Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #58384537)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 58384537
Дата публикации: 23-10-2024
Сумма контракта: 7 864


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240001413
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.10.2024 15:43
Начало приема предложения 29.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 31.10.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 7`864.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30216110 - Сканеры информации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.
Дополнительная информация
სკანერების (მონტაჟითა და ინსტალაციით) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок 4 ცალი
Шаг снижения цены 79.00 GEL
Размер гарантии 79 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam bochorishvili :: 22.10.2024 13:15
  • Последнее исправление: mariam bochorishvili :: 23.10.2024 15:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598896&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სკანერები კომპიუტერისათვის (მონტაჟითა და ინსტალაციით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში (ფასების ცხრილი).

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით (ფასების ცხრილი) გათვალისწინებული საქონლის მიწოდების სავალდებულო პირობები:
• შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლოატაციაში და უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით.
• მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს წუნდებული (ქარხნული წუნი) საქონლის შეცვლა ახლით, ქარხნული წუნის აღმოჩენისა და შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ინსპექტირების შესაბამისი აქტის / დეფექტური აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული თვის ვადაში.
• მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს მიწოდებული სკანერების მონტაჟი და ინსტალაცია შემსყიდველის ოფისში (აღნიშნული გათვალისწინებულია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაში).

შენიშვნა:
დანართი N1 (ფასების ცხრილი) შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების, მონტაჟისა და ინსტალაციის ადგილია შემსყიდველის ოფისი, მდებარე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის N150-ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული, მიწოდებული საქონლის საგარანტიო ვადებთან დაკავშირებული, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი მოთხოვნები შემდეგია:

გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში.
12 (თორმეტი) კალენდარულთვიანი საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან საქონლის ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უნდა აღმოფხვრას ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტი/ხარვეზი/წუნი, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ორგანიზაციისა და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენია განფასებული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ორგანიზაციის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის სავალდებულოდ მითითებით.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
• დანართი N1 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N1 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
• იმ შემთხვევაში, თუ დანართი N1 არ იქნება წარმოდგენილი ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
• სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით და საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით.
• ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ ანაზღაურდება.
• სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, იგულისხმება "მსგავსი", "ანალოგი" ან "ეკვივალენტური".
• გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება ეროვნულ ვალუტაში.
• სატენდერო წინადადების ფასად განიხილება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული საბოლოო ფასი.
• სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ, სატენდერო წინადადების საბოლოო ფასს.
• პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომა, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ აღემატება პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ, სატენდერო წინადადების საბოლოო ფასს.
• წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები, ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
• პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასად, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შესაძლებლობის დადასტურება.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით, პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და მიღება-ჩაბარების აქტით ან/და სასაქონლო ზედნადებებით ან/და ანგარიშ-ფაქტურებით (ინვოისი) ან/და სხვა ისეთი დოკუმენტით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასად, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შესაძლებლობას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონლის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად:
1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს საქონელი გადასცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით.
2. მხარეებს (შემსყიდველი და მიმწოდებელი) შორის გაფორმდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
3. მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურას წარუდგენს (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) შემსყიდველს, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ბოჭორიშვილი, 595313597, mbochorishvili@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru