Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #58587421)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Mtatsminda District Gamgeoba
Номер конкурса: 58587421
Дата публикации: 30-10-2024
Сумма контракта: 42 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021014
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.10.2024 15:01
Начало приема предложения 08.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 11.11.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 42`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბერი
Дополнительная информация
წავკისში, ტიციან ტაბიძის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ეროსი მანჯგალაძის და 9 აპრილის ქუჩების, ამაღლების II შესახვევის, ლადო ასათიანის ქუჩის და I და II ჩიხის გზის საფარის მოწყობის სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ( სავარაუდო ფართობი 10500 კვ.მ)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 170.00 GEL
Размер гарантии 424 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna shiukashvili :: 30.10.2024 10:59
  • Последнее исправление: khatuna shiukashvili :: 30.10.2024 15:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599636&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წავკისში, ტიციან ტაბიძის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ეროსი მანჯგალაძის და 9 აპრილის ქუჩების, ამაღლების II შესახვევის, ლადო ასათიანის ქუჩის და I და II ჩიხის გზის საფარის მოწყობის სამუშაოების - სავარაუდო ფართობით 10500 კვ.მ - საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარება:
• ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა (საჭიროების შემთხვევაში გრაფიკული ჭრილებით).
• ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
WGS-84 კოორდინატთა სისტემაში UTM პროექციაში (აუცილებელია ტოპოგეოდეზიური სამშაოების წარმოება GeoCORS-ის სისტემაში)
- ტოპოგადაღება ხდება 1:1000 მასშტაბში
- ობიექტზე მინიმუმ 2 გეგმურ-სიმაღლური წერტილის (რეპერის) დამაგრება;
- ტოპოგადაღების (ელ. ტაქეომეტრის და GPS -ის);
• გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, ეზოში შესასვლელი, ტროტუარი, ბორდიური, საკომუნიკაციო ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (არსებობის შემთხვევაში-საყრდენი კედლების, ჯებირების) მდგომარეობის შესწავლა.
• ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი (საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება).
• არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა) მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმებზე და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
• საჭიროების შემთხვევაში გზის კაპიტალური შეკეთების სხვადასხვა ვარიანტების დამუშავება და შეთავაზება შემსყიდველისთვის (მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება - ეკონომიური ვარიანტით).
• მუშა პროექტის შედგენა, მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების დაცვით:
2. წარმოსადგენი საპროექტო დოკუმენტაცია:
• განმარტებითი ბარათი (უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და ხელოვნური ნაგებობების (არსებობის შემთხვევაში) აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს, არსებულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის მონაცემებს, შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა.
• სავალი ნაწილისა და ტროტუარის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა (არანაკლები არსებული საგზაო სამოსის მზიდუნარიანობისა) საანგარიშო ღერძული დატვირთვებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით შეთანხმდეს შემსყიდველთან.
• საჭიროების შემთხვევაში სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაბარიტების კორექტირება გაუმჯობესების მიზნით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და შემსყიდველთან შეთანხმებით.
• სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება). სიტუაციური გეგმა რომელზეც ასახული უნდა იყოს მოსაწყობი გზის სქემა რეგისტრირებულ წითელ ხაზებთან ერთად;
1) საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების და საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური ნაგებობების დატანით.
2) არსებული და საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით.
• სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით).
• განივი პროფილები, გადაღებული ყოველ 10 მ-ში და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობების პარამეტრები).
• გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, (უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობების პარამეტრები).
• საჭიროების შემთხვევაში - მოსაწყობი კომუნიკაციების (მ.შ. სანიაღვრე და კანალიზაცია) და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები, დეტალები, სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები.
• ცხრილები და უწყისები. მათ შორის:
• მოხვევის კუთხის, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების დამაგრების უწყისი, მრუდებზე ვირაჟების დაკვალვის უწყისი.
• მიწის სამუშაოების უწყისი პიკატეჟის მიხედვით
• კრებსითი უწყისი: მასალების, საგზაო სამოსის ფართების, საკომუნიკაციო ჭების, მეორადი შესაძლო გამოყენებადი მასალების, სხვადასხვა არსებული კომუნიკაციების (საჭიროების შემთხვევაში) გადატანის უწყისები, სადაც გარკვევით უნდა იყოს ასახული თითოეული სამუშაოს ზუსტი მოცულობა და არ უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი უნდა დაზუსტდეს კონტრაქტორისა და საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ.
• სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენისას მიმწოდებელმა უნდა იხელმძღვანელოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით. ხარჯთაღრიცხვები შედგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 და N55 დადგენილებებით გათვალისწინებული „სამშენებლო ნორმებისა და წესების“ და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად; წარმოდგენილი უნდა იქნეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის როგორც რესურსული აგრეთვე გამსხვილებული ვერსიები
• მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკები, მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა).
•საპროექტო დოკუმენთაციის წარმოდგენა ნაბეჭდი სახით 4 (ოთხ) ეგზემპლიარად და ელექტრონული ვერსიის სახით (ნახაზები - DWG და PDF ფორმატში, ხარჯთაღრიცხვა (როგორც რესურსული, ასევე გამსხვილებული)- Excell-ის ფორმატში) 2 (ორ) ეგზემპლიარად.

3. გასათვალისწინებელი პირობები:
1) საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შედგენა/ შეთანხმება შესაბამისს სამსახურებთან.
2) გზის სამოსის, ტროტუარებისა და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური ნაგებობების (მ.შ, პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის შეთანხმება შემსყიდველთან.
3) საჭიროების შემთხვევაში საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილებისა და ნარჩენების შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
4) ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების და შშმ პირთათვის ასასვლელების (პანდუსების) კონსტრუქციული ელემენტების გათვალისწინება პროექტში.
5) მშენებარე ინფრასტრუქტურის ობიექტების სავარაუდო ქსელებისათვის საჭირო დიამეტრის განივი გარცმის მილების გათვალისწინება პროექტში.
6) შესაკეთებელ ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის (ფრეზირებული მასის) გამოყენება ასფალტის გრანულატის სახით (შესაძლებლობის ფარგლებში).
7) დაპროექტების პროცესში, ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოების გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, შემსყიდველთან შეთანხმებით.
8) სამშენებლო სამუშაოების ეტაპებად დაყოფა (საჭიროების შემთხვევაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
9) ექსპერტიზის შენიშვნების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გასწორება, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

4 დამატებითი მოთხოვნები:
• წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნა.
• ექსპერტიზის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, რომლის ღირებულებაც გათვალისწინებული უნდა იქნეს პროექტის საერთო ღირებულებაში;
• შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ დადებითი საექსპერტო დასკვის წარმოდგენის შემდეგ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შედეგად.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა სამუშაოების წარმოების პროცესში, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა, საჭიროებისამებრ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
• შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბერი

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. N20

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს დანართი N2-ში რომელიც სატენდერო წინადადებასთან ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

თუ დანართი N2-ში ნაჩვენები მომსახურება არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ შემთხვევაში უნდა აიტვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია: ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი გაწეული მომსახურების ღირებულების მითითებით და გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან საგადახდო დავალება), წარმოდგენილი უნდა იქნეს დამკვეთის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით გაფორმებული ხელშეკრულების ელექტრონული ტენდერის ნომერი ან CMR ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რის საფუძველზეც მოხდა ქვეკონტრაქტის გაფორმება.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად შეადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, არ მოითხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა შიუკაშვილი, 599696678, kh.shiukashvili@tbilisi.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი - მიხეილ ლეჟავა ტელ: 577 77 09 99

additional information/document

10.1 additional information/documents

1.სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
3. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5.სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
6.შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია პრეტენდენტი.
7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
8.სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru