Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #58419548)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ilia State University
Номер конкурса: 58419548
Дата публикации: 24-10-2024
Сумма контракта: 400 845


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020843
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2024 18:03
Начало приема предложения 17.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 22.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 400`845.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи შემსყიდველის მხრიდან წერილობითი დავალების მიცემიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ „F“ კორპუსის გამაგრების (რეაბილიტაციის), „F“ კორპუსის ელექტრო მომარაგების და „F“ კორპუსის სველი წერტილების რეაბილიტაციის სამუშაოები.
Количество и объём закупок დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 4`008 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vasil gagnidze :: 15.10.2024 11:11
  • Последнее исправление: vasil gagnidze :: 24.10.2024 18:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=597960&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „F“ კორპუსის გამაგრების (რეაბილიტაციის), „F“ კორპუსის ელექტრო მომარაგების და „F“ კორპუსის სველი წერტილების რეაბილიტაციის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

(1) ამ ტენდერით მოთხოვნილი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „F“ კორპუსის გამაგრების (რეაბილიტაციის), „F“ კორპუსის ელექტრო მომარაგების და „F“ კორპუსის სველი წერტილების რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დეფექტური აქტისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;
იმ შემთხვევაში, თუ დეფექტური აქტით სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელ საქონელზე (მასალებზე) მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“, ან ექვივალენტური“;

(2) სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული როგორც ზეპირი, ისე წერილობითი რეკომენდაციები;

(3) სამუშაოები უნდა შეასრულდეს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით;

(4) სამუშაოების წარმოების პროცესში დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების პირობები და სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცემული „სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის განხორციელების წესი“.

(5) სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ადგილის შემოსაზღვრა და დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

(6) შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, სამუშაოების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია მოითხოვს შესაბამის სერტიფიკატებს მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე;

(7) სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ფაქტურა, ფერი და სხვა) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, ან/და მოწყობილობა არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს ან/და შემსყიდველის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა ან/და მოწყობილობა;

(8) მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოების პარალელურად საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების და ნაგვის მოგროვება და გატანა, ხოლო სამუშაოების დასრულებისთანავე სრულად გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებისა და მოწყობილობა-დანადგარებისგან;

(9) მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;

(10) მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით (მათ შორის: ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით და მასალით);

(11) მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ამ ტენდერით გათვალისწინებული სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის„F“ კორპუსის გამაგრების (რეაბილიტაციის), „F“ კორპუსის ელექტრო მომარაგების და „F“ კორპუსის სველი წერტილების რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შესრულდეს შემსყიდველის მხრიდან წერილობითი დავალების მიცემიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზ. №5.

1.6 guarantee period for the works to be performed

მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე (სამუშაოების ყველა ტიპი, მათ შორის მოწყობილობები) უნდა გავრცელდეს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი (გარანტია) 5 წლის ვადით.

დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (გარანტია) განმავლობაში შემსყიდველის მიერ გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლი, ან/და უხარისხობა (გარდა ისეთი ნაკლისა, რაც გამოწვეულია მექანიკური დაზიანებებით) აღმოფხვრილი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2021-დან ამ ტენდერში წინადადების წარდგენის დღემდე პერიოდში ​საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო არარეზიდენტი პირების მიერ დაფუძნებული სუბიექტის (მათ შორის: წარმომადგენლობა/ფილიალი) შემთხვევაში – ასევე რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობის მშენებლობა, შენობა-ნაგებობის გამაგრება, სახურავების მოწყობა/რეაბილიტაცია) არანაკლებ 500 000,00 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც სულ მცირე 200 000,00 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაო უნდა იყოს შენობა-ნაგებობის გამაგრება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

(1) ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (თანდართული დოკუმენტის მიხედვით);
(2) ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება (შესასრულებელი სამუშაოების უწყისთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები (შესრულებული სამუშაოების უწყისებთან (ე.წ. ფორმა №2) ერთად);

შენიშვნა:
(1) ამ ტენდერის მიზნებისთვის შენობა-ნაგებობაში იგულისხმება შენობა, ხიდი, გვირაბი;
(2) იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური სამუშაოების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი იქნა შესყიდვის რეკვიზიტები (SPA/NAT/MEP/DAP/CMR/GEO ნომერი), შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოდგენა არ არის სავალდებულო;
(3) იმ შემთხვევაში თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო ორგანიზაციის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულება და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები) ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს შესაბამის საბოლოო/შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას;
(4) იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური სამუშაოების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი იქნა უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტები (ხელშეკრულება და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სავალდებულოა, დოკუმენტებზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული იყოს ნოტარიუსის, ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა – ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ამ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა გამოყოს გამოცდილი პირი (პროექტის ხელმძღვანელი), რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული სულ მცირე 1 (ერთი) ანალოგიური პროექტი (შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოები), ღირებულებით 50 000,00 ლარი. პროექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება სამუშაოების წარმოების ხარისხისა და ვადების დაცვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

(1) პროექტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
(2) პროექტის ხელმძღვანელის შრომითი ბიოგრაფია (CV), სადაც მითითებული უნდა იყოს მის მიერ განხორციელებული პროექტები, ღირებულებისა და დამკვეთის მითითებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია, ტენდერის სტატუსის: „შერჩევა-შეფასება“ ეტაპზე უზრუნველყოს შემსყიდველისთვის, მასთან შეთანხმებული შინაარსითა და ფორმით შედგენილი სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარდგენა. კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური, თვეების და კვირების ჭრილში და მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები სამუშაოს წარმოების პროცესის თანმიმდევრულობა. შემსყიდველისათვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.4.1 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოს შესრულების ვადას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა" მოთხოვნების გათვალისწინებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების, ან სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ. დასაშვებულია საბანკო გარანტია გაცემული იყოს უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ. ასეთ შემთხვევაში საბანკო გარატიის ვალიდურობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ან/და წარმოდგენილი იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ავიზირება;

(2) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე;

(3) თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისთვის ნახევრდება ამ ტენდერით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

(1) ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (სულ მცირე 50 000,00 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებისას, მაგრამ არაუმეტეს თვეში ორჯერ) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტისა (ფორმა №2, ფორმა №3) და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები განისაზღვრება იმ მოცულობით, რაც დადასტურებული იქნება შემსყიდველის მიერ;

(2) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დასკვნა) საფუძველზე მხარეებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;

(3) ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს საკუთარი ხარჯით და ის გაცემული უნდა იყოს სსიპ – ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ;

(4) შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება ყოველ ჯერზე მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხის 6,0%, რომლის ნახევრის (3,0%) დაბრუნება მოხდება სამუშაოების დასრულების შესახებ მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე), ხოლო მეორე ნახევრის – საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე);

(5) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი უპირობო საბანკო გარანტიის (შესრულებული სამუშაოების ​ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია) წარმოდგენის შემთხვევაში, ანაზღაურებული იქნება შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული თანხის მეორე ნახევარი (3,0%), საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნული საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების, ან სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ და მისი მოქმედების ვადა სულ მცირე 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 1 (ერთი) წლის გასვლის თარიღს. შესრულებული სამუშაოების ​ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

(6) იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული იქნა რაიმე ნაკლი, ან უხარისხობა, თანხა მიმწოდებელს არ დაუბრუნდება დეფექტების გამოსწორებამდე;

(7) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს (ან უარს აცხადებს) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას, შემსყიდველი დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით შეაფასებს დეფექტების აღმოფხვრისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას და მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს აღნიშნულ თანხას ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხიდან. თუ დეფექტების აღმოფხვრისთვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება აღემატება ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილი სხვაობის გადახდას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეებს შორის შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარი მოხევიშვილი, 577189758, tamar.mokhevishvili.1@iliauni.edu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

(1) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (განფასება) წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დეფექტური აქტის მიხედვით;

(2) დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილების, აგრეთვე რაოდენობებისა და გაუთვალიწინებელი ხარჯის პროცენტული მაჩვენებლის ცვლილება;

(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით (განფასებით) სამუშაოების ღირებულება (ერთეულის ფასი) როგორც ხელფასის, ისე მასალის მიხედვით შეუსაბამოდ მაღალი იქნება სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად დათვლილ ღირებულებასთან შედარებით, შემსყიდველი (სატენდერო კომისია) უფლებამოსილია, მოითხოვოს ასეთი ფასების დაზუსტება;

(5) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა (განფასება) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, ან წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა მეტი იქნება/აღემატება განსაფასებელი პოზიციების (მონიშნულია ყვითლად) 1%-ს) მოხდება მისი დისკვალიფიკაციას (დაზუსტების გარეშე).

(6) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru