Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #58419549)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Finance of Georgia
Номер конкурса: 58419549
Дата публикации: 24-10-2024
Сумма контракта: 34 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020842
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2024 17:58
Начало приема предложения 01.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.11.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 34`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სახაზინო სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სედანი/მაღალი გამავლობა) რეცხვის მომსახურება
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 342.00 GEL
Размер гарантии 342 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mzia nanetashvili :: 01.10.2024 16:19
  • Последнее исправление: mzia nanetashvili :: 24.10.2024 17:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=596575&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სახაზინო სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სედანი/მაღალი გამავლობა) რეცხვის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სედანი/მაღალი გამავლობა) რეცხვის მომსახურება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების როგორც გარეგანი, ასევე შიდა (ძარი, სალონი და საბარგული) რეცხვა/გასუფთავების მომსახურება (გარდა ქიმწმენდისა) უნდა განხორციელდეს მხოლოდ საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გააქტიუროს შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის მომსახურების ლიმიტები სპეციალურ ანგარიშზე და გადასცეს სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ონლაინ, შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი უნდა წარმოადგენდეს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე რეცხვით მომსახურების ლიმიტები. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში.

2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისი რეცხვის პლასტიკური ბარათების დამზადება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და სპეციალური ანგარიშის გახსნა, ხოლო ელექტრონულად თანხით შევსება და შემსყიდველისთვის უსასყიდლოდ მიწოდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.

3. პლასტიკური ბარათი უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული უწყების დასახელებას და ლოგოს;
ბ) მიმწოდებლის დასახელებას;
გ) რეცხვის პლასტიკური ბარათის იდენტიფიცირების უნიკალურ ნომერს;
დ) ავტომანქანის სახელმწიფო ნომერს;
ე) ავტომობილის სახეობას (სედანი/მაღალი გამავლობა).

4. პლასტიკური ბარათის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ახალი პლასტიკური ბარათის შემსყიდველისათვის უსასყიდლო მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველს ბალანსზე დაემატება, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სახეობის ახალი სატრანსპორტო საშუალება, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის დამზადება უსასყიდლოდ.

6. საბარათე სისტემის საშუალებით მომსახურების გაწევის პროცესში, ყოველ სამრეცხაო ობიექტზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საბარათე სისტემის წამკითხველი მოწყობილობა, რომელზეც სამრეცხაო ბარათის დაფიქსირების დროს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების მომენტალური ასახვა, ელექტრონულ სისტემაში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გამოყოფილ სპეციალურ ანგარიშზე.

7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების სრულად რეცხვა, გასუფთავება და გამშრალება, სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. გამოყენებული უნდა იყოს ავტომანქანისათვის რეკომენდებული და მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები. ავტომანქანების გარედან რეცხვა უნდა მოხდეს ე.წ. უკონტაქტო რეცხვის მეთოდის გამოყენებით, რომელიც არ აზიანებს ავტომანქანის საღებავს.

8. შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა შეთანხმებულ დროს უნდა განახორციელოს რიგგარეშე მომსახურება, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში მომსახურება უნდა განხორციელდეს (დასრულდეს) რეცხვის პლასტიკური ბარათების წარდგენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში.

9. ავტოსამრეცხაოებში რეცხვის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღე არანაკლებ 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

10. რეცხვის პროცესში, სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერი დაზიანებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ზიანს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი.
11. შემსყიდველი არ არის ვალდებული სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი შეისყიდოს სრულად.

შენიშვნა: მიმწოდებელს სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, მარკის და რაოდენობის მითითებით, განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის მიერ წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა შეთანხმებულ დროს უნდა განახორციელოს რიგგარეშე მომსახურება, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში მომსახურება უნდა განხორციელდეს (დასრულდეს) რეცხვის პლასტიკური ბარათების წარდგენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი.

შენიშვნა:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ავტოსამრეცხაოების ადგილმდებარეობების და დასახელების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 და 2024 წელს, ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურების სფეროში გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელშეკრულებები და მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge), საკმარისია მხოლოდ მითითება შესაბამის რეგისტრაციის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მიმწოდებელს ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) ერთეული ავტოსამრეცხაო სადგურები (თითოეულში არანაკლებ სამი ბოქსი), მათ შორის 1 (ერთი) ავტოსამრეცხაო უნდა მდებარეობდეს არაუმეტეს 5 (ხუთი) კმ-ის რადიუსში მისამართიდან - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16;
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოების ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართების მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
3. პრეტენდენტის ავტოსამრეცხაოები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მანქანა-დანადგარებით როგორიცაა: მაღალი წნევით რეცხვის აპარატი, მტვერსასრუტი და ა.შ.
4. შემსყიდველი იტოვებს უფლებას გამარჯვებულად გამოვლენამდე მისთვის ხელსაყრელი მეთოდით/საშუალებით გადაამოწმოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე (წარმოდგენილი სამრეცხაო ობიექტები და მათი მატერიალური-ტექნიკური ბაზები).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ეკვივალენტური დოკუმენტი), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის მდებარეობის შესახებ და რომელიც მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების პერიოდის განმავლობაში.

მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის ან იჯარით გაცემული ფართის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება ერთი თვით ადრე შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან.

ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია;
2. ფასების ცხრილი (პუნქტი 1.3);
3. ინფორმაცია მომსახურების გაწევის ადგილების შესახებ (პუნქტი 1.5);
4. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
5. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (პუნქტი 2.3.1);
6. ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (პუნქტი 2.8.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია თავდაპირველ ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, პრეტენდენტი ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით, ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ერთეულთან მიმართებით;

- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. ანგარიშსწორება მოხდება გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან (თუ პირი დღგ-ის გადამხდელია) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მზია ნანეტაშვილი, 591222281, mziananetashvili@mof.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია (სატენდერო კომისია);
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.
3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში დანართის სახით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru