Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #58419511)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 58419511
Дата публикации: 24-10-2024
Сумма контракта: 438 960


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020788
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2024 14:05
Начало приема предложения 20.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 438`960.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34134200 - Самосвальные грузовые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფომრებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
თვითმცლელების სახელმწიფო შესყიდვა.

Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction (NAT);
Procuring entities: LTD "Ecoservice Group";
Financing: 2024 Funds (year);
Estimated value of procurement: 438`960.00 GEL;
Bid must be submitted: Including VAT;
Classifier (CPV) code: 34100000 - Motor vehicles;
Classifier (CPV) code and specific procurement object: 34134200 - Tipper trucks ;
Amount or Volume of Procurements: 4 (four) unit;
Supply Period: 180 (one houndred eighty) day From the date of signing the contract;
Bid reduction step: 5`000.00 GEL;
Guarantee amount: 4`390.00 GEL;
Guarantee validity period: 160 (one houndred sixty) Days;
Additional Info: State procurement of Tipper trucks;
Количество и объём закупок 4 (ოთხი) ცალი.
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 4`390 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela iakobashvili :: 30.09.2024 13:36
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 24.10.2024 14:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=596367&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თვითმცლელების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2. თვითმცლელის ტექნიკური აღწერა (ტექნიკური დავალება):
1.2.1. გამოშვების წელი: 2024 წელი (ახალი, ექსპლოატაციაში არ მყოფი).
1.2.2. ავტომობილის სრული დასაშვები წონა: არანაკლებ 5 ტონა და არაუმეტეს 6.5 ტონა.
1.2.3. ტვირთამწეობა: არანაკლებ 2.5 ტონა.
1.2.4. საწვავის ტიპი: დიზელი.
1.2.5. ემისიის ტიპი ევროსტანდარტით: არანაკლებ ევრო 5.
1.2.6. ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2500 სმ3 და არაუმეტეს 3000 სმ3.
1.2.7. ძრავის სიმძლავრე: არანაკლებ 110 ცხ.ძ. და არაუმეტეს 135 ცხ.ძ.
1.2.8. გადაცემათა კოლოფი: მექანიკური, არანაკლებ 6+1.
1.2.9. თვლების ფორმულა: 4X2;
1.2.10. უკანა ამძრავი ხიდი ორი წყვილი თვალით.
1.2.11. ღერძებს შორის მანძილი (WHEELBASE): არანაკლებ 3300მმ, არაუმეტეს 3600 მმ.
1.2.12. საწვავის ავზის მოცულობა: არანაკლებ 80 ლ.
1.2.13. სატვირთო განყოფილება: მინიმუმ ერთმხრივი თვითმცლელი (სავალდებულო მოთხოვნაა უკან დაცლა).
1.2.14. სატვირთო განყოფილებას უკანა ბორტი უნდა იღებოდეს ზემოთა მხრიდან (ქვევით), ასევე შესაძლებელი უნდა იყოს უკანა ბორტის გვერდით გაღება. გვერდითა კედელი გადმოხსნის ფუნქციით (ზემოდან ქვემოთ). შესაძლებელი უნდა იყოს გვერდითა კედელის ცალკეულ ფუნქციურ სექციებად დაშლა.
1.2.15. სატვირთო განყოფილების სიმაღლე: წინა კედელი და გვერდითა კედელი არანაკლებ 1100 მმ (უნდა შედგებოდეს შესაბამისად ქვემოდან ზემოთ - არანაკლებ 600მმ და არანაკლებ 500მმ სიმაღლის 2 სექციისაგან). გვერდითა და წინა კედლების გარეთა ზედაპირზე მიმაგრებული უნდა იყოს კავები ჩარდახის (ტენტის) დასამაგრებლად და ერთ-ერთ გვერდითა კედელზე ასასვლელი კიბე.
1.2.16. სატვირთო განყოფილების ქვეჩარჩო დამზადებული უნდა იყოს U ტიპის არანაკლებ 5მმ-იანი არანაკლებ ST52 სტანდარტის ლითონისაგან, ზედა ნაწილი NPU140 პროფილისაგან. იატაკის სისქე არანაკლებ 4მმ, კედლის სისქე არანაკლებ 3მმ.
1.2.17. სატვირთო განყოფილების მოცულობა: არანაკლებ 6 მ3.
1.2.18. სატვირთო განყოფილების (ძარის) ამწევი მექანიზმი: ჰიდრავლიკური ცილინდრის მეშვეობით, ამძრავი მექანიზმი გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული ძალის ამრთმევი კოლოფის (PTO) მეშვეობით, რომლიც თავის მხრივ დაკავშირებულია ჰიდრავლიკურ ტუმბოსთან. ჰიდრავლიკური ცილინდრი განლაგებული უნდა იყოს ძარის წინა მხარეს (ე.წ. ტრაილერის ტიპის).
1.2.19. ფერი: თეთრი (კაბინის ფერი).
1.2.20. საჭე: მარცხნივ.
1.2.21. კარების რაოდენობა: არანაკლებ 4.
1.2.22. ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს ცენტრალური საკეტით, დისტანციური პულტით და შუშების ამწევი/ჩამწევი მექანიზმით ოთხივე კარზე.
1.2.23. საჭე ჰიდროგამაძლიერებელით.
1.2.24. სამუხრუჭე სისტემა უნდა მოიცავდეს მინიმუმ: ABS;
1.2.25. ავტომობილს უნდა გააჩნდეს სალონის გათბობის სისტემა და კონდიციონერი.
1.2.26. მგზავრების რაოდენობა: არანაკლებ 1+5;
1.2.27. ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს უკანა მაშუქების ლითონის დამცავით.

რაოდენობა: 4 (ოთხი) ცალი.

შენიშვნა:
1. მოწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (თვითმცლელები) უნდა იყოს ექსპლოატაციაში არ მყოფი. ექსპლოატაციად არ ჩაითვლება შესყიდვის ობიექტის დამზადების ადგილიდან შემსყიდველის მისამართზე ტრანსოპრტირების პრცესში განვლილი მანძილი.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული თვითმცლელების შასის და დგარის (სატვირთო განყოფილება) მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული თვითმცლელების შასის და დგარის (სატვირთო განყოფილება) მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 შესყიდვის ობიექტი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N1, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ცენტრალური ოფისის ეზო.
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
1.5.3. შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საქონლის ინსპექტირება და მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში უარი თქვას მის მიღებაზე.

შენიშვნა:
1. მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებში წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურდეს მოწოდებული თვითმცლელების მახასიათებლების შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მახასიათებლებთან (ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი).
2. შემსყიდველი ინსპექტირების აქტს გააფორმებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 სწორი ექსპლოატაციის პირობებში, მოწოდებული თვითმცლელების ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე, ხიდზე, ძრავის მართვის ბლოკზე და სენსორებზე, საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 4 (ოთხი) წელს ან არანაკლებ 150 000 კმ გარბენის ლიმიტს (რომელიც ადრე დადგება).
1.7.1.2 თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მოწოდებული საქონლის ექსპლოატაციისას, თვითმცლელ(ებ)ის ძრავზე ან/და გადაცემათა კოლოფზე ან/და ხიდზე ან/და ძრავის მართვის ბლოკზე ან/და სენსორებზე გამოვლინდება დეფექტი ან/და ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს დეფექტის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით, ან/და 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს თვითმცლელ(ებ)ის შეცვლა ანალოგიური ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით.
1.7.1.3 ნაკლის ან/და დეფექტის გამოვლენის გამო, შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან შეცვლისას, საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
1.7.1.4 პრეტენდეტმა საგარანტიო პირობები უნდა წარმაოდგინოს დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შემოთავაზებული თვითმცლელების შასის და დგარის (სატვირთო განყოფილება) მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მოდელი (მოდელის არსებობის შემთხვევაში (მოდელის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა მიეთითოს ტექსტი: ,,მოდელი არ გააჩნია")) .
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ, მის მიერ შემოთავაზებული თვითმცლელ(ებ)ის შასის მწარმოებელი ქვეყნის ან/და მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (მოდელი არსებობის შემთხვევაში), ასევე დგარის (სატვირთო განყოფილება) მწარმოებელი ქვეყნის ან/და მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (მოდელი არსებობის შემთხვევაში) ფასების ცხრილში მიუთითებლობა, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.1.1.3 პრეტენდენტის მიერ, ფასების ცხრილში, ერთ რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე, შემოთავაზებული თვითმცლელ(ებ)ის შასის ერთზე მეტი მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (მოდელი არსებობის შემთხვევაში) ასევე შემოთავაზებული თვითმცლელ(ებ)ის დგარის (სატვირთო განყოფილება) ერთზე მეტი მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (მოდელი არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.1.1.4 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თვითმცლელ(ებ)ის შასს ან/და დგარს (სატვირთო განყოფილება) არ გააჩნია მოდელი და პრეტენდენტი ფასების ცხრილის შესაბამის პოზიციაზე არ მიუთითებს ტექსტს ,,მოდელი არ გააჩნია", აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2021 წლის 01 იანვრიდან ტექნიკური დოკუმენტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომობილის მიწოდების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი N3–ით გათვალისწინებულ ცხრილში ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით.
2.2.1.2. დანართი N3-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N3 არ იქნება ატვირთული ან დანართ N3-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდნენტის მიერ შესრულების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი მინიმუმ ერთი სერვისცენტრი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სადაც სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლოატაციის, ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით და ასევე პრეტენდენტს უნდა ყავდეს მინიმუმ 2 მობილური ბრიგადა, რომელთა დაფარვის არეალი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან/და სხვა სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა).

შენიშვნა: პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N4-ს შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული თვითმცლელების შასის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული თვითმცლელების შასის მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი) მოცემულ მახასიათებლებთან (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.7.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული თვითმცლელების დგარის (სატვირთო განყოფილების) მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული თვითმცლელების დგარის (სატვირთო განყოფილების) მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი) მოცემულ მახასიათებლებთან (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ს შესაბამისად და სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ფასების ცხრილში გაუთვალისწინებლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას)).

2.9.2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად.

2.9.3. სერვის ცენტრ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ანდა სარგებლობის უფლებით ფლობა).

2.9.4. ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N4-ს შესაბამისად.

2.9.5. ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ სატენდერო პირობების 1.7.1 პუნქტში ატვირთული დანართი N2-ს შესაბამისად.

2.9.6. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული თვითმცლელების შასის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული თვითმცლელების შასის მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი) მოცემულ მახასიათებლებთან (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9.7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული თვითმცლელების დგარის (სატვირთო განყოფილების) მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული თვითმცლელების დგარის (სატვირთო განყოფილების) მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი) მოცემულ მახასიათებლებთან (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9.8. შემოთავაზებული თვითმცლელების შასის მწარმოებლ(ებ)ის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული თვითმცლელების შასის მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9.9. შემოთავაზებული თვითმცლელების დგარის (სატვირთო განყოფილება) მწარმოებლ(ებ)ის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული თვითმცლელების დგარის (სატვირთო განყოფილება) მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად, დანართი N5–ის მიხედვით, ან დანართ N5-ში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით (დანართი N5 ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში).
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური სახით და სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, „შემსყიდველი“, ავანსის სახით გადაუხდის „მიმწოდებელს“ ხელშეკრულების ღირებულების 100%-ს, იმავე თანხაზე საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ) წარმოდგენიდან და ავანსის გადარიცხვისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში (ავანსის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას).
7.1.1.2 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი 2024 წლის 20 დეკემბრამდე ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მოწოდებას, იგი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 27 დეკემბრისა, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის საავანსო გარანტია, რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია მოახდენს საავანსო ანგარიშსწორებას (ამ პუნქტის გათვალისწინებით საავანსო გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევად).

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ღირებულების გათვალისწინებით). სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2024 წლის სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ, ხოლო წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
შენიშვნა:
1. მიღება ჩაბარება განხორციელდება შემდეგ ეტაპებად: თვითმცლელ(ებ)ის მოწოდება; შემსყიდველის მიერ ინსპექტირების აქტის შედგენა (დადებითი დასკვნა); თვითმცლელ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის სახელზე სახელმწიფო რეგისტრაცია; მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
2. შემსყიდველი ინსპექტირების აქტს გააფორმებს, მიმწოდებლის მიერ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქრისტინა ჯანაშია, 555191616, janashiakristina7@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ირაკლი ათანასოვი, ტელ:577-93-94-14

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru