Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #58348942)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Legal Entity Of Public Law – Training Center Of State Security Service Of Georgia
Номер конкурса: 58348942
Дата публикации: 22-10-2024
Сумма контракта: 24 241


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240001410
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.10.2024 19:57
Начало приема предложения 01.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 24`241.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45312310 - Монтажные работы по установке молниезащиты
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაზე აქტიური მეხამრიდის სისტემის და მისთვის განკუთვნილი დამიწების კონტურის მოწყობის მონტაჟის სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 242 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino mchedlishvili :: 15.10.2024 17:21
  • Последнее исправление: nino mchedlishvili :: 22.10.2024 19:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598077&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაზე აქტიური მეხამრიდის სისტემის და მისთვის განკუთვნილი დამიწების კონტურის მოწყობის მონტაჟის სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.2.1. სამუშაოები უნდა შესრულდეს ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად.
1.2.2. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
1.2.3. სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, იმ შემთხვევაში თუკი მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.
1.2.4. სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. შემსყიდველს უფლება აქვს, დამატებით, ნებისმიერ დროს მოითხოვოს სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებზე და მოწყობილობებზე შესაბამისი სერტიფიკატი (მათი არსებობის შემთხვევაში).
1.2.5. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო.
1.2.6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების პროცესში დააზიანებს შემსყიდველის ქონებას (შენობა-ნაგებობა და ა.შ.), იგი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შემსყიდველის ქონებისათვის (შენობა-ნაგებობა და ა.შ.) პირვანდელი სახით აღდგენა საკუთარი ხარჯებით.
1.2.7. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით.
1.2.8. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს უშუალოდ სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯს.
1.2.9. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
1.2.10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
1.2.11. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.
1.2.12. სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მსგავს სფეროში აკრედიტაციის მქონე კომპანიის მიერ გაცემული დადებითი დასკვნით (პროექტის დეტალები წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
1.2.13. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.14. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
1.2.15. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, აგრეთვე დაიცვას უსაფრთხოების წესები. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სარემონტო სამუშაოების საათები და პერიოდი სამუშაო დღეებში (უქმე და დასვენების დღეების გარდა), უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ.
სპეციალისტი აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ხელსაწყოთი.
მუშაობის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები.
შემსრულებელმა ექსლუატაციის პერიოდში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში შესყიდვის ობიექტს გაუწიოს მონიტორინგი, რაც გულისხმობს არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ აქტიური მეხამრიდის ფუნქციონალური მდგომარეობის და დამიწების კონტურის შემოწმება/გაზომვას შესაბამისი აქტის წარდგენით დამკვეთან.

იხ. 1.3 პუნქტი

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა N4 (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი).

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელს. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში მიმწოდებლის მიზეზით წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

მეხამრიდს უნდა გააჩნდეს ქარხნული გარანტია არანაკლებ 5 წელი მუშაობაზე და არანაკლებ 25 წლიანი გარანტია კოროზიამედეგობაზე.

გარანტია მთელი ვადის განმავლობაში უნდა იყოს სრული, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ უნდა მოიცავდეს როგორც შეკეთებას, ისე ახლით შეცვლას საჭიროებისამებრ და ასევე უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ხარჯს - მასალებს, ტრანსპორტირებას, მანქანა-მექანიზმებს, ხელფასს და ყველა სხვა ხარჯს.

გარანტია შესაძლებელია არ ეხებოდეს ნორმალური ცვეთით ან არასათანადო მოპყრობით გამოწვეულ დაზიანებას.

მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს სრული ინფორმაცია მის მიერ დამონტაჟებული დანადგარების, მოწყობილობების და სხვ. ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ, მაგალითად, გარკვეული ნორმების დაცვა, გარკვეული გარემო პირობების შექმნა, გარკვეული მომსახურების ჩატარება, დამატებითი მოწყობილობების დაყენება (იმის მიუხედავად, ტექნიკურ დავალებაში, პროექტსა თუ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ისინი თუ არა) თუ სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებლის უარი საგარანტიო მომსახურებაზე ექსპლუატაციის პირობების დაუცველობის მოტივით არ მიიღება.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის დასტურად პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს გარანტიის შესახებ ინფორმაცია და თანხმობა სისტემის საშუალებით წერილობითი ფორმით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესასყიდი საქონლის მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი და მოდელი. აღნიშნულის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია ბრენდი/მოდელი, სავალდებულოა აღნიშნულის მითითება (ხარჯთაღრიცხვაში უნდა მიეთითოს მაგ: „არ გააჩნია“, .... ).

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 30 000.00 (ოცდაათი ათასი) ლარისა.

2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა.

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: მეხამრიდების მონტაჟის სამუშაოები, საქმის და უსაფრთხოების სპეციფიკიდან გამომდინარე.

4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული მეხამრიდის მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული სერთიფიკატი, რომელიც უნდა შესაბამებოდეს ISO სტანდარტებს.

დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული სახით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

2.9.1 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველთან შეთანხმებული პროექტი უნდა მოიცავდეს თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს, განმარტებით ბარათს, ნახაზებს და რესურსულ ხარჯთაღრიცხვას, სამუშაოების შესრულების ვადებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით CD დისკზე ჩაწერილი PDF და EXCEL ფორმატში 2 ეგზემპლარად.
2.9.2 წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა. (სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი)).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, სამუშაოთა ღირებულების და მოცულობების დადგენის მიზნით ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შედეგად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი), რომლითაც დგინდება შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციასთან.

7.2.2 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, მეხამრიდის ფუნქციონალური მდგომარეობის და დამიწების კონტურის ლაბორატორიული დადებითი დასკვნის შედეგად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი), რომლითაც დგინდება შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციასთან.

7.2.3 შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის გათვალისწინებით (შესაბამისად, შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ით დადგენილი ოდენობის შესაბამისად). ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება გადააჭარბებს ამავე სამუშაოებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ღირებულებას, შემსყიდველი ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მჭედლიშვილი, 593135997, n.mtchedlishvili@ssg.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს პრეტენდენტის მხრიდან ელექტრონულად ხელმოწერას.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru