საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება გულისხმობს,
საქართველოს საზღვრებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ
მისამართზე გზავნილების მიტანას.
„საერთაშორისო გზავნილი“, შემდგომში „გზავნილი“, გულისხმობს:
სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ. წერილობით ფოსტას და სხვადახვა
წონის და ზომის ამანათს, რომლის მიტანაც ხორციელდება საქართველოს
საზღვრებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ
მისამართზე.
მომსახურება მოიცავს:
1. უფასო საკურიერო მომსახურებას.
2. საქართველოს მასშტაბით შემსყიდველის ტერიტორიული ერთეულებიდან
(ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ დანართ N2-ში - „მისამართები“),
მიმწოდებლის წარმომადგენლისთვის/კურიერისთვის გასაგზავნი
გზავნილების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველთან
შეთანხმებით, ყოველ სამუშაო დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,
დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, თბილისში, ხოლო დანარჩენ
ტერიტორიაზე 17:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, შაბათ დღეს,
არაუგვიანეს 14:00 საათისა.
3. საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი
მიმართულებით) გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების ვადაა: 8 სამუშაო დღე.
გზავნილის ჩაბარების ვადის ათვლა განხორციელდება მიმწოდებლისთვის
გასაგზავნი გზავნილის გადაცემის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
4. გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება უნდა განხორციელდეს ადრესატის
მისამართზე ორჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით. გზავნილების
ჩაბარების ვადა აითვლება დამოუკიდებლად თითოეული ვიზიტისთვის,
კერძოდ:
- პირველი ვიზიტი - გზავნილის მიმწოდებლისთვის გადაცემის დღის მომდევნო
სამუშაო დღიდან, და განისაზღვრება 8 სამუშაო დღით.
5. - განმეორებითი ვიზიტი - პირველი ვიზიტისას გზავნილის ადრესატისთვის
მიტანის მომდევნო დღიდან, და განისაზღვრება 2 სამუშაო დღით. ყოველი
განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში გზავნილის უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ;
6. გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის შემსყიდველისთვის
მიწოდება უნდა განხორციელდეს ჩაბარებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.
გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს
ქართულ ენაზე. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს გზავნილის ჩაბარების
ზუსტი თარიღი, დრო და ჩაბარებაზე ხელმომწერი პირის სახელი/გვარი,
გარკვევით.
7. მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვით გათვალისწინებული მომსახურების
მხარდაჭერის, კონტროლისა და ანალიზისთვის გამოყოს სპეციალური/პირადი
მენეჯერი.
8. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე,
წარმოადგინოს ინფორმაცია მოთხოვნილ პერიოდში გზავნილთა ჩაბარების
მდგომარეობისა და გაწეული მომსახურების ამსახველი, მათ შორის
დაგვიანებით, განმეორებით (მეორეჯერ) მიტანილი გზავნილების რაოდენობის
და გადაცილებული დღეების შესახებ.
9. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო გზავნილების ონლაინ
რეჟიმში თვალყურის დევნების სისტემის (ე.წ. „თრექინგი“) გამართული
ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი იქნება გზავნილის მოძრაობის
სტატუსის ნახვა.
10. შემსყიდველის კონვერტებით თუ სხვა საჭირო შესაფუთი მასალით
შეუფერხებელი მომარაგება, გასაგზავნი გზავნილების რაოდენობის
არაუმეტეს 110%-ის ოდენობით.
11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატზე ჩაბარება
შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
12. ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საქმიანობის ან
საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს პირადად
ადრესატს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გზავნილის
ჩაბარება დასტურდება ადრესატის ხელმოწერით.
13. ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საცხოვრებელ
ადგილზე გაგზავნილი გზავნილი, ადრესატის არ ყოფის შემთხვევაში, უნდა
ჩაბარდეს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე
სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში გზავნილის ჩაბარება დასტურდება მიმღების ხელმოწერით.
ხელმომწერმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი და გვარი, ასევე სასურველია
მიუთითოს კავშირი ადრესატთან.
14. ადრესატისათვის, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელზე,
საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას,
მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო
ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც
უზრუნველყოფს გზავნილის გადაცემას ადრესატისთვის. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში გზავნილის ჩაბარება დასტურდება
მიმღების ხელმოწერით. ხელმომწერმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი და
გვარი, ასევე სასურველია მიუთითოს შესაბამისი სამსახურეობრივი
კავშირი ადრესატ ორგანიზაციასთან. თუ იურიდიული პირი რეგისტრირებულია
საცხოვრებელი სახლის (ბინის) მისამართზე, გზავნილის ამ მისამართზე
მცხოვრები სრულწლოვანი პირისთვის ჩაბარება ითვლება უფლებამოსილი
პირისთვის ჩაბარებად.
15. თუ მიმწოდებელი პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანისას
აღმოაჩეანს, რომ შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი არასწორია,
მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს.
მიმწოდებლისგან არასწორი მისამართის თაობაზე შესაბამისი
შეტყობინების მიღებიდან მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში
შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება
იმავე ქალაქში. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე
გაგზავნილი გადამისამართებული საერთაშორისო გზავნილების
ადრესატისთვის მიტანა იმავე ქალაქში უფასოდ (მათ შორის განმეორებით
მიტანა). ხოლო სხვა ქალაქში იგივე ტარიფით გაგზავნა, როგორც ეს
განსაზღვრულია ფასების ცხრილით (ჩაითვლება როგორც ახალი გზავნილი
საქართველოში შემსყიდველის ლოკაციიდან შეცვლილ მისამართამდე).
16. ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გზავნილი განადგურდეს, თუ
გამგზავნს გზავნლის გაგზავნამდე წინასწარ არ აქვს დაფიქსირებული, რომ
სურს ჩაუბარებელი გზავნილის უკან დაბრუნება.
17. გზავნილების მიახლოებითი რაოდენობა იხილეთ თანდართულ ფაილში
„გზავნილების მიახლოებითი რაოდენობა“.