Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения (Грузия - Тендер #58551339)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 58551339
Дата публикации: 29-10-2024
Сумма контракта: 3 063 739


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020974
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.10.2024 17:43
Начало приема предложения 24.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 3`063`739.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79200000-Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения
Коды классификатора
  • 79212100 - Услуги по финансовому аудиту
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად/According to the tender documentation
Дополнительная информация
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და მისი შვილობილი კომპანიების (შპს ,,გარდაბნის თბოსადგური,“ შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2,“ შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 3,“ შპს ,,საქართველოს გაზსაცავის კომპანია“ და შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე“) კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების, ასევე სხვადასხვა აუდიტორული მომსახურების ერთობლივი სახელმწიფო შესყიდვა
State procurement of audit services for the preparation of consolidated and individual financial statements, as well as other audit services, for JSC Georgian Oil and Gas Corporation” and its subsidiaries (Gardabani TPP LLC, Gardabani TPP 2 LLC, Gardabani TPP 3 LLC, Georgian Gas Storage Company LLC, Georgian natural gas transmission network owner LLC)
Tender type: Electronic Tender Without Reverse Auction
Estimated value of procurement: 3 063 739,00 GEL.
Bid should be submitted: Including VAT.
Procuring category 79200000 - Accounting, auditing and fiscal services.
CPV codes 79212100 - Financial auditing services.
Bid reduction step: 30 637.00 GEL
Guarantee amount: 30 637.00 GEL
Guarantee validity period: 160 Day
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად/According to the tender documentation
Шаг снижения цены 30`637.00 GEL
Размер гарантии 30`637 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 28.10.2024 16:01
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 29.10.2024 17:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=599396&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ (შემდგომში - კორპორაცია) და მისი შვილობილი კომპანიების (შპს ,,გარდაბნის თბოსადგური,“ შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2,“ შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 3,“ შპს ,,საქართველოს გაზსაცავის კომპანია“ და შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე“) 2024, 2025 და 2026 წლების კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების, ასევე სხვადასხვა აუდიტორული მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) ერთობლივი სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და მისი დანართების შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს 2024, 2025 და 2026 წლების:
- კონსოლიდირებული (მხოლოდ „კორპორაციისთვის") და ინდივიდუალური („კორპორაციისათვის" და მისი შვილობილი კომპანიებისათვის) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით (მიუხედავად იმისა დადგენილია, თუ მომავალში იქნება დადგენილი ეს მოთხოვნა) შემსყიდველის მიერ სავალდებულოდ წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის შემოწმება (მათ შორის მმართველობითი ანგარიშის გადახედვა და სხვა საქმიანობის შემოწმება), რაც უნდა შედიოდეს წლიური აუდიტის ფასში და არ იქნება ანაზღაურებული ცალკე;
- შუალედური ფინანსური ანგარიშგების განხილვა (პირველი კვარტლის, წლის პირველი ნახევრის, პირველი ცხრა თვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება) (მხოლოდ „კორპორაციისათვის“);
- ემისიის პროსპექტისათვის „comfort letter“ (მხოლოდ „კორპორაციისათვის“);
- წლიური კონსოლიდირებული ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით ფინანსური ინსტიტუტებისათვის წარსადგენი (არსებული (EBRD ან/და KfW) ან/და მომავალში აღებული ახალი სესხი) ფინანსური მაჩვენებლების ანგარიში „reasonable assurance report on financial ratios“ (გონივრული დონის მტკიცებულება) (მხოლოდ „კორპორაციისათვის“);
შენიშვნა: „კორპორაციის“ და მისი შვილობილი კომპანიების ბოლო ფინანსური ანგარიშგებები ატვირთულია სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის“ ანგარიშგების პორტალზე.
2. მომსახურების გაწევის შედეგად მიმწოდებელი ფინანსურ ანგარიშგებებს წარუდგენს შემსყიდველს ინგლისურ და ქართულ ენებზე, სამ ეგზემპლარად, სათანადო წესით შედგენილს, ხელმოწერილს და ბეჭდით დამოწმებულს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურე(ებ)ის გაწევა დამოკიდებულია წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრულ თითოეულ შემსყიდველზე/კომპანიაზე და არცერთი შემსყიდველი/კომპანია არ არის ვალდებული ყოველ წელს დაუკვეთოს მომსახურეობა როგორც სრულად, ასევე ცალ-ცალკე. თითოეული შემსყიდველი/კომპანია მომსახურების გაწევის დაწყების წინ მიმწოდებელს დაუდასტურებს სჭირდება თუ არა კონკრეტული მომსახურეობა ამ პერიოდზე. თავის მხრივ, მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს შემსყიდველს/კომპანიას წინამდებარე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების ათვისება (ყოველ წელს როგორც სრულად, ასევე ცალ-ცალკე) და მოითხოვოს შესაბამისი ანგარიშსწორება.
4. მომსახურების დეტალური პირობები გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის მე-8 პუნქტში ატვირთულ ხელშეკრულების პროექტში (დანართი #3).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ,,კორპორაციის“ შემთხვევაში, მომსახურების გაწევის კონკრეტული ვადები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის მე-8 პუნქტში ატვირთულ ხელშეკრულების პროექტის მიხედვით (დანართი #3).
1.4.2 კონსოლიდირებული (მხოლოდ „კორპორაციისთვის") და ინდივიდუალური („კორპორაციისათვის" და მისი შვილობილი კომპანიებისათვის) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების გაწევის ვადები:
1.4.2.1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ, აუდიტის დასკვნის წარდგენის ვადა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისათვის შეადგენს წლის დასრულებიდან 5 თვეს (2024 წლის - 2025 წლის 31 მაისი; 2025 წლის - 2026 წლის 31 მაისი; 2026 წლის - 2027 წლის 31 მაისი).
1.4.2.2. მიმწოდებლის მიერ აუდიტის დასკვნის წარდგენის ვადა ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებისათვის შეადგენს:
- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2.1 პუნქტით განსაზღვრული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს;
- შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და შპს „საქართველოს გაზსაცავის კომპანიის“ შემთხვევაში - წლის დასრულებიდან 4 თვეს (2024 წლის - 2025 წლის 30 აპრილი; 2025 წლის - 2026 წლის 30 აპრილი; 2026 წლის - 2027 წლის 30 აპრილი);
- შპს „გარდაბნის თბოსადგური 3“-ისა და შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ შემთხვევაში - წლის დასრულებიდან 5 თვეს (2024 წლის - 2025 წლის 31 მაისი; 2025 წლის - 2026 წლის 31 მაისი; 2026 წლის - 2027 წლის 31 მაისი);
- შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის შემთხვევაში - წლის დასრულებიდან 3 თვეს (2024 წლის - 2025 წლის 31 მარტი; 2025 წლის - 2026 წლის 31 მარტი; 2026 წლის - 2027 წლის 31 მარტი);

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად;
1.5.2 მომსახურების გაწევა, საჭიროების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის და შემსყიდველის მისამართებზე.
მომსახურების გაწევის შედეგად შედგენილი დოკუმენტაცია მიმწოდებელმა უნდა ჩააბაროს შემსყიდველს მისამართზე.
ამ პუნქტის მიზნებისათვის შემსყიდველის მისამართებია:
- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია,“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21,
- შპს „გარდაბნის თბოსადგური 3,“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21,
- შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე,“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21,
- შპს „საქართველოს გაზსაცავის კომპანია,“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21,
- შპს „გარდაბნის თბოსადგური,“ ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა N2ბ,
- შპს „გარდაბნის თბოსადგური 2,“ ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის 2ბ.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომელიც უშუალოდ განახორციელებენ მომსახურებას, მათ შორის: პარტნიორი, მენეჯერი, უფროსი აუდიტორი (Senior) და მინიმუმ ორი სხვა თანამშრომელი. წარმოდგენილი უნდა იქნას მათი CV-ები და მათი ცვლილების შემთხვევაში ჩანაცვლება უნდა მოხდეს წინასწარ შეთანხმებით შემსყიდველთან, მსგავსი კვალიფიკაციის და გამოცდილების თანამშრომლით.
ის თანამშრომელები, რომელებიც უშუალოდ განახორციელებენ მომსახურებას პარტნიორის, მენეჯერის და უფროსი აუდიტორის (Senior) რანგში უნდა გააჩნდეთ შემდეგი სერტიფიკატებიდან მინიმუმ ერთ-ერთი:
* აშშ-ის სერტიფიცირებული დამოუკიდებელი ბუღალტრის აქტიური სტატუსის მქონე ლიცენზია (United States Certified Public Accountant); - (გადამოწმება მოხდება www.cpaverify.com -ის მეშვეობით);
* ინგლისისა და უელსის ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის (Institute of Chartered Accountants in England and Wales) სრული წევრი; - (გადამოწმება მოხდება http://membersearch.icaew.com-ის მეშვეობით);
* სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (Association of Chartered Certified Accountants) სრული წევრი (ინგლისური სექტორი); - (გადამოწმება მოხდება https://www.accaglobal.com/my/en/member/find-an-accountant/directory-ofmember. html -ის მეშვეობით).

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

2.6.1. პრეტენდენტის, აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული, ინდივიდუალური შემოსავლები (იგულისხმება როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან, ასევე სხვა აუდიტორული საქმიანობიდან) საქართველოში 2021-2023 წლების განმავლობაში საშუალოდ უნდა აღემატებოდეს 7 მლნ ლარს. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მოხდება სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის“ ვებ-გვერდის (www.saras.gov.ge) მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტს, სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის“ მიერ მინიჭებული უნდა ჰქოდეს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. ამასთანავე, პრეტენდენტს სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის“ მიერ გავლილი უნდა ჰქონდეს მონიტორინგი, რის საფუძველზეც, ბოლო შემოწმების შედეგად, მინიჭებული ექნებათ სავალდებულო აუდიტორული ფირმის სტატუსი (ინფორმაციის/მონაცემების გადამოწმება მოხდება სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის“ ვებ-გვერდის (www.saras.gov.ge) მეშვეობით).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს, წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შეუწყდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) შემოწმების უფლებამოსილება ან/და სავალდებულო აუდიტორული ფირმის სტატუსი, აღნიშნული შესაძლებელია გახდეს შემსყიდველის მხრიდან, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულების 5%-ის ოდენობით. აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ამავე პუნქტში განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) შემოწმების უფლებამოსილებისა ან/და სავალდებულო აუდიტორული ფირმის სტატუსის შეწყვეტა გამოწეული იქნება საკანონდებლო ცვლილებების შედეგად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტს სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მოთხოვნა.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2028 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 თუ რომელიმე შემსყიდველის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), მხოლოდ იმ შემსყიდველ(ებ)ს ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, სატენდერო დოკუმენტაციის 6.3 და 6.4.3 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
6.4.2 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა მხოლოდ იმ შემსყიდველ(ებ)ს, რომელთანაც გასაფორმებელი ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით, სატენდერო დოკუმენტაციის 6.3 და 6.4.3 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
6.4.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ.
საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №2-ის (ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
6.4.4 შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (თეთრი სია) რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 3 063 739,00 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ ფაილში - „მომსახურების ზღვრული ღირებულებები“
მოცემულია თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გასაწევი მომსახურების დადგენილი ზღვრული ღირებულება, შესაბამისად პრეტენდენტის მიერ დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) განფასებისას შემოთავაზებული თითოეული მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ ფაილში - „მომსახურების ზღვრული ღირებულებები“ მოცემულ, ამავე მომსახურებისათვის დადგენილ ღირებულების ზღვრულ ოდენობებს.
10.1.3 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურებების ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ჯამურ ღირებულებასა და შემსყიდველის მიერ წინამდებარე ტენდერის სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია დანართი №1-ით (ფასების ცხრილი) განსაზღვრული მომსახურების ერთეულის ღირებულებების კლება განახორციელოს პროპორციულად თითოეულ მომსახურებაზე (იგულისხმება თითოეული მომსახურების განსაფასებელი გრაფა). პროპორციული კლება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ჯამურ ღირებულებასა და შემსყიდველის მიერ წინამდებარე ტენდერის სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის არანაკლებ არსებული სხვაობის შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
10.1.4 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.5 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.6 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი #1 (ფასების ცხრილი), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №3), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან.
10.3.2 ინფორმაცია პრეტენდენტის თანამშრომლების შესახებ (პუნქტი 2.4.1);

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru