მომსახურების აღწერა და ტექნიკური დავალება
პროექტის მოკლე აღწერა
საჭიროა ახალი სატუმბო სადგურის მოწყობა, რომლის უმთავრესი მიზანია
ზღვის წყლის უწყვეტ მიწოდება დელფინარიუმისთვის. საპროექტო ახალ წყლის
საქაჩში უნდა განთავსდეს ახლი ზღვის წყლის საქაჩი ტუმბოები, რომლებმაც
უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად უნდა მიაწოდოს ზღვის წყალი რუსთაველის N51
მდებარე ბათუმის დელფინარიუმს.
ტექნიკური დავალება
გასაწევი მომსახურების მოცულობა და ძირითადი მოთხოვნები.
დავალების ფარგლებში უნდა დამუშავდეს სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია,
რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება)
- საკვლევ–საძიებო სამუშაოები:
- მიმწოდებელმა ახალი ზღვის წყლის საქაჩის სატუმბო სადგურის
პროექტირებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი (სავარაუდო)
პარამეტრები:
- სატუმბო სადგურის მოწყობა 50-70 კვ,მ;
- საძირკვლის გამაგრება ლითონის შპუნტების გამოყენებით;
- დრენაჟის და ჰიდროიზოლაციის მოწყობა;
- სატუმბო სადგურის ელ.მომარაგება;
- სატუმბო სადგურში განთავსდეს არანაკლებ - 2 ტუმბო
• სატუმბო სადგურში განთავსებული ტუმბოს მინიმალური მოთხოვნები.
o კოროზია-მედეგი(უჟანგავი);
o გამტარუნარიანობა-100 მ3/სთ;
o RPM-2900;
o ვოლტაჟობა - 50Hz, 3x380v;
o სიმძლავრე - 22.4 kW(30hp)
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დროს დამატებით დაზუსტდეს
ტუმბოს მონაცემები.
1.2. მიმწოდებელმა მუშა პროექტის შედგენამდე უნდა წარმოადგინოს და
დამკვეთთან შეათანხმოს საპროექტო კვანძის, საქაჩი სადგურის
ოპტიმალური ვარიანტი, შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზით,
ასევე უნდა წარმოადგინოს და შეათანხმოს მისი როგორც არქიტექტურული და
ვიზუალური მხარე, ასევე კონსტრუქციული გადაწყვეტილება (გრაფიკული
მასალები, ფოტო მონტაჟი, რენდერები, ესკიზური ნახაზები და სხვა);
1.3. ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კოორდინატთა სისტემაში
(„CORS“). თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. შემუშავდეს
ადგილმდებარეობის ციფრული მოდელი 1:1000 მასშტაბით, რომელიც მოიცავს
საპროექტო ობიექტს საჭირო მოცულობით (ტოპოგადაღებამ უნდა მოიცვას
ყრილისა და ამონათხარი ფერდების ქანობების, სადრენაჟე კონსტრუქციების,
არსებული საკომუნიკაციო ხაზების, მილსადენების, საკანალიზაციო და
სანიაღვრე კოლექტორების, საყრდენი კედლების, უსაფრთხოების ზომების,
ენერგომატარებლების, ხეების, გამყოფი ღობეების, გზისპირა შენობებში
შესასვლელების, ჰიდროარხებისა და ნებისმიერი სხვა პუნქტები (არსებობის
შესაბამისად), რომლებსაც შესაძლოა ზეგავლენა ჰქონდეს მშენებლობის
პროექტზე). საპროექტო და ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ იქნას
რეგისტრირებული ნაკვეთების საზღვრები საკადასტრო კოდებით;
1.4. ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა და შესაბამისი დეტალური
დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული ჭრილებით;
1.4.1. გეო-ტექნიკური, ნიადაგისა კვლევები – რომელიც მოიცავს: გრუნტის
სიღრმისეულ კვლევას და გამოცდას, სატუმბო სადგურის კონსტრუქციების
მოსაწყობად, როგორც ეს საჭიროა საფუძვლის პროექტირებისათვის;
ნიადაგის სინჯების აღება და ნებისმიერი სხვა გეო-ტექნიკური კვლევები
და გამოცდა სათანადო ინტერვალებში, როგორც ეს საჭიროა სამოქალაქო
შენობა-ნაგებობის პროექტირებისათვის
1.5. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი,
საჭიროების შემთხვევაში
ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
1.6. არსებული კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, სანიაღვრე ქსელი,
გაზსადენი, მაღალი ძაბვის სადენები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა)
მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმაზე, საჭიროების
შემთხვევაში გადატანა, აღდგენა-რეაბილიტაცია და/ან ახლის მშენებლობა
და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან/მფლობელებთან.
1.7. შემსრულებელი ვალდებულია გაითვალისწინოს გარემოზე უარყოფითი
ზემოქმედების შედეგის მინიმუმამდე დაყვანა. საჭიროების შემთხვევაში
შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან. ასევე, საქართველოს კანონის
„ქალაქ ბათუმის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავების და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის
შესახებ“ და 2014 წლის 12 დეკემბრის #17-55 „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მწვანე
ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე
გათვალისწინებული უნდა იქნას მწვანე ნარგავის სახეობის და დიამეტრის
მიხედვით აღდგენითი ღირებულება და/ან მწვანე ნარგავების
ამოღება-გადარგვა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში;
1.8. საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაციის სხვადასხვა ვარიანტების
დამუშავება, მათი ტექნიკურ-ეკონომიკური შედარება და შეთავაზება
დამკვეთისთვის (მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება -
ეკონომიური ვარიანტით);
2. საპროექტო მომსახურების მოცულობა, რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ
შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს):
2.1. თავფურცელს;
2.1.1. ყდა;
2.1.2. სატიტულო გვერდი (ხელმოწერებით, ბეჭდით და ა.შ);
2.1.3. სარჩევი;
2.2. სიტუაციური და გენერალური გეგმა(ები);
2.2.1. სიტუაციური გეგმ(ები)ა, ობიექტის ადგილმდებარეობა ორთოფოტოზე,
დასახლებული პუნქტის ან
ქალაქის, რაიონის, მითითება, ქუჩების დასახელება, შენობების ნუმერაცია
და სხვა;
2.2.2. გენერალური გეგმ(ები)ა, არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების,
კომუნიკაციების დატანით და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან
(ტოპოგადაღება მ 1:500; 1:1000);
2.3. განმარტებითი ბარათს;
2.3.1. განმარტებითი ბარათი - უნდა შეიცავდეს:
ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ აღწერას, რომლებიც ასახავენ
არსებული შენობის პარამეტრებს და მის მდგომარეობას;
ხელოვნური ნაგებობების და ზღვის წყლის საქაჩი მოწყობილობების
აღწერას;
საპროექტო გადაწყვეტილებებს;
შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა;
2.4. საინჟინრო-გეოლოგიას;
2.4.1. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა-რეკომენდაციები და ჭრილები
შესაბამის კვლევებზე
(ლაბორატორიული სინჯები, გამოცდები და სხვა) დაყრდნობით. საჭიროების
შემთხვევაში ჰიდროლოგიური
და ჰიდრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარება;
2.5. უწყისებს;
2.5.1. რეპერების დამაგრების უწყისი;
2.5.2. მოცულობათა კრებსითი უწყისები (მასალების, საკომუნიკაციო ჭების,
მეორადი შესაძლო გამოსაყენებელი მასალების, ელექტროგადამცემი
ხაზების, წყალსადენების, კავშირგაბმულობის კაბელების (საირიგაციო
სისტემების, გაზისა და ნავთობის მილსადენების) და სხვა კომუნიკაციების
გადატანის და სხვა უწყისები, სადაც გარკვევით უნდა იყოს ასახული
თითოეული სამუშაოს ზუსტი მოცულობები და არ უნდა იყოს მითითებული, რომ
ისინი უნდა დაზუსტდეს კონტრაქტორი და საზედამხედველო ორგანიზაციების
მიერ და სხვა:
2.6. კონსტრუქციულ ნაწილს შესაბამისი ანგარიშებით; (საჭიროების
შემთხვევაში)
2.7. არქიტექტურულ ნაწილს;
2.7.1. თანამედროვე არქიტექტურით შესრულებული დიზაინი. არსებული
სიტუაციის ფოტო-მასალა,
საპროექტო ფოტო-მონტაჟი, რენდერები, ვიდეორგოლები და სხვა;
2.8. მუშა ნახაზებს;
2.8.1. კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები (სქემები, კვანძები,
სპეციპიკაციები, დეტალები და სხვა,
შესაბამისი ანგარიშებით);
2.8.2. საჭიროების მიხედვით მოსაწყობი კომუნიკაციების (სანიაღვრე ქსელი)
და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები,
სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები;
2.8.3. არქიტექტურულ სამუშაო ნახაზებს (ფასადები, ჭრილები, დეტალები,
რენდერები და სხვა);
2.9. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტს „მოპ“, (მ.შ. სამუშაოთა შესრულების
ტექნოლოგიური სქემები, კალენდარული გრაფიკები, მანქანა–მექანიზმების
ჩამონათვალი, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა);
2.10. ხარჯთაღრიცხვა;
2.10.1. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო
ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით, ასევე
გამარტივებული ვერსია;
2.10.2. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას
სამუშაოების მომსახურების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების
(ინერტული) განთავსება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ საამისოდ
სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე-სამშენებლო ნარჩენების
ნაგავსაყრელზე (ქალაქ ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში,
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მე-15 კ.მ.-ის მიმდებარედ).
2.11. სრული საპროექტო დოკუმენტაციის დაკომპლექტება და წარმოდგენა 3 (სამ)
ეგზემპლიარად ელექტრონული ვერსიისა (DWG და PDF ფორმატში, ხარჯთაღრიცხვა
Excel-ის ფორმატი) ნაბეჭდი სახით, ფონტით- “sylfaen”, ხოლო ლათინური
სიმბოლოები-„Calibri”-ით (ოთხ ეგზემპლიარად).
2.12. ნახაზები წარმოდგენილი უნდა იქნეს იოლად აღქმადი მასშტაბის
მიხედვით.
3. სხვა მოთხოვნები:
3.1. საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილ იქნას საქართველოში მოქმედი
სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების დაცვით;
3.2. ხელოვნური ნაგებობების (პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის
საკითხის შეთანხმება დამკვეთთან;
3.3. საპროექტო ობიექტზე მწვანე ნარგავების ან/და ხეების მოჭრის, ან
გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
შეათანხმოს შესაბამის სამსახურთან (გამწვანების საქალაქო
სამსახურთან);
3.4. დაპროექტების პროცესში, ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი
გარემოების წარმოშობის შემთხვევაში საჭირო ცვლილებების შეტანა
საპროექტო დოკუმენტაციაში და შეთანხმებით დამკვეთთან
4. მომსახურების გაწევის პირობები და ვადები:
4.1 მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვე საპროექტო
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის ხოლო სამუშაოების შესრულების 8
თვე.
4.2. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, სამუშოების
დასრულების შემდგომ, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ-ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ
ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა ყველა
შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის
აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
5. დამატებით წარმოსადგენია:
. პროექტის ექსპერტიზა;
5.1. კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა
5.2.ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა შესაბამისად, უნდა მომზადდეს ყველა
აუცილებელი საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. (მუშა პროექტი)
5.3.ყველა მასალა შეთანხმდეს დამკვეთთან თავისი ხარისხის და სტანდარტის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით.
შენიშვნა: პროექტის მომზადების ეტაპზე, თუ წარმოიშვა გარემოება,
რომელიც არ არის გათვალისწინებული ან უკვე გათვალისწინებული
საჭიროებს ცვლილებას, შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია
გათვალისწინებული იქნას ახალი გარემოება ან შეტანილი იქნას
ცვლილება.
მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, სამუშაოების განხორციელებისათვის
ყველა საჭირო ნებართვის აღება.