Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области садоводства (Грузия - Тендер #58154027)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 58154027
Дата публикации: 16-10-2024
Сумма контракта: 73 875


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020321
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.10.2024 14:05
Начало приема предложения 27.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.10.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 73`875.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77300000-Услуги в области садоводства
Коды классификатора
  • 77310000 - Развитие и поддержание зеленых насаждений
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება

მრავალწლიანი შესყიდვა

01.01.2025-31.12.2025 პერიოდი - 2025 წლის ბიუჯეტით (59 100 ლარი)
01.01.2026-31.03.2026 პერიოდი - 2026 წლის ბიუჯეტით (14 775 ლარი)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 296.00 GEL
Размер гарантии 739 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit gotsadze :: 09.10.2024 13:55
  • Последнее исправление: davit gotsadze :: 16.10.2024 14:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=597479&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ დანართ N2-ში მოცემული რაოდენობისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად უნდა გამოყოს ყველა საჭირო მანქანა/დანადგარებით, მოწყობილობებით, ხელსაწყოებითა და სხვა საშუალებებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური (აღნიშნულ სფეროში გამოცდილი) მომსახურე პერსონალი და არსებული ხე-მცენარეების ტიპების, სახეობების და ჯიშების გათვალისწინებით, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ქ. თბილისში ნოე რამიშვილის ქ. N38-ში მდებარე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება;

2. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს:

2.1. გამწვანებულ ტერიტორიაზე იდეალური სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, დასუფთავება და ნაგვის გატანა ყოველდღიურად საერთო ფართით – 19 115 მ2;
2.2. გაზონის დამუშავება საჭირო სეზონური სასუქებით - 18 933 მ2;
2.3. გაზონის იდეალური იერსახის შენარჩუნების მიზნით მისი სისტემატიური გაკრეჭვა-გათიბვა, გაფოცხვა, ფორმირება და ნარჩენების გატანა საერთო ფართით – 18 933 მ2;
2.4. გაზონის დამუშავება სკარიფიკატორით (აერირება) - სეზონურად საჭრელი, სალეწი და საფოცხი დანების გამოყენებით საერთო ფართით - 18 933 მ2;
2.5. გაზონის გაწმენდა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შხამ-ქიმიკატების შეტანა) სარეველებისაგან საერთო ფართით 18 933 მ2;
2.6. სეზონურად სარწყავი ჯამების მოწყობა და დახურვა ხე-მცენარეების ირგვლივ - 2030 ძირზე;
2.7. ნიადაგის გაფხვიერება ხე-მცენარეების ირგვლივ - 2030 ძირზე;
2.8. ხე-მცენარეებიდან თოვლის საფარის დაბერტყვა - 2030 ძირზე;
2.9. ხეების გასხვლა და ნარჩენების გატანა - 361 ძირზე;
2.10. ბუჩქების და მცენარეების გასხვლა, ფორმირება, ნარჩენების გატანა - 5493 ძირზე;
2.11. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების დამუშავება საჭირო სასუქით - 5493 ძირზე;
2.12. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების შეწამვლა სეზონური დაავადებების საწინააღნდეგოდ (ნაცარი, ბუგრები, კოკრიჭამიები და სხვ.) - 5493 ძირზე;
2.13. ბუჩქების ფორმირება - 578 გრძ/მ;
2.14. ყვავილნარებისა და ტერასების მულჩირება - საერთო ფართით 938 მ2;
2.15. ხე-მცენარეებისა და ბუჩქების მორწყვა ხელით - 5493 ძირზე;
2.16. დაზიანებული გაზონის საფარის დამუშავება და მინიმუმ 4 კომპონენტიანი ბალახის თესლის მიწოდება- შეთესვა (ჯამურად არაუმეტეს 200 მ2);
2.17. საჭიროებისამებრ გამდიდრებული ორგანული ნაზავის შეტანა, აუცილებელი შემადგენლობით: გაცრილი ნიადაგი - 70%, დამწვარი ნაკელი - 20%, მდინარის სილა - 10%;
2.18. სარწყავი სისტემის მოვლა პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფმიერთების კვანძის, მფრქვევანის, ელექტრო ონკანის ან სხვა დეტალების შეცვლა არსებულის ანალოგიურით;
2.19. ინტერიერის მცენარეების ფოთლებისა და ტოტების გასუფთავება მტვრისგან სველი ღრუბელით, სხვლა და ფორმირება – 83 ც;
2.20. საჭიროებისამებრ ინტერიერის მცენარეებისთვის სასუქის შეტანა – 83 ც;
2.21. საჭიროებისამებრ ინტერიერის მცენარეების შეწამვლა პროფილაქტიკის მიზნით – 83 ც;
2.22. ინტერიერის მცენარეების გასუფთავება ზედმეტი ამონაყარისაგან – 83 ც;
2.23. ინტერიერის მცენარეების ორგანული სასუქით გამდიდრებული ნაზავის დამატება – 83 ც;
2.24. ინტერიერის მცენარეების მორწყვა ხელით – 83 ც;

3. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი ხარჯებით პერიოდულად უნდა განახორციელოს ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმება და დასკვნის საფუძველზე მოახდინოს სასუქების სახეობების განსაზღვრა.

4. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს არახარისხოვნად გაწეული მომსახურების, უმოქმედობის, ასევე აღნიშნული მომსახურების გაწევის დროს ან/და გაწეული მომსახურების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სახის ზიანის აღმოფხვრა, მათ შორის დაავადებული ან გამხმარი ხე-მცენარეების ჩანაცვლება;

5. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.

6. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა) - 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ დანართ N2-ში მოცემული რაოდენობისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად გამოყოფილი ყველა საჭირო მანქანა/დანადგარებით, მოწყობილობებით, ხელსაწყოებითა და სხვა საშუალებებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური (აღნიშნულ სფეროში გამოცდილი) მომსახურე პერსონალის საშუალებით უნდა განახორციელოს ქ. თბილისში ნოე რამიშვილის ქ. N38-ში მდებარე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-დასუფთავების მომსახურება, რაც გულისხმობს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით გაწერილ მომსახურებებს.

- მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო სპეციალური უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი ან/და წარწერა;

- ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ყოველი საანგარიშო თვის დაწყებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს წარუდგენს მომდევნო საანგარიშო თვის სამოქმედო გეგმას, დეტალურად გაშიფრული საჭირო მომსახურებების, მათი შესრულების პერიოდის და შესრულების ვადების მითითებით (ფასების ცხრილის - დანართი N1-ის მე-2 გრაფის შესაბამისად).

- საანგარიშო პერიოდში მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს მუშაობის პერიოდში ყველა სახის ხარვეზის აღმოფხვრას, ასევე უზრუნველყოფს არსებული სარწყავი სისტემის მონიტორინგს და დაზიანებების აღმოფხვრას.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000.00 (ასი ათასი) ლარის ღირებულების გამწვანებული ტერიტორი(ებ)ის მოვლა-პატრონობის მომსახურეობის გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

• პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N3-ის სახით ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

• პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს: მტვერსასრუტი-კომპრესორი არანაკლებ 2 ცალი, ხელის ბენზოცელი არანაკლებ 2 ცალი, უნივერსალური სათიბი ბენზინის ან დიზელის ძრავზე არანაკლებ 2 ცალი, მინდვრის საკრეჭი ტრაქტორი, სკარიფიკატორი, თესლის გამანაწილებელი მოწყობილობა, ბუჩქის საკრეჭი, ტოტების საკრეჭი, ბენზოხერხი, ასევე მომსახურების გაწევისათვის საჭირო სხვა სამუშაო იარაღები. აღნიშნული მანქანა-მექანიზმები და სამუშაო იარაღები ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მომსახურების გაწევის მიზნით, განთავსებული უნდა იყოს შემსყიდველის კუთვნილ ტერიტორიაზე.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

• პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს დანართი N2-ით გათვალისწინებული ზედამხედველის აგრონომობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დიპლომი ან/და შესაბამისი სერტიფიკატი).

2.9 other additional requirements

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან, მათ შორის: ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების, სასუქების, შესაწამლი საშუალებების, სარწყავი სისტემების დეტალებისა და აქსესუარების, ბალახის თესლის, სამუშაო იარაღების, ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, სხვა საჭირო საშუალებების ხარჯებსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების მთლიანი თანხა, ასევე ერთ თვეზე გასაწევი მომსახურების ფასი მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1–ში (დანართი N1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

4. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთ თვეზე გასაწევი მომსახურების ღირებულება დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც;

5. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს მომსახურე პერსონალის რაოდენობა და სამუშაო გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2-ში მითითებული გრაფიკისა და რაოდენობების შესაბამისად (მიბმული ფაილის სახით იხ. დანართი N2).

6. პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N3-ის სახით ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

7. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

8. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

9. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნოტარიულად დამტკიცებული უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

10. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

11. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

უჩა ცუცქირიძე, 577771814, uchacucqiridze10@gmail.com სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: დავით გოცაძე 577 77 88 12

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

- ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

- შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

- ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.

- პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru