მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება.
იმ შემთხვევაში თუ პირველი ვიზიტისას ადრესატი არ იმყოფება მისამართზე
მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება.
შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის
ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო,
რომელიც უნდა შეადგენდეს მეორე ვიზიტისთვის განკუთვნილ ვადას (2
სამუშაო დღე). ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა
აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის
ქვეშ. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს
დაუყოვნებლივ.
- ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირველი ვიზიტისას დადგინდა, რომ გზავნილის
მისამართი არასწორია მიმწოდებელი ვალდებულია მომდევნო 2 (ორი) სამუშაო
დღის ვადაში აცნობოს შემსყიდველს დეტალური ინფორმაცია ჩაუბარებლობის
მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება.
- საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების
შემთხვევაში-მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/ კურიერისთვის
შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღის
ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო სწრაფი საერთაშორისო საფოსტო და
საკურიერო მომსახურებისას:
ა) ევროპის ქვეყნებში – არაუმეტეს 7 სამუშაო დღეში;
ბ) ამერიკაში – არაუმეტეს 8 სამუშაო დღეში;
გ) დსთ-ს (გარდა რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ბელორუსიისა და
უკრაინისა) ქვეყნებში – არაუმეტეს 7 სამუშაო დღეში;
დ) სხვა დანარჩენ ქვეყნებში (გარდა ირანის, ავღანეთის, ბირმის,
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, კომორის კუნძულების, კუბის,
ეკვადორის, ფოლკლენდის კუნძულების, გვინეა-ბისაუს, ჩრდ. კორეის, სომალის,
სირიის, იემენის, ნაურუსისა და სოლომონის კუნძულებისა) ქვეყნებში –
არაუმეტეს 7 სამუშაო დღეში;– არაუმეტეს 7 სამუშაო დღეში უნდა ჩაბარდეს
ადრესატს.
საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ
გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული
პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის ზედდებულზე
მითითებულ მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან
ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ
შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის
ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ
ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით
(მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ
მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ
ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია 7 (შვიდი) სამუშა
დღის ვადაში აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის
შესახებ და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას
გზავნილი (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით). ყოველი
განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. აღნიშნული
ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
8. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
9. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი
დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ 2 კვირის გასვლის შემდეგ,
რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით.
11. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა
შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან
დაზიანება). დაზღვევის თანხა გამოითვლება გზავნილის ღირებულებას
დამატებული 5%.
12. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან
დაბრუნებამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ
ერთეულში (საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში
ხორციელდება უფასოდ) უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი
უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს
ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შემსყიდველის მიერ მითითებული
მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო
გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი
მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
13. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს
წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე
წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა
ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც;
14. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით
პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს
შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების
ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული
ინფორმაციის მოწოდებას;
15. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც
ყველა სერვის ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის
მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების
ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა
აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე შემსყიდველის წარმომადგენელი.
დაჩქარებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში:
- სწრაფი ადგილობრივი გზავნილი შემთხვევაში - ერთი და იმავე
ადმინისტრაციულ ერთეულში (მაგ: თბილისი-თბილისი) 12 სთ-მდე გადაცემული
გზავნილი უნდა ჩაბარდეს იმავე სამუშაო დღის ბოლომდე. ხოლ 12 სთ-ს შემდეგ
გადაცემული გზავნილი უნდა ცაბაერდეს მომდევნო სამუშო დღის 12:00
საათამდე.
- საერთაშორისო სწრაფი გზავნილების შემთხვევაში - ჩაბარების ვადაა უნდა
შეადგენდეს 5-7 სამუშაო დღეს.
შენიშვნა:
დანართი №1-ში (ფასების ცხრილებში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო
მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ
მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან
რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და
აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი,
შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე
შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა
მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით.