Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #58154014)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 58154014
Дата публикации: 16-10-2024
Сумма контракта: 14 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020303
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.10.2024 10:25
Начало приема предложения 25.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 28.10.2024 16:00
Предполагаемая цена закупки 14`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18200000 - Верхняя одежда
  • 18230000 - Различные виды верхней одежды
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
ტექნიკური სამსახურის ფორმის ტანსაცმლის შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 147 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ani chrelashvili :: 24.09.2024 14:46
  • Последнее исправление: nino beridze :: 16.10.2024 10:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=595624&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ტექნიკური სამსახურის ფორმის ტანსაცმლის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ქურთუკი უმკლავო კომბინირებული (ჟილეტის ტიპის) - 100 ცალი

ქურთუკი უმკლავო კომბინირებული (ჟილეტის ტიპის) მოკლე (წელის ხაზზს ქვემოთ არანაკლებ 15 სმ). ფერი - მუქი ლურჯი და რუხი (ნაცრისფერი) ფერების კომბინაცია, ქსოვილი - მუქი ლურჯი ფერის, შემადგენლობა – ბამბა 50%, ± 10%, დანარჩენი პოლიესტერი.
ქსოვილის წონა - 230 გრ/მ.კვ ± 10 გრ/მ.კვ ფარგლებში. ჟილეტი თავისუფალი სილუეტის, წინა კალთებზე გულმკერდზე დამუშავებულია რელიეფური ზედნადები ჯიბეები სარქველებით. მარჯვენა ჯიბე ორ განყოფილებიანი. ჯიბის ერთი მესამედი მუშავდება ვერტიკალური ორი სამკერვალო გვირისტით. ჯიბის გვერდით დამატებითი ვერტიკალური ჭრილით ჩაჭრილი ჯიბე, რუხი ფერის პლასტმასის ელვა-შესაბნევით. მარცხენა ჯიბეზე მაგრდება მრავალდანაყოფიანი 3 სმ სიგანის ზოლი, ტექნიკური მცირე ზომის ხელსაწყოების მოსათავსებლად. ჯიბის ქვემოთ დამატებითი ჰორიზონტალური ჭრილით ჩაჭრილი ჯიბე. იკვრება რუხი ფერის პლასტმასსის ელვა-შესაბნევით. ჟილეტის ქვედა წინა კალთებზე დამუშავებულია ღია ტიპის ზედნადები ჯიბეები ოვალური ჭრილებით. ჟილეტის წინა კალთები იკვრება #6-8 ლურჯი ფერის პლასტმასის ელვა-შესაკრავით. საყელო-დგარი ფორმის, ორმაგი. შიგნითა მხარე მუშავდება რბილი ქსოვილით (ფლისი, ფულე და მისთანა). ქურთუკის ქსოვილი არ უნდა ხუნდებოდეს, კარგავდეს ფერს და იკუჭებოდეს ადვილად. გაწყობილი ბადისებური სარჩულით (შემსყიდველთან შეთანხმებით). ზურგზე ნაქარგი ოვალური წარწერა - “დაცვის პოლიცია” და მის ქვემოთ სწორხაზოვანი წარწერა “ტექნიკური სამსახური”. წინა მარცხენა ჯიბის თავზე სწორხაზოვანი (შესაძლოა ორმწკრივი) წარწერა - “დაცვის პოლიცია”.

1.2.2. მაისური (პოლოს ტიპის) მოკლე სახელოებით (ღია რუხი ფერის) - 100 ცალი

მაისური (პოლოს ტიპის) მოკლე სახელოებით (ღია რუხი ფერის) გვერდითი ჭრილებით დაბოლოებაზე; საყელო კლასიკური, სუფთად ნაქსოვი. მოკლე მკლავით, მკლავის სიგრძე 24 სმ±2სმ; საკინძე სამ ღილზე. ღილები ქსოვილის ფერის ტონალობაში; ქსოვილის ტიპი პენია ან კომბეტ-კოტონი, ქსოვილის გრამაჟი 195 გრ/მ.კვ±20 გრ/მ.კვ ქსოვილი ბოჭკოვანი შემადგენლობა არანაკლებ 90% ბამბა. მკერდზე მარცხენა მხარეს სრულდება ორმწკრივი კონტურული წარწერა ,,დაცვის პოლიცია“. ორმწკრივად განლაგებული წარწერის საერთო სავარაუდო ზომები: სიმაღლე - 4 სმ, სიგანე 11 სმ. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი ძაფით #25-40. ზურგზე (ბეჭიდან ბეჭამდე) სრულდება ნაქარგი, ნახევრად ოვალური ფორმის წარწერა ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო მის ქვემოდ სწორხაზოვანი წარწერა „ტექნიკური სამსახური“. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი ძაფით #25-40. ქარგვა (წარწერები) უნდა განხორციელდეს სუფთად, გადაბმებისა და ხარვეზების გარეშე, ასოები თანაბარი დაშორებით, ამონაძენძებისა და ხარვეზების გარეშე. წარწერის შესრულება მაღალი ხარისხის, მკაფიო გამოსახულებებით და სწორად შერჩეული დიზაინით. მაისურის ქსოვილი დამუშავებული უნდა იყოს გახუნების საწინააღმდეგო საღებავით. მაისური ჩაკერილი ავერლოკის მანქანით.

1.2.3. მაისური (პოლოს ტიპის) გრძელი სახელოებით (ღია რუხი ფერის). - 100 ცალი

მაისური (პოლოს ტიპის) გრძელი სახელოებით (ღია რუხი ფერის) გვერდითი ჭრილებით დაბოლოებაზე; საყელო კლასიკური, სუფთად ნაქსოვი. მკლავის დაბოლოება ნაქსოვი გარეზინებული მანჟეტით; მანჟეტის სიგანე 3,5-4 სმ; საკინძე სამ ღილზე. ღილები ქსოვილის ფერის ტონალობაში; ქსოვილის ტიპი პენია ან კომბეტ-კოტონი, ქსოვილის გრამაჟი 195 გრ/მ.კვ±20გრ/მ.კვ. ქსოვილი ბოჭკოვანი შემადგენლობა არანაკლებ 90% ბამბა. მკერდზე მარცხენა მხარეს სრულდება ორმწკრივი კონტურული წარწერა ,,დაცვის პოლიცია“. ორმწკრივად განლაგებული წარწერის საერთო სავარაუდო ზომები: სიმაღლე - 4სმ, სიგანე 11 სმ. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი ძაფით #25-40. ზურგზე (ბეჭიდან ბეჭამდე) სრულდება ნაქარგი, ნახევრად ოვალური ფორმის წარწერა ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო მის ქვემოდ სწორხაზოვანი წარწერა „ტექნიკური სამსახური“. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი ძაფით #25-40. ქარგვა (წარწერები) უნდა განხორციელდეს სუფთად, გადაბმებისა და ხარვეზების გარეშე, ასოები თანაბარი დაშორებით, ამონაძენძებისა და ხარვეზების გარეშე. წარწერის შესრულება მაღალი ხარისხის, მკაფიო გამოსახულებებით და სწორად შერჩეული დიზაინით. მაისურის ქსოვილი დამუშავებული უნდა იყოს გახუნების საწინააღმდეგო საღებავით. მაისური ჩაკერილი ავერლოკის მანქანით.

აღნიშნული პარამეტრები გათვლილია 52 ზომის ქურთუკის და მაისურებისთვის.

შენიშვნა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე არ მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის ასევე მათი სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან: 35 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ც/საწყობი, მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N158.

1.5.2 მომწოდებელმა საქონლის მოწოდება და ჩამოტვირთვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მუშახელითა და ტრანსპორტირებით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. საგარანტიო ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
1.7.1.2. მომწოდებელმა საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით.
1.7.1.3. ხარვეზის, დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის დაფიქსირების შემთხვევაში, საქონლის საგარანტიო მოქმედების ვადაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს შესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით, აღნიშნულის შესახებ შემსყიდველი ატყობინებს მიმწოდებელს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (მიმწოდებლის მიერ მითითებულ ელ. მისამართზე), შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის 10 დღიანი ვადა.
შენიშვნა: რეკვიზიტების მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი შეცვლის შემთხვევაში, „მომწოდებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „შემსყიდველს“ განხორციელებული ცვლილების შესახებ. რეკვიზიტებში (ელ.ფოსტის მისამართი შეცვლის) განხორციელებიული ცვლილების „შემსყიდველისათვის“ შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით ან მისამართზე გაგზავნილი წერილი ჩაითვლება ჩაბარებულად.
1.7.1.4. საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს.
1.7.1.5. რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული. გამძლე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელის /ბრენდის შესახებ.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს 2021 წლის 01 იანვრიდან არაუმეტეს 10 000,00 (ათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება.
2.2.1.2. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.9.2. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს, მოთხოვნიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ.ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით) 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში ექსპერტიზის ჩატარება საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS, ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.
2.9.3. ტანსაცმლის ზომები (როსტები) და სტილიზებული სამკლაური და სამკერდე ემბლემების საბოლოო დიზაინი დაზუსტებული და შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან ხელშეკრულების დადებამდე.
2.9.4. საჭიროების შემთხვევაში ,,შემსყიდველმა “ და ,,მომწოდებელმა” ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, ფორმის ტანსაცმლის არსებითი ცვლილების, ხელშეკრულების ფასის შეცვლის და მხარეთა კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, შესაძლოა შეიტანონ უნიფორმის ტანსაცმლის ცალკეული ელემენტების დიზაინში ცვლილებები.
ატრიბუტიკის და სხვა აქსესუარების დიზაინი და ზომები დაზუსტებული და შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან ხელშეკრულების დადებამდე.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს სატენდერო დოკუნტაციის 1.2 პუნქტში მითითებულ მახასიათებლებზე, კერძოდ "ექსპერტიზის დასკვნები ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას" პუნქტის შესაბამისად.

- ექსპერტიზის დასკვნები ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მახასიათებლებზე: შემადგენლობა, გრამაჟი, ფერის მდგრადობას ცვეთის მიმართ -არანაკლებ 4, სინათლის მიმართ - არანაკლებ 4 და რეცხვის მიმართ - არანაკლებ 4.

3.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ექსპერტიზის გამცემი პირის მიერ დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.3. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.
3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.
3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.6 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირებულ“ პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.
3.1.1.7 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ტანსაცმლის ნიმუში უნდა იყოს მამაკაცისათვის 52 ზომა.

შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 158. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2. ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები“.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება 7,2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბერიძე, 599181715, n.beridze@spd.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10.1.3 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი (წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელის/ბრენდის და საგარანტიო ვადის მითითებით) დანართი N1-ის მიხედვით და მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის/ბრენდის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასთა ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

10.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru