Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инструменты для контроля физических характеристик (Грузия - Тендер #58207743)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 58207743
Дата публикации: 17-10-2024
Сумма контракта: 753 900


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020434
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.10.2024 16:40
Начало приема предложения 13.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 753`900.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38400000-Инструменты для контроля физических характеристик
Коды классификатора
  • 38400000 - Инструменты для контроля физических характеристик
  • 38432000 - Аппараты для анализа
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 100 (ასი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
უწყვეტი ნაკადის ანალიზატორის სახელმწიფო შესყიდვა.

Procurement type - Electronic Tender without Auction (NAT)
Purchase status: Announced
Procuring entities – National Environmental Agency (NEA)
Date of purchase announcement:
Acceptance of proposals begins: 13.11.2024 00:00
Acceptance of proposals ends: 18.11.2024 15:00
Financing - 2024 Funds (year) Estimated value of procurement - 753`900.00 GEL
Bid must be submitted - including VAT
Classifier (CPV) code – 38400000 - Instruments for checking physical characteristics
Classifier (CPV) code and specific procurement object:
- 38400000 - Instruments for checking physical characteristics
- 38432000 - Analysis apparatus
Amount or Volume of Procurements - 1 (one) unit
Supply Period - no later than 100 (one hundred) calendar days after signing the contract.
Bid reduction step – 7539.00 GEL
Guarantee amount – 7539.00 GEL
Guarantee validity period - 160 Days
Additional information State procurement of a continuous flow analyzer.
100% - state budget

Количество и объём закупок 1 (ერთი) ერთეული
Шаг снижения цены 7`539.00 GEL
Размер гарантии 7`539 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eka kuprava :: 14.08.2024 16:07
  • Последнее исправление: eka kuprava :: 17.10.2024 16:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=590550&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

უწყვეტი ნაკადის ანალიზატორის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

უწყვეტი ნაკადის ანალიზატორის (შემდეგი ანალიზებისთვის: საერთო ფოსფორი, საერთო აზოტი, ამონიუმი, ნიტრატი+ ნიტრიტი და ნიტრიტი ზღვისა და მტკნარ წყალში) ტექნიკური დავალება.

ხელსაწყო უნდა წარმოადგენდეს სრულად ავტომატიზირებულ, ციფრულად მართვად ანალიზატორის კომპლექტს, რომელიც შედგება რობოტიზირებული ნიმუშების მოდულისგან, ანალიზატორისგან და კომპიუტერული მართვის სადგურისგან.

ნიმუშების მოდული უნდა იძლეოდეს ერთდროულად არანაკლებ 300 ნიმუშის განთავსების შესაძლებლობას, რომლებიც თანაბრად უნდა იყოს განაწილებული არანაკლებ 5 მოხსნად სადგამში, სადაც განთავსდება 3,5 მლ-იანი ნიმუშის ჭიქები ან 10 მლ-იანი სინჯარები.

მოდულს უნდა გააჩნდეს 3 ღერძიანი XYZ წვდომა ნებისმიერ ნიმუშთან. უნდა გააჩნდეს არანაკლებ 40 პოზიციანი კონტეინერი საკალიბრო ხსნარების მიწოდებისთვის, თითოეულის მოცულობა არანაკლებ 30 მლ. უნდა გააჩნდეს 4 არხიანი ჩაშენებული ტუმბო გამორეცხვისათვის, რომელიც მიაწვდის სარეცხ ხსნარს ნიმუშების თითოეულ თავაკზე (ნემსზე) ცალცალკე. უნდა ჰქონდეს შუშის ჭურჭელი გამოსარეცხი საშუალების დონის კონტროლით და არანაკლებ 2 ნარჩენებისგან დამცლელი გამოსასვლელი თვითწმენდისათვის. უნდა გააჩნდეს ავტომატური წინა და შემდგომი ნიმუშების განზავების ფუნქცია. უნდა ჰქონდეს სამუშაო სტანდარტული ხსნარების ავტომატურად მომზადების ფუნქცია ქიმიური კალიბრაციისთვის. უნდა ჰქონდეს ნიმუშის ამღები მკლავის დამცავი.

მოდულს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 ერთეული ნიმუშის თავაკის (ნემსის) დამჭერი ნაკრები, რაც უზრუნველყოფს ერთდროულად ორი სხვადასხვა ნიმუშის აღებას.
ნაკრები უნდა მოიცავდეს:
• არანაკლებ 1 ერთეული ნიმუშების თავაკი
• არანაკლებ 1 ერთეული გამოსარეცხი ჭურჭელი
• არანაკლებ თავაკების დამჭერი 2 ერთეული თავაკისთვის
• არანაკლებ თავაკების მიმმართველი 2 ერთეული თავაკისთვის
• მილების ნაკრები

ნიმუშების მოდული დაკომპლექტებული უნდა იყოს ავტომატური შემრევით საერთო ფოსფორის და საერთო აზოტის ანალიზისათვის.
ანალიზატორი: არანაკლებ 5 არხიანი მოდულური სისტემა - 2 ერთეული

სპეციფიკაციები: დოზირების ტუმბო 2X16 არხიანი ორმაგი ტუმბოს სადგურით
• 2x 10 უჟანგავი ფოლადის ტუმბოს ლილვაკები.
• მაღალი სიზუსტის 24V DC ძრავა.
• მრავალსიჩქარიანი ტუმბო, ფუნქცია ლოდინის/ანალიზის/სწრაფი გამორეცხვის პოზიციებით.
• ჩამონტაჟებული არანაკლებ 10 არხიანი მაღალი სიზუსტის ჰაერის ინჟექტორი.
• ჩაშენებული ჰაერის მიწოდების ტუმბო.
• წნევის რეგულატორი ჰაერის სეგმენტაციისთვის.
• გარე ინერტული სეგმენტაციის გაზის მიწოდების შესასვლელი.
•არანაკლებ 5-მდე ქიმიური მოდულის პოზიციები.
• არანაკლებ 2 პოზიცია ორარხიანი ტემპერატურის კონტროლერები
• გაჟონვის დეტექტორები (საჭიროებს სისტემის კონტროლერს მუშაობისთვის)
• არანაკლებ 5 ერთეული ნარჩენების მინის კონტეინერი.
• განცალკევებული განყოფილებები ელექტრონიკის, ქიმიისა და დეტექტორის თავებისთვის
• კორპუსი CE და CSA რეგულაციების მიხედვით.
• პროგრამული უზრუნველყოფით კონტროლირებადი აპარატურის ჩართვა/გამორთვა.

პროგრამული უზრუნველყოფა:

ანალიზატორის ნაკრებს უნდა მოჰყვებოდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, ჩაწერილი დესკტოპ კომპიუტერზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება პროცესების სრულად მართვა. მონაცემთა დამუშავებისთვის და ინსტრუმენტების კონტროლის მრავალფუნქციური პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად უწყვეტი ნაკადის ანალიზისთვის. უნდა იყოს მარტივად მართვადი და უნივერსალური. პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა გაჩნდეს დაშვების რამდენიმე დონე, რითაც თავიდან იქნება აცილებული არაავტორიზირებული ჩარევა. დაუმუშავებული ფაილები უნდა იქნას შენახული ცალკე. პროგრამული უზრუნველყოფით უნდა შეიძლებოდეს ანალიზატორის ნებისმიერი ნაწილის მყისიერი კონტროლი.

ანალიზის დროს შესაძლებელი უნდა იყოს ყველა ანალიზის პიკის ნახვა, ერთი არხის დეტალური ხედი ან 16-მდე არხის მრავალარხიანი ხედი ერთდროულად. პიკის მარკირება, ნიმუშის ID და დამატებითი ინფორმაცია გამოთვლილი შედეგების ჩათვლით ნაჩვენები უნდა იყოს რეალურ დროში და შეიძლება გამოკვლეული იყოს თითოეულ ცალკეულ ნიმუშზე.

ხარისხის კონტროლის ინტეგრირებული ფუნქციები უზრუნველყოფს ზუსტ შედეგებს და სრულ შესაბამისობას საჭირო რეგულაციებთან. კერძოდ შესაბამისობას ISO 8466-თან.

პერსონალურ კომპიუტერს, რომელზეც განთავსებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, უნდა გააჩნდეს არანაკლებ შემდეგი პარამეტრები:
• Processor: Intel Core i5-12500, 3.6GHz 4C 65W
• RAM: 16 GB DDR5-4800
• HD: 512 GB SSD
• Win 11 Pro
• Screen LED, 24”
• Mouse
• A4 პრინტერი
• კლავიატურა

ხელსაწყო დაკომპლექტებული უნდა იყოს ანალიზის მოდულებით:

1. საერთო ფოსფორი
დიაპაზონი 2 - 1000 μg N/ლიტრი ან უკეთესი, ზღვისა და მტკნარი წყლისთვის უნდა მოიცავდეს რეაქტორს 110°, ულტრაიისფერ დამშლელს, უკუ წნევის რეგულატორს, დიალიზატორს, ჩამრთველ სარქველს, კადმიუმის სვეტს
კომპლექტი უნდა მოიცავდეს 540 ნმ და 620 ნმ ფილტრებს და მილის ფორმის ნაკადის უჯრედს, 50 მმ

2. საერთო აზოტი
დიაპაზონი 10 - 1000 μg P/ლიტრი ან უკეთესი, ზღვისა და მტკნარი წყლისთვის უნდა მოიცავდეს რეაქტორს 110°, რეაქტორს 40°C, ულტრაიისფერ დამშლელს, უკუ წნევის რეგულატორს
კომპლექტი უნდა მოიცავდეს 880 ნმ და 1100 ნმ ფილტრებს და მილის ფორმის ნაკადის უჯრედს, 50 მმ

3. ამონიუმი
ფენოლატის მეთოდი
დიაპაზონი: 1 - 100 მკგ N/ლიტრი ან უკეთესი ზღვის და მტკნარი წყლისთვის უნდა მოიცავდეს რეაქტორს 60°C
კომპლექტი უნდა მოიცავდეს 630 ნმ და 1010 ნმ ფილტრებს და ნაკადის უჯრედს
ბუშტუკების წარმოქმნისთვის, 30 მმ

4. ნიტრატი + ნიტრიტი
დიაპაზონი: 1 - 100 მკგ N/ლიტრი ან უკეთესი, ზღვის და მტკნარი წყლისთვის უნდა მოიცავდეს კადმიუმის დაწევის სვეტს და ჩამრთველ სარქველს
კომპლექტი უნდა მოიცავდეს 540 ნმ და 620 ნმ ფილტრებს და ნაკადის უჯრედს ბუშტუკების წარმოქმნისთვის, 30 მმ

5. ნიტრიტები
დიაპაზონი: 0,2 - 100 მკგ N/ლიტრი ან უკეთესი, ზღვის და მტკნარი წყლისთვის
კომპლექტი უნდა მოიცავდეს 540 ნმ და 620 ნმ ფილტრებს და ნაკადის უჯრედს ბუშტუკების წარმოქმნისთვის, 30 მმ

სისტემა უნდა მოიცავდეს:

მატრიცული კორექტირების ციფრულ დეტექტორს:

ნიმუშების ურთიერთგადაფარვით გამოწვეული შეცდომების გასწორებისათვის. დეტექტორის ტალღის სიგრძის შერჩევა უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ფილტრების მორგებით. ტალღის სიგრძის დიაპაზონი უნდა იყოს არანაკლებ 340 – 1050 ნმ. მისი განთავსება უნდა ხდებოდეს ერთ ნაკადის უჯრედზე სიგრძით 5 და 50 მმ-მდე. დეტექტორის პიკის სიმაღლის პარამეტრების კონტროლი უნდა ხდებოდეს ავტომატურად, პროგრამული უზრუნველყოფით. ნათურის ჩართვა/გამორთვაც უნდა ხდებოდეს პროგრამიდან. დეტექციის ზღვარი 6.5 AU-მდე. სიგნალი/ხმაურის თანაფარდობა < 0.0003 AU.

სისტემის ავტომატურ კონტროლერს:

უზრუნველყოფს ერთიანი სისტემის სრულ კონტროლს ავტომატური გაშვებისა და გამორთვის, ავტომატური გამრეცხვის სარქველების ჩართვის/გამორთვისთვის და გაჟონვის სიგნალიზაციისთვის. გააჩნია კონექტორი მაქსიმუმ 2 ავტომატური გარეცხვის სარქველისთვის და სპეციალური აქსესუარი დამატებით 2 ავტომატური გარეცხვის სარქველისთვის. უზრუნველყოფს ულტრაიისფერი დამშლელის და უკუ წნევის რეგულატორის დაერთებას მთლიანი საერთო ფოსფორის, საერთო აზოტის ანალიზისთვის

გამრეცხ სარქველს:

არანაკლებ 5 არხიანი, კომპიუტერით კონტროლირებადი. უნდა იძლეოდეს რეაგენტიდან გარეცხვის რეჟიმზე გადასვლის საშუალებას მილების გადაერთების გარეშე. უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 არხი ტეფლონის კონექტორებით. ტეფლონის გადამრთველი ბლოკი. უნდა შეეძლოს არანაკლებ 5 რეაგენტის ხაზის შეერთება და ერთდროულად მათი გადართვა ცენტრალური მილით შემავალ სარეცხ ხსნარზე საერთო ფოსფორის, საერთო აზოტის ანალიზისთვის.

გამრეცხ სარქველს:

არანაკლებ 5+2 არხიანი (ორი არხი უნდა იყოს მჟავაგამძლე), კომპიუტერით კონტროლირებადი. უნდა იძლეოდეს რეაგენტიდან გარეცხვის რეჟიმზე გადასვლის საშუალებას მილების გადაერთების გარეშე. უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 არხი ტეფლონის კონექტორებით. 2 არხი მჟავაგამძლე კონექტორებით. ტეფლონის გადამრთველი ბლოკი 5 არხისთვის. უნდა შეეძლოს არანაკლებ 7 რეაგენტის ხაზის შეერთება და ერთდროულად მათი გადართვა ცენტრალური მილით შემავალ სარეცხ ხსნარზე. საერთო ფოსფორის, საერთო აზოტის ანალიზისთვის.

ავტომატურ არანაკლებ 3 არხიან გადართვის სარქველს:

კადმიუმის სვეტისთვის, საერთო აზოტის ანალიზისთვის

გამრეცხ სარქველს:

არანაკლებ 10 არხიანი, კომპიუტერით კონტროლირებადი. უნდა იძლეოდეს რეაგენტიდან გარეცხვის რეჟიმზე გადასვლის საშუალებას მილების გადაერთების გარეშე. უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 არხი ტეფლონის კონექტორებით. ტეფლონის გადამრთველი ბლოკი. უნდა შეეძლოს არანაკლებ 10 რეაგენტის ხაზის შეერთება და ერთდროულად მათი გადართვა ცენტრალური მილით შემავალ სარეცხ ხსნარზე. ამონიუმის, ნიტრატი + ნიტრიტის და ნიტრიტის ანალიზისთვის.

ავტომატურ არანაკლებ 3 არხიან გადართვის სარქველს:

კადმიუმის სვეტისთვის, ნიტრატი + ნიტრიტის ანალიზისთვის.

აქსესუარები, ანალიზატორის გაშვების ნაკრებს

ინსტალაციისა და საწყისი მუშაობისთვის. შედგება ტუმბოს მილებისაგან, გამშვებებს, სინჯის ჭიქებისგან, ხელსაწყოების ნაკრებისა და სათადარიგო ნაწილების ნაკრებისგან.

უნდა განხორციელდეს მოწყობილობის ინსტალაცია და ტესტირება (ფუნქციონირების შემოწმება) საბოლოო მომხმარებლის წარმომადგენლების თანდასწრებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 100 (ასი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ხელსაწყოს მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. ბათუმში, ადლიის ქ. №102ა სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიაში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მოწოდებულ სისტემებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი;

1.7.1.2. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული, არა მეორადი და შეესაბამებოდეს ამ საქონლისათვის დადგენილ სტანდარტებს.

1.7.1.3. საგარანტიო ვადის გასვლამდე ხარვეზის/დაზიანების შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ხელსაწყოს შეკეთება ან შეცვლა საკუთარი სახსრებით ხარვეზის/დაზიანების აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა, სირთულის მიხედვით).

1.7.1.4. შესყიდვის ობიექტი შეფუთული უნდა იყოს ქარხნულად, შესაბამის შეფუთვაში იმ ფორმით, რომ არ იწვევდეს ხარიხის გაუარესებას ან დაზიანებას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ფასების ცხრილის (დანართი N1) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე მისი განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ელექტრონული ტენდერიდან. გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეუძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას ელექტრონული ტენდერიდან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვეგ გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს უპირობო/გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა.
გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

6.4.2. მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

6.4.3. მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ ამოქმედდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.4.4. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

შენიშვნა: თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობები.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდებს ვადა გადავიდა მომდევნო 2025 წელში, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2024 წლის 10 დეკემბრისა წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის (საავანსო ანაზღაურების გათვალისწინებით) 100%-ის ოდენობის უპირობო/გამოუთხოვადი საავანსო ანგარიშსწორების გარანტია მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე ლარში, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა, გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

7.1.1.2. ამავე მუხლის 7.1.1.1. პუნქტით წარმოდგენილი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს აუთვისებელი თანხის 100%-ის ოდენობის გარანტიას 2024 წლის 10 დეკემბრის ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებულ საქონელზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად შესყიდვის ობიექტის მიწოდების შედეგად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3.2. გარანტიის შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკა კუპრავა, 595053231, Eka.Kuprava@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო:2024 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა გარემოს დაბინძურების მონიტორინგი.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru