Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #58312165)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 58312165
Дата публикации: 22-10-2024
Сумма контракта: 30 884


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020626
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.10.2024 13:12
Начало приема предложения 02.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 05.11.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 30`884.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45312100 - Монтажные работы по установке систем пожарной сигнализации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 სამუშაო დღე.
Дополнительная информация
შპს "საქართველოს მელიორაციის" კუთვნილ შენობებში სახანძრო სიგნალიზაციის და გახმოვანების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 124.00 GEL
Размер гарантии 309 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia devnozashvili :: 18.09.2024 11:24
  • Последнее исправление: natia devnozashvili :: 22.10.2024 13:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=594796&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს "საქართველოს მელიორაციის" კუთვნილ შენობებში სახანძრო სიგნალიზაციის და გახმოვანების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (პროექტები) ლოკაციების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა იხილეთ წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2 და 1.3 პუნქტებში ატვირთულ ფაილებში.

1.2.2 სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

1.2.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესრულებულ სამუშაოებზე ინსპექტირების (ფორმა N2-ის მიხედვით) დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ. ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შემდეგ სფეროში: ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით).

1.2.4 იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური გარემოებების გამო, რომელიმე ლოკაციაზე, გამოიკვეთება აღწერილისაგან განსხვავებული ვითარება ან/და შეუძლებელი იქნება გარკვეული სამუშაოს განხორციელება, გადაწვეტილება აღნიშნული სამუშაოს განუხორციელებლობის შესახებ მიღებულ უნდა იქნას შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.2.5 სამუშაოს ხარჯთაღრიცხვები (დანართები N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.2.6 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ფასები უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს (დღგ-ს გარდა, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად გასაწევი სამუშაოს ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %)) და ხარჯს.

1.2.7 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.

1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე გამოსაყენებელი მასალების დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტალური დადასტურება, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
• შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

შესრულებული სამუშაოს დადასტურების პროცესის შეფერხების თავიდან აცილებისათვის რეკომენდირებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ იქნას შესაბამისი მასალების გამოყენებამდე.

1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია სამონტაჟო/სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტის ცვლილების შემთხვევაში, უზრუნველყოს საშემსრულებლო ნახაზ(ებ)ის წარდგენა.

1.2.10 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი (ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც განსაზღვრული იქნება ახალი პოზიციის ერთეულის ფასი. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კონსტრუქციულ ნაწილზე, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაგებობის სფეროშიც).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამშენებლო (სამონტაჟო) სამუშაოების განხორციელების ვადაა (ინსპექტირების დასკვნის (ფორმა N2 ის მიხედვით) წარმოდგენის ვადის ჩათვლით) - ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 სამუშაო დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების (მონტაჟის) განხორციელების ადგილი:

1. ქ. ხობი; ცოტნე დადიანის N232 (საკ/კ: 45.21.22.179) შენობა N01/2;
2. ქ. ხობი; ცოტნე დადიანის N232 (საკ/კ: 45.21.22.179) შენობა N09/1;
3. ქ. გორი; სტალინის ქ. N52 (საკ/კ: 66.45.19.076) შენობა N01/02;
4. ქ. თელავი, აჩინებული (საკ/კ: 53.20.31.686) შენობა N01/2;
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. ასურეთი - (საკ/კ: 84.04.40.026.023) - შენობა N01/2.

სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2 პუნქტში ატვირთული პროექტებისა და 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად.


შესრულებული სამუშაოების მიღება განხორციელდება ობიექტ(ებ)ის სრულად დასრულების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზირებული სამუშაოს შესრულების აქტის (ფორმა N2) შესაბამისად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
2. გარანტია ვრცელდება გამოყენებულ ნებისმიერ მასალაზე, ასევე, ელექტრო, მექანიკურ და ელექტრო-მექანიკურ დანადგარებზე/მოწყობილობებზე.
3. განხორციელებულ სამონტაჟო სამუშაოებსა და დამონტაჟებულ (გამოყენებულ) მასალებზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების დღიდან. ზემოაღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ხელშეკრულების ღირებულების 0.05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
5. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში*, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, რომელთა ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 46326.00 (ორმოცდაექვსი ათას სამას ოცდაექვსი ლარი და 00 თეთრი) ლარი დღგ-ს გარეშე.

* საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს.
დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება:
ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან:
ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები;
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
• მიღება-ჩაბარების აქტი ან/და
• დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ცნობა ან/და
• დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).

გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.


დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამდასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს წარმოადგენს ამხანაგობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციით გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამხანაგობის თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად, ვინაიდან, შესასრულებელი ვალდებულებისადმი პრეტენდენტის მინიმალურ გამოცდილებასთან მიმართებით დადგენილია ერთიანი მოთხოვნა;
ვ.ბ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული.

თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე.

ი) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ამხანაგობის წევრს, აღნიშნული სამუშაო უნდა ქონდეს შესრულებული კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ძირითად შემსყიდველთან თავდაპირველად წარდგენილი განაწილების ან/და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.

კ) თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ქვეკონტრაქტორს და ძირითად შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოების გადაცემის თაობაზე შემსყიდველთან შეთანხმების ვალდებულებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული შეთანხმების არსებობა.

2.9 other additional requirements

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. შევსებული ხარჯთაღრიცხვები (დანართი N1) - (იხ. წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3. პუნქტი).
2. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტში მითითებული მოთხოვნების/პირობების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციისა ან სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარში, ეტაპობრივად, ობიექტ(ებ)ზე სრულად დასრულებული სამონტაჟო სამუშაოების შემდეგ (ექსპერტიზაგავლილი ფორმა 2-ის საფუძველზე) გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს ერთობლივად ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება.
3. ყოველი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხიდან განხორციელდება დაქვითვები ხელშეკრულების 9.8. (ადმინისტრაციული სახდელი) პუნქტის პირობების გათვალისწინებით.
4. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 9.3, 9.4 და 9.8 პუნქტ(ებ)ით დაკისრებული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის მიერ დადასტურებული მოცულობების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია დევნოზაშვილი, 597774455, Natia.Devnozashvili@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

- სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

- სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

- ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“. ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი.

- 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).

- „მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ სამუშაოების დაწყების თარიღის წერილობითი შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შემსყიდველთან წარდგენა, იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ შეითანხმებს წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკს და მოითხოვს მის კორექტირებას, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებული კორექტირებული გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს შემსყიდველი მიერ კორექტირების მოთხოვნის წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს, როგორც ხაზოვანი, ასევე, თანხობრივი, თვეების ჭრილში. აღნიშნული გეგმა-გრაფიკი დაერთვება ხელშეკრულებას დანართად. შემსყიდველისათვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოების დასრულების ვადას.“

- თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად გასაწევი სამუშაოს ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru