2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ
პირს) 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში
შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 40 000 000 ლარის
ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, გარდა ხაზობრივი ნაგებობების
მშენებლობისა;
2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ
პირს) 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა
გააჩნდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო
პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57
დადგენილების შესაბამისად ნებართვაგაცემული, ამავე დადგენილების 79-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრის
(შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული
ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე) ან ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის
ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებით
ნებართვაგაცემული, ამავე დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრის (ნაგებობა, რომლის მალის ან/და
ფერმის ან/და სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე) მქონე V
კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის) დასრულებული და
ექსპლუატაციაში მიღებული დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი)
ლარის ღირებულების სპორტული, სამაყურებლო, კულტურულ-სანახაობრივი ან
საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების
გამოცდილება.
2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო მიწოდებული უნდა იყოს
არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული პროექტის/ხელშეკრულების ფარგლებში,
მშენებლობა უნდა იყოს სრულად დასრულებული, ობიექტი უნდა იყოს
აუცილებლად სპორტული ან/და სამაყურებლო, ან/და კულტურულ-სანახაობრივი
ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობა და მიღებული
ექსპლუატაციაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ხოლო
მიწოდებული სამუშაოს ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 000 (ათი
მილიონი) ლარს დღგ-ს ჩათვლით ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში,
შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივი მიღების ყოველი ცალკეული აქტის
(ფორმა #2 ან სხვა აქტი სამუშაოს ეტაპის მიღების შესახებ) დამოწმების
თარიღებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
ამასთან, სამშენებლო ობიექტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს 2.2.1.2.
ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრის (ნაგებობა, რომლის მალის ან/და
ფერმის ან/და სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე)
სამშენებლო სამუშაოებს.
შენიშვნა:
2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოში არ იგულისხმება
შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და შეკეთების
სამუშაოები, ასევე არ იგულისხმება ხაზობრივი ნაგებობების სამშენებლო
სამუშაოები, შესაბამისად შემსყიდველის მიერ ასეთი ტიპის სამუშაოები
(შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, შეკეთება, ასევე
ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა), პრეტენდენტის გამოცდილების
შეფასების დროს არ იქნება მიღებული მხედველობაში.
2.2.1.1. და 2.2.1.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული გამოცდილების დამადასტურებელი
სამუშაო სავალდებულოდ მიწოდებული/განხორციელებული უნდა იყოს
საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU)
ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია, გარდა
საკუთარი ქვეყნის ტერიტორიისა).
2.2.1.3. 2.2.1.1. და 2.2.1.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოს მიწოდების
გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს:
2.2.1.3.1. სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული
ხელშეკრულებების რეესტრი დანართი 4-ის შესაბამისად, რომელიც
ატვირთულია შესაბამის პუნქტში;
2.2.1.3.2. რეესტრში (დანართი 4) მოყვანილი ხელშეკრულებების ფარგლებში
გაფორმებული 2.2.1.1. პუნქტის შემთხვევაში მიმდინარე ან დასრულებული
ხელშეკრულებების ასლები, ხოლო 2.2.1.2. პუნქტის შემთხვევაში მხოლოდ
დასრულებული ხელშეკრულებების ასლები, ასევე წარმოდგენილი
ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი ან
შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა N2) ან სამუშაოს შესრულების
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), რომელსაც უნდა დაერთოს შესაბამისი
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
2.2.1.3.3. 2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დადასტურების
მიზნით, პრეტენდენტმა 2.2.1.3.1 და 2.2.1.3.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული
ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) V კლასთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით „მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების ან
,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან
ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის
წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019
წლის 31 მაისის N257 დადგენილების შესაბამისად ობიექტზე გაცემული
მშენებლობის ნებართვა და ამ ნებართვის გაცემის შესახებ შესაბამისი
დაწესებულების მიერ გაცემული ბრძანება, დოკუმენტი, რომელიც
დაადასტურებს, რომ ობიექტი შეიცავს ზემოთმითითებულ პარამეტრს (მაგ: V
კლასის ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისი ნაწილი
რომლითაც დადასტურდება, რომ ობიექტი შეიცავს ზემოთ მითითებულ
პარამეტრებს), ასევე მის მიერ მოწყობილი 2.2.1.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული
პარამეტრის (ნაგებობა, რომლის მალის ან/და ფერმის ან/და სხვა
კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე) შესრულების თაობაზე
მშენებლობის დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დასტური ასეთი
სამუშაოების მისი მხრიდან შესრულების თაობაზე, პარამეტრების
მითითებით. ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობის მიზნით,
მითითებული უნდა იყოს მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო
ინფორმაცია;
ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დადასტურების მიზნით, ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღების აქტი გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი
სახელმწიფო ორგანოს მიერ.
შენიშვნა:
დასრულებულ ხელშეკრულებაში იგულისხმება, რომ აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში პრეტენდენტს ან ამხანაგობის წევრს სრულად
აქვს შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და
აღნიშნული დადასტურებულია დამკვეთის მიერ.
2.2.1.4. ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:
ამხანაგობაში შემავალი პირები ცალკ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდნენ ზემოთ
აღნიშნულ გამოცდილებას, რაც გულისხმობს, რომ გამოცდილების შეკრება არ
დაიშვება.
2.2.1.5. არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის
ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის
წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, 2.2.1.3. ქვეპუნქტით წარმოსადგენი
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დადასტურებული უნდა იყოს
სათანადო წესით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული და მას თან
უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ასევე 2.2.1.
პუნქტით განსაზღვრული გამოცდილება დამატებით დადასტურებული უნდა
იყოს (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი აუდიტორული დასკვნა) ისეთ
ქსელში შემავალი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოში ჰყავს
წევრი წარმომადგენლობა ან ფილიალი, რომელთანაც საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის
კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით
სამსახურის უფროსის ბრძანებით მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე
კატეგორიის დასკვნითი შეფასება. წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში
ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ჩანაწერი, რომ პრეტენდენტს გააჩნია
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 და 2.2.1.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული
გამოცდილება და მას თან უნდა ახლდეს კვლევის მასალები.
არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის
ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის
წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნული
მოთხოვნებისა, პრეტენდენტმა ასევე დამატებით უნდა წარმოადგინოს
წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამკვეთ(ებ)ის მიერ
გაცემული წერილი, პრეტენდენტის მხრიდან წარმოდგენილი ხელშეკრულების
ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელშიც
მითითებული იქნება შესრულებული სამუშაო, შესრულებული სამუშაოს თანხა
და პერიოდი. აღნიშნულ წერილზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და
ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული
ან/და აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად
დამოწმებული ქართული თარგმანი.