1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებით მიწოდებული წერილის (საჯარიმო ქვითრის)
მატერიალურ ფორმატში (ქაღალდზე) გადატანა, კონვერტში მოთავსება და
ადრესატისთვის ჩაბარება. შესყიდვა მოიცავს სავარაუდოდ 9 400 (ცხრა ათას
ოთხასი) გზავნილს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან - 2024 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით.
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებით მიწოდებული წერილის ადრესატისთვის გაგზავნა
(მიტანა) საქართველოს მასშტაბით (ნებისმიერ მისამართზე) 1-8 სამუშაო დღის
განმავლობაში.
1.2.3 პირველ ჯერზე წერილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
მიმწოდებელმა მისამართზე უნდა დატოვოს შესაბამისი სტიკერი, სადაც
მითითებული იქნება, რომ ადრესატის სახელზე მისულია გზავნილი
(შეტყობინება). ამასთან მითითებული უნდა იყოს მისამართი, სადაც ადრესატს
საშუალება ექნება მიიღოს წერილი, წერილში მითითებული უნდა იყოს
ფოსტაში გამოცხადების საბოლოო თარიღი, რომელიც სასურველია არ იყოს
წერილის დავიზიტებიდან 30 კალენდარულ დღეზე მეტი .
1.2.4 პირველ ჯერზე წერილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს (შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი
დამატებითი შეტყობინების გარეშე ან/და ხარჯების გაწევის გარეშე)
ადრესატისთვის მისი განმეორებით გაგზავნა, პირველად გაგზავნილი
წერილის ფოსტაში დაბრუნებიდან არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 50 დღისა.
პირველად გაგზავნის შემდეგ აუცილებელია შედეგის ელექტრონული
სერვისებით შემსყიდველის ინფორმირება და მეორედ გაგზავნამდე წერილის
სტატუსის გადამოწმება შემსყიდველის საინფორმაციო სისტემაში
ელექტრონულად. გაგზავნის ვადის დაცვით მეორედ უნდა გაიგზავნოს მხოლოდ
ის წერილები, რომლებსაც ექნებათ აქტიური სტატუსი. („გადაუხდელი“ და
„ჩაუბარებელი“ სტატუსი). წერილის განმეორებით ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, წერილის სტატუსი შემსყიდველს უნდა ეცნობოს იმავე დღეს,
მხოლოდ ელექტრონული სერვისებით და ის ფიზიკურად აღარ უნდა დაუბრუნდეს
მას. ამასთან დაუშვებელია წერილის ჩაბარების მიზნით ორზე მეტი ვიზიტის
განხორციელება. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილის განადგურება
მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
1.2.5 ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში, ინსტალაცია და
პირველადი გაშვება, ასევე ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული
ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება დაუყონებლივ.
მიმწოდებლის - პროგრამული უზრუნველყოფისათვის წერილის მიწოდება
განხორციელდება შემსყიდველის მიერ გამოყენებული პროგრამული
გადაწყვეტილებიდან ელექტრონული სერვისების საშუალებით. მიმწოდებელი
უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის პროგრამულ უზრუნველყოფასთან
თავსებადობა. მიმწოდებლის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით
მოხდება შემსყიდველის მხრიდან წერილის მიწოდება.
შემსყიდველი და მიმწოდებელი გაწეული მომსახურების თაობაზე
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ეყრდნობიან ელექტრონულ ბაზაში
არსებული გაგზავნილი წერილების რაოდენობრივ მაჩვენებლებს და თუ არ
ხდება ზუსტი ინფორმაციის დადგენა ელექტრონული ბაზით მხარეების
შეთანხმების შემთხვევაში ზუსტი ინფორმაციის დადგენის მიზნით
ნებისმიერი სხვა საშუალებით შესაძლებელია მოხდეს ინფორმაციის
დადგენა და აღნიშნულის საფუძველზე მიღება-ჩაბარების გაფორმება.
1.2.6 შემსყიდველს ზემოაღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით
უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიღება წერილის მოძრაობის და მისი
ადრესატისთვის ჩაბარების შესახებ. შემსყიდველი ელექტრონულად უნდა
ხედავდეს მიმღები პირის ხელმოწერას, შემსყიდველს საშუალება უნდა
ჰქონდეს ნებისმიერ დროს (დღის/თვის ჭრილში) ელექტრონულად შეამოწმოს
მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების რაოდენობა და თითოეული
წერილის სტატუსი. შემსყიდველს საშუალება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დროს,
მიმწოდებლის პროგრამაში შეამოწმოს და ჩამოტვირთოს უფლებამოსილი
პირის მიერ გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი, PDFფაილის
სახით.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დროს
შეადგინოს ჩაბარების დამადასტურებელი მატერიალური ან/და ელექტრონული
დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ადრესატის ხელმოწერით.
დამადასტურებელ დოკუმენტში (მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტი)
მიუთითოს გზავნილის გარეგანი ვიზუალური აღწერილობაც.
სხვა პირობები: - მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება მის მიერ
ჩაბარებული გზავნილის სადაოდ გახდის შემთხვევაში, ასევე შემსყიდველის
მოთხოვნისას უზრუნველყოს წერილობითი ინფორმაციის წარმოდგენა
ჩაბარებულ გზავნილებთან დაკავშირებით.
1.2.8 მიმწოდებელმა ჩაბარება უნდა განახორციელოს პირადად ადრესატზე მის
რეგისტრაციის მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე სრულწლოვანი
პირისათვის. ამასთან ჩაბარებისას ვალდებულია მიუთითოს ჩამბარებლის
პირადი ნომერი და აღნიშნული ელექტრონულად უნდა ასახოს პროგრამაში
იმავე დღეს.
1.2.9 გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება მის რეგისტრაციის
მისამართზე პირადად ან აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი
ოჯახის წევრისთვის (ადრესატის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე,
შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები
სხვა სრულწლოვანი პირი). ჩაბარების/ჩაუბარებლობის დოკუმენტში
(ჩაუბარებლობის კომენტარი) უნდა მიეთითოს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ
ვინ არ ჩაიბარა გზავნილი, ადრესატმა თუ მისი ოჯახის წევრმა (პირის
საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით ასეთი სახის მონაცემების
მიღების შესაძლებლობის შემთხვევაში).
1.2.10 გზავნილი იურიდიულ პირთან მიტანილი უნდა იყოს იურიდიულ მისამართზე,
სადაც უნდა ჩაბარდეს დირექტორს ან კანცელარიას/კანცელარიის
თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე
უფლებამოსილ შესაბამის პირს.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილების ჩაბარება/არ ჩაბარების
დამადასტურებელი დოკუმენტები (მატერიალური ან/და ელექტრონული
დოკუმენტი) ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში იმავე დღეს.
1.2.12 მიმწოდებელმა ყოველი თვის ბოლოს უნდა უზრუნველყოს Excel-ის ცხრილით
თვის ჭრილში გაგზავნილი გზავნილების მონაცემების შესაბამისად.
1.2.13 მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებული მომსახურების
კონტროლის, ანალიზისა და დროული კომუნიკაციის მიზნით უნდა გამოყოს
შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
1.2.14 ჰიბრიდული წერილის ტექნიკური მახასიათებლები: წონა - არაუმეტეს 100 გრ;
მინიმალური ზომა - 90მმ X 140 მმ; მაქსიმალური ზომა - 240მმ X 340მმ; მაქსიმალური
რაოდენობა - 15 ფურცელი.
1.2.15 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ჰიბრიდული საფოსტო მომსახურების
(თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფით) გაწევის გამოცდილება.