1. პინცეტი დიდი - 20 ცალი
ანატომიური, საერთო დანიშნულების, უჟანგავი რკინის მასალისაგან
დამზადებული, ზომით 160X2,5 მმ;
2. პინცეტი პატარა - 10 ცალი
ანატომიური, საერთო დანიშნულების, უჟანგავი რკინის მასალისაგან
დამზადებული, ზომით 100X2,5 მმ;
3. ლაბორატორიული მაკრატელი - 5 ცალი
არასტერილური, უჟანგავი მეტალის, ზომით არანაკლებ 20 სმ;
4. ლანცეტი - 20 ცალი
ქირურგიული, უჟანგავის მეტალისაგან დამზადებული, სიგრძე არანაკლებ 160
მმ;
5. შპატელი - 10 ცალი
ლაბორატორიული, უჟანგავი მონიკელებული მეტალის, სიგრძით არანაკლებ 120
მმ;
6. ქიმიური კოვზი - 10 ცალი
ლაბორატორიული, უჟანგავი მონიკელებული მეტალის, სიგრძით არანაკლებ 150
მმ; ზომებით 20X15 მმ;
7. სატრანსპორტო ჩანთა ყინულის კონტეინერით - 1 ცალი
არანაკლებ 2 ლიტრიანი, სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებისთვის;
8. ნარჩენების კონტეინერი - 3 ცალი
ბიოლოგიური ნარჩენების ტრანსპორტირება უტილიზაციისათვის, არანაკლებ 2
ლიტრიანი;
9. სისხლის ნიმუშების სატრანსპორტო კონტეინერი - 1 ცალი
ზომებით 240*165*165 მმ, არანაკლებ 20 სინჯარიანი;
10. სამედიცინო ჩანთა ყინულის კონტეინერით - 2 ცალი
ბიოლოგიური მასალისა და რეაქტივების ტრანსპორტირებისთვის, არანაკლებ
10 ლიტრიანი;
11. პლანშეტი სისხლის ჯგუფის დასადგენად - 100 ცალი
არანაკლებ 30 ფოსოიანი, ზომებით 137*167 მმ;
12. მუყაოს ყუთი - 100 შეკვრა
ბიოლოგიური ნარჩენებისთვის;
ტევადობა: არანაკლებ 5 ლიტრი;
შეკვრაში არანაკლებ 10 ცალი.
13. ადამიანის ანატომიური მოდელი - 1 კომპლექტი
ადამიანის დაშლილი ჩონჩხის ძვლების სრული კომპლექტი, რომელიც უნდა
მოიცავდეს არანაკლებ:
- ერთ ხელს და ფეხს მავთულზე, ხოლო ერთი ხელს და ფეხს თავისუფლად
არტიკულირებულს.
- ადამიანის ჩონჩხის ყველა სხვა ძვალი უნდა იყოს ნატურალური ზომის და
გამოყოფილი.
- თავის ქალას კალვარიუმი დაყოფილი უნდა იყოს ახლო ხედვისთვის, ხოლო ყბა
ჩამოკიდებული.
- მკერდის ძვლის ნეკნთაშუა ხრტილი უნდა იყოს მიმაგრებული.
- ხერხემალი ერთად უნდა იყოს მიბმული თხელ, ნეილონის ძაფზე და
შედგებოდეს 53 ცალისაგან.
- შეფუთვა - მყარ დაყოფილ მუყაოს შესანახ კოლოფში.
14. ადამიანის თავის ანატომიური მოდელი - 3 კომპლექტი
ზრდასრული ადამიანის თავის ქალას მოდელი დამზადებული - მყარი,
არამტვრევადი პლასტმასისგან, უნდა იშლებოდეს 3 ნაწილად, გამოკვეთილად
უნდა ემჩნეოდეს ნაპრალები, ხვრელები, ნაკერები და ა.შ., რეალისტური
თანკბილვის შესაქმნელად კბილების ინდივიდუალურად მორგების
შესაძლებლობით.
15. მექანიკური წნევის აპარატი - 15 ცალი
არტერიული წნევის საზომი, მექანიკური, მხარზე დასამაგრებელით,
ნეილონის მანჟეტით ლატექსის გარეშე, ლატუნის ქრომირებული ჰაერის
სარქველით; გაზომვის დიაპაზონი - 0-300 მმ Hg; მანჟეტის გარშემოწერილობა - 24-32
სმ; კომპლექტში - ცალმხრივი სტეტოსკოპი, რბილი ნაჭრის ქეისი;
16. პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი - 45 ცალი
პირველადი დახმარების ყუთი კედელზე სამაგრით
კომპლექტაცია: (კომპლექტში უნდა შედიოდეს არანაკლებ ქვემოთ მოცემული
დასახელების, მახასიათებლებისა და რაოდენობის საქონელი) - ჭრილობის
სახვევი 2 ც; სტერილური ჰიდროფილური კომპრესი 2 ც; სტერილური ტამპონი
(ზომებით არანაკლებ 5X5 სმ) 10 ც; სტერილური ბამბა (50გრ-იანი) 3 ც; გამაციებელი
პაკეტი 1 ც; სტერილური ბინტი (ზომებით არანაკლებ 10X500 სმ) 3 ც; ელასტიური
ბინტი (ზომებით არანაკლებ 8 სმX150 სმ) 2 ც; ერთჯერადი ლეიკოპლასტირი
(სანტავიკი ან მისი მსგავსი, 10 ცალიანი) 2 კოლოფი; ხელთათმანი (ვინილი) 2
წყვილი; ტანსაცმლის გასაჭრელი მაკრატელი 1 ცალი; ხელოვნური სუნთქვის
ნიღაბი 1 ც; ლახტი 2 ც; ალუმინის არტაშანი 1 ც; ნიშადურის სპირტი 100 მლ-იანი 1 ც;
წყალბადის ზეჟანგი 100ml 1 ც;
17. ლაბორატორიული ხალათი - სულ, 20 ცალი
მრავალჯერადი გამოყენების, ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული,
არასტერილური, მასა არანაკლებ 40 გრ/მ2, გრძელი სახელოებით, ორი
დაკერებული და ერთი ჩაშენებული ჯიბითა და საყელოთი, მათ შორის:
- ზომა M, თეთრი ფერის - 5 ცალი;
- ზომა L, თეთრი ფერის - 10 ცალი;
- ზომა XL, მწვანე ფერის, ბრენდირებით (ბრენდირება შემსყიდველთან
შეთანხმებით) - 2 ცალი;
- ზომა XXL მწვანე ფერის, ბრენდირებით (ბრენდირება შემსყიდველთან
შეთანხმებით) -3 ცალი;
18. ერთჯერადი ხალათი - 500 ცალი
ერთჯერადი, არასტერილური, ფერი თეთრი, ზომა L, სითხეგაუმტარი, მასა 40 გრ/მ2,
გრძელი სახელოებით, ელასტიური მანჟეტებით;
19. სამედიცინო ქუდი - 100 ცალი
მრავალჯერადი გამოყენების, არასტერილური ბამბის ქსოვილისაგან
დამზადებული, სტანდარტული ზომის.
20. კინეზიოტეიპი - 25 ცალი
შემადგენლობა: აკრილის წებოვანი საფარი 100%; ჰიპოალერგიული; უნდა
უძლებდეს ტენიანობას; არ უნდა უშლიდეს ხელს მოძრაობას, არ უნდა
შეიცავდეს ლატექსს, გამოყენებისას ხელს არ უნდა უშლიდეს კანის
სუნთქვას, წყალგაუმტარი.
გაწელვის შესაძლებლობა - არანაკლებ 170%; ფერი - შემსყიდველთან
შეთანხმებით; უნდა თრგუნავდეს ჰიპერტონულ კუნთებს, ახდენდეს კუნთის
ზედაპირის კორექციას, იცავდეს კუნთებს ვარჯიშით დატვირთვის დროს
მიღებული სტრესისგან, იცავდეს სახსრებს, აუმჯობესებდეს მგრძნობელობის
სისტემას, ახშობდეს ტკივილს, ამცირებდეს ანთებით პროცესებს,
ჰემატომიასა და ლიმფური კვანძების შეშუპებას; გავლენას უნდა ახდენდეს
მოძრაობაზე; უნდა ასტიმულირებდეს ჰიპოტონურ კუნთებს.
21. ლეიკო - 50 ცალი
არა-ელასტიური, მაქსიმალური ჭიმვადობის; ფერი - თეთრი; სიგანე - 3.8სმ ,
სიგრძე - 10მ; რბილი და კომფორტული; მარტივად გამოსაყენებელი, იხევა
როგორც სიგრძეში ისე სიგანეში.
_________________________________________________
- იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის
ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული
იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია,
ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის
„მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი
ვალდებულია წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან
ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.
- შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრები არის ის
მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის
მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტი არ იზღუდება
შემოგვთავაზოს უკეთესი (გაუმჯობესებული) მახასიათებლების მქონე
საქონელი.
- პრეტენდენტის მიერ დანართი №1- ფასების ცხრილის „ტექნიკური
მახასიათებლები“-ს სვეტში წარმოდგენილი უნდა იყოს შემოთავაზებული
საქონელის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები „არანაკლებ“, „არაუმეტეს“,
„უნდა იყოს“ და მსგავსი ჩანაწერების გარეშე.
- “სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების
ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან
დაკავშირებით“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 03 თებერვლის
რეკომენდაციის შესაბამისად, პრეტენდენტი ვალდებულია ფასების
ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მხოლოდ
Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, რაც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს
(მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).