Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #58419583)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 58419583
Дата публикации: 24-10-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA) По прейскуранту
Номер заявки SPA240001432
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2024 20:46
Начало приема предложения 20.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2024 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`255.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 900`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66510000 - Страховые услуги
Срок подачи 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კოლექტიური სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი და ამავე პუნქტში, დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება).
Шаг снижения цены 13.00 GEL
Размер гарантии 9`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam bochorishvili :: 16.10.2024 17:33
  • Последнее исправление: mariam bochorishvili :: 24.10.2024 20:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598266&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კოლექტიური სადაზღვევო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შემსყიდველის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე შტატგარეშე პირთა (შემდგომში - თანამშრომელი), ასევე, სურვილის შემთხვევაში, თვითდაფინანსების პირობით, მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურება, ასაკის შეუზღუდავად, ტექნიკური დავალების შესაბამისად.

შესყიდვის ობიექტის სრული აღწერა და მომსახურების გაწევის დეტალური პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში (ტექნიკური დავალება).

დანართი N1 (ტექნიკური დავალება) და დანართი N2 (პრეისკურანტი) შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება) ატვირთულია წინამდებარე პუნქტში 1.2.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სადაზღვევო მომსახურება ძალაში შედის 2025 წლის 01 იანვრის 00:00 საათიდან და მოქმედებს 2025 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე.

შენიშვნა:
1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, 2025 წლის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2024 წელში გამოცხადებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება, თუკი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, 2025 წლის ჯანმრთელობის დაზღვევის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ამოქმედების მიზნით.
2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა გააგრძელოს 1 (ერთი) კალენდარული თვით, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასებისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების პირობების უცვლელად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის დეტალური პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში (ტექნიკური დავალება), ხოლო, მომსახურების გაწევის ადგილია საქართველო, როგორც თბილისი, ასევე საქართველოს რეგიონები, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება) მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2024 წლის პირველ 2 (ორი) კვარტალში, პრეტენდენტის მიერ მოზიდული და ანაზღაურებული პრემია სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის ნაწილში, ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 (ხუთი) მილიონ ლარს.
ზემოთ აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, 2024 წლის პირველ 2 (ორი) კვარტალში, პრეტენდენტის მიერ მოზიდული და ანაზღაურებული პრემიის შესახებ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენია შესაბამისი სახის დაზღვევის (სიცოცხლის და არა სიცოცხლის) ლიცენზი(ებ)ის ასლ(ებ)ი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი).

შენიშვნა:
1. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განფასებულად წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან, ხოლო განუფასებელი პოზიციების შემთხვევაში (თუ კი განუფასებელი პოზიციების რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს) ჩაითვლება, რომ განუფასებელი პოზიციით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება უდრის ნულს.
2. სადაზღვევო პრემია უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს (გარდა საშემოსავლო გადასახადისა), რაც დაკავშირებული იქნება დანართი N1-ით (ტექნიკური დავალება) გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან.
3. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად კორექტირებული პრეისკურანტი, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის ზღვრულ ფასებს, ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებას. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, პირვანდელ და საბოლოო ფასს შორის სხვაობა უნდა დაანგარიშდეს პროცენტულად, ერთეულის ფასი თოთოეულ პოზიციაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ფასთა სხვაობიდან გამომდინარე დაფიქსირებული პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით, კლების პრინციპით მთელ ლარამდე დამრგვალებით.
5. არასრული თვის შემთხვევაში, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება შემდეგი პრინციპით: პრეისკურანტით შესაბამის პოზიციაზე გათვალისწინებული ერთი თვის ღირებულება გაყოფილი საანგარიშო თვეში შემავალი დღეების რაოდენობაზე და გამრავლებული იმ დღეების რაოდენობაზე, რომელზეც ხორციელდება მომსახურების გაწევა.
6. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, წარმოდგენილი განფასებული პრეისკურანტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.

2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი სახის დაზღვევის (სიცოცხლის და არა სიცოცხლის) ლიცენზი(ებ)ის ასლ(ებ)ი.

4) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის მიხედვით ინფორმაცია პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების, პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების, პროვაიდერი სააფთიაქო ქსელებისა და ასევე, იმ პროვაიდერი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების შესახებ, რომელშიც შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა გამწესდეს პირადი ექიმი (პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში (ტექნიკური დავალების მე-4 პუნქტი).

5) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის მიხედვით ინფორმაცია იმ დაწესებულებების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს დამატებითი გამაჯანსაღებელი სერვისები.

შენიშვნა:
1. წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ).
2. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
3. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
4. წარმოდგენილი შევსებული დანართები (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4) სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
5. სატენდერო დოკუმენტაციის დანართები N3 (პროვაიდერები) და N4 (დამატებითი სერვისები) ატვირთულია წინამდებარე პუნქტში 2.9.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, არ მოითხოვება პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, რადგან შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, ის არ არის დაკავშირებული წარმოებასთან და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, პრეტენდენტებს შეუძლიათ შემსყიდველს ადეკვატურ ფასში შესთავაზონ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სადაზღვევო მომსახურება, ამასთან მაღალი რისკების თავიდან აცლიებისათვის სადაზღვევო კომპანიები ახდენენ თავისი ვალდებულებების გადაზღვევას სხვა სადაზღვევო კომპანიებთან. გარდა აღნიშნულისა, სადაზღვევო საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას და კონკურენციის გაზრდისა და ხელსაყრელი ფასის მიღების მიზნით, პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

2 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ით გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად, პრეტენდეტი წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად გამოხატავს თანხმობას, რომ მზად არის (შეათანხმებული აქვს საქართველოში მოქმედ შესაბამის დაწესებულებასთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ით გათვალისწინებული შინაარსის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5 (ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის პუნქტში 10.1.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.
2. სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად გამომუშავებული სადაზღვევო პრემიის შესაბამისი ოდენობით და შემსყიდველ ორგანიზაციასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების სახელფასო ანგარიშიდან თანხის ავტომატურად ჩამოჭრის გზით, რომლის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი. სადაზღვევო პრემიის ანგარიშსწორება წარმოებს ყოველთვიურად, უფლებამოსილი პირების მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მზღვეველის მიერ ინვოისის/ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) წარმოდგენის საფუძველზე.
3. არასრული თვის შემთხვევაში, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება შემდეგი პრინციპით: პრეისკურანტით შესაბამის პოზიციაზე გათვალისწინებული ერთი თვის ღირებულება გაყოფილი საანგარიშო თვეში შემავალი დღეების რაოდენობაზე და გამრავლებული იმ დღეების რაოდენობაზე, რომელზეც ხორციელდება მომსახურების გაწევა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

უფლებამოსილი პირების მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მზღვეველის მიერ ინვოისის/ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ბოჭორიშვილი, 595313597, mbochorishvili@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.
4. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5 (ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში) ატვირთულია წინამდებარე პუნქტში 10.1.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru