Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #58207749)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Suboffice - the Border Police of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 58207749
Дата публикации: 17-10-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240020428
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.10.2024 16:16
Начало приема предложения 25.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 28.10.2024 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 121`511.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 85`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ყველგანმავალი ARGO AURORA 850 SX-R-ის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა. (2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გარგლებში სახელშეკრულები ღირებულებაა 70 000 ლარი, 2026 წლის - - 15 000 ლარი).
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 850 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar khmiadashvili :: 17.10.2024 09:59
  • Последнее исправление: tamar khmiadashvili :: 17.10.2024 16:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598331&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ყველგანმავალი "ARGO AURORA 850 SX-R" -ის ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა: პრეისკურანტით გათვალისწინებული ყველგანმავალი "არგოს" პროფილაქტიკური და ტექნიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.
• ასევე შემსყიდველის მიერ მიწოდებული საცხებ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების შეცვლა.

ყველგანმავალი "არგოს" დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არა მეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით. (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ყველგანმავალი "არგოს" დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი სერვის-ცენტრი უნდა იყოს საკუთრებაში და/ან სარგებლობაში.

შესაკეთებელი ყველგანმავალი "არგოს" ტრანსპორტირებას, როდესაც მომსახურება განხორცილდება მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის ცენტრში, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.

პრეტენდენტის როგორც საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებულ სერვის ცენტრს, უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის ყველგანმავალი "არგოს" განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის დახურულ სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
მიმწოდებელი ვალდებულია ყველგანმავალი "არგოს" სერვის-ცენტრში მიყვანიდან (რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, მარკა, ბორტის ნომერი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით), რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა (დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ასევე, ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).
საგარანტიო ვადის ათვლა შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე დაიწყება მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
თუ სათადარიგო ნაწილის მომსახურებისას საჭიროა სხვა ნაწილის მოხსნა - დაყენება და ტარდება ერთი სამუშაო მომსახურება, ღირებულება განისაზღვროს ძირითადი ნაწილის მომსახურების ღირებულებით,ასევე პრეისკურანტში გაწერილი მოხსნილი სათადარიდო ნაწილის მომსახურების ღირებულებით რომელიც ითვლება ძირითადი ნაწილად და მისი ფასი იქნება მაქსიმალური.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

პრეისკურანტით განსაზღვრულ ყველა იმ საქონელზე, რომლის განზომილების ერთეულიც არის ლიტრი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება გაწეული მომსახურების ჯერადობის მიხედვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2025-2026 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაგრამ არაუასდრეს 2025 წლის პირველი იანვრისა, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ყველგანმავალი "არგოს" ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:

•სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 5 კალენდარულ დღეს;
•ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
•აგრეგატებისათვის არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს;
•ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა 20 კალენდარულ დღეს;
•სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა 45 კალენდარული დღე.

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ყველგანმავალი "არგოს" მომსახურება ასევე შეიძლება განხორციელდეს მისი დისლოკაციის ადგილზე, შემდეგ რეგიონებში: ქ. ბათუმი, ქ. ახალციხე, წითელი ხიდი, ქ. დედოფლისწყარო, ქ. ლაგოდეხი.

1.7.1 requirement related to guarantee period

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე.

საგარანტიო პერიოდში, ყველგანმავალი "არგოს" სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, ყველგანმავალი "არგოს" ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ მხოლოდ იმ სათადარიგო ნაწილებზე რომელთა შეცვლა/შეკეთება განხორციელდება წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

საგარანტიო პირობების მოქმედების განმავლობაში წუნდებული საქონლის შეცვლა/შეკეთებისათვის საჭირო ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადებს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების ყველგანმავალი "არგოს" ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები. ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის არგო ყველგანმავალის განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის დახურულ სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე). აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს საკუთრების და/ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვეკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორის საკუთრების და/ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების და/ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას (2026 წლის 31 მარტი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:

*ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
* საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;

ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 მარტისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 მარტისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2.9.2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
2.9.3 ტენდერში ფასთა კლება უნდა მოხდეს სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
2.9.4. პრეტენდენტის მიერ ფასთა კლების შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
2.9.5. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

2.9.6. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერვის-ცენტრ(ებ)ის შესახებ, (შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით).

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;
ბ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 მარტისა - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით.
ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.);

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან, სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ყველგანმავალი "არგოს" მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით).

6.6.5 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 და 2026 წლის ბიუჯეტის სახსრებით. (2025 წელი - 70 000 ლარი, 2026 წელი - 15 000 ლარი)
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ . თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად, ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ხმიადაშვილი, 591514876, khmiadashvili.t@mia.gov.ge 241-34-19

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
10.1.2 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ეკვივალენტურის“ მნიშვნელობით..
10.1.3 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.4 „პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru