Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование для охлаждения и вентиляции (Грузия - Тендер #58154003)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 58154003
Дата публикации: 15-10-2024
Сумма контракта: 199 007


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240020291
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.10.2024 19:36
Начало приема предложения 25.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 28.10.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 199`007.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 42500000-Оборудование для охлаждения и вентиляции
Коды классификатора
  • 42510000 - Теплообменники, оборудование для кондиционирования, холодильное оборудование и устройства фильтрации
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
Шаг снижения цены 800.00 GEL
Размер гарантии 1`990 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam berkatsashvili :: 08.10.2024 16:57
  • Последнее исправление: lana tutberidze :: 15.10.2024 19:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=597381&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია მონაცემთა დამუშავების ძირითადი ცენტრის სითხით გაგრილების კარადებისა და ვენტილატორების სახელმწიფო შესყიდვა თანამდევი მომსახურებით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. არსებული მდგომარეობის აღწერა:

სააგენტოს გააჩნია სარეზერვო და ცენტრალური დატაცენტრი
ცენტრალური დატაცენტრი (ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა):
- 8 ცალი დახურული ტიპის სასერვერო კარადა – Rittal TS-IT 600x1200x2000;
- 8 ცალი სითხით გაგრილების კარადა - Rittal LCP Standard 300x1200x2000 (არსებული აპარატურის ტექნიკური მონაცემები მოცემულია N1 დანართში);
- 2 ცალი სითხის გაგრილების ჩილერი - Rittal IT Chiller 48kw.
გაგრილების სისტემა ამჟამად ფუნქციონირებს 2N რეზერვირების ტოპოლოგიით.

სარეზერვო დატაცენტრი (ქ. თბილისი, კონკრეტული მისამართი ეცნობება მიმწოდებელს):
- 6 ცალი დახურული ტიპის სასერვერო კარადა – Rittal TS-IT 600x1200x2000;
- 7 ცალი სითხით გაგრილების კარადა - Rittal LCP Standard 300x1200x2000 (არსებული აპარატურის ტექნიკური მონაცემები მოცემულია N1 დანართში);
- 2 ცალი სითხის გაგრილების ჩილერი - Rittal IT Chiller 48kw.
გაგრილების სისტემა ამჟამად ფუნქციონირებს 2N რეზერვირების ტოპოლოგიით.


2. მიმწოდებლის ვალდებულება:

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
• N2 დანართში წარმოდგენილი 3 ცალი გაგრილების კარადის და 4 ერთეული ვენტილატორის (ცენტრალურ დატაცენტრში, Rittal LCP 3313130-ის არსებულ გაგრილების კარადაში ჩამატება) საინტალაციო სამუშაოების შესრულებისათვის ყველა საჭირო ტიპისა და ოდენობის მილსადენებისა და აქსესუარების მიწოდება;
• დატაცენტრებში 3 ცალი გაგრილების კარადის მონტაჟი (აქედან 2 სითხით გაგრილების კარადა არის ე.წ ბოლო კარადა და გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ცალი მხრიდან დახურული მხარე)
ჩანაცვლებული უნდა იყოს ცენტრალურ დატაცენტრში 1 ცალი და სარეზერვო დატაცენტრში 2 ცალი სითხით გაგრილების კარადა. არსებული სითხის გაგრილების კარადების დემონტაჟი უნდა მოხდეს კორექტულად, მისი დაზიანების გარეშე);
• აღნიშნული 3 გაგრილების კარადა უნდა ჩაანაცვლოს იმგვარად, რომ აქტიურ აპარატურას არ შეუწყდეს გაგრილების ფუქნციონალი, ან არ დაზიანდეს და არ გაითიშოს საკომუნიკაციო ან სასერვერო აპარატურა;
• ყველა მიწოდებული გაგრილების კარადა უნდა დამონტაჟდეს სასერვერო კარადედებთან და იყოს მათთან ფიზიკური პარამეტრებით აბსოლუტურად თავსებადი. მოთხოვნილი შესყიდვის ობიექტის დეტალური ტექნიკური მონაცემები და რაოდენობა მოცემულია ქვემოთ წარმოდგენილ N2 დანართში;
• უზრუნველყოს მიწოდებული კომპონენტების ინსტალაცია, საწარმო გარემოში გაშვება და ტესტირება მწარმოებლის მიერ დადგენილი წესებისა და ტექნიკური ნორმების მკაცრი დაცვით.
• ფიზიკური პარამეტრების შესასწავლად, შენიშვნების ჩამოსაყალიბებლად და სისტემების კომპონენტების დეტალური შემოთავაზებისთვის, დაინტერესებულ პირებს შემსყიდველის თანხმობის საფუძველზე, უფლება აქვთ ადგილზე შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 170 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: სააგენტოს ცენტრალური დატაცენტრი (ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა) და სარეზერვო დატაცენტრი (ქ. თბილისი, კონკრეტული მისამართი ეცნობება მიმწოდებელს).

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნულ აპარატურაზე სრული საგარანტიო პერიოდის (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წლის) განმავლობაში მწარმოებლის საგარანტიო მომსახურების მიწოდება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

"ფასების ცხრილში" შევსებული უნდა იქნეს სვეტი "შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანია/ბრენდი" და "მწარმოებლის მიერ მინიჭებული დასახელება (მოდელი)".

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, გარდა ამავე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა (ფასების ცხრილის პირველ პოზიციასთან დაკავშირებით) უნდა წარმოადგინოს, 2019 წლიდან წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დამთავრებამდე მონაცემთა დამუშავების ცენტრებში სითხით გაგრილების კარადების მიწოდება-მონტაჟის მინიმუმ ორი პროექტის ჩამონათვალი, რომლებიც რეალიზებულია იმ მწარმოებლის პროდუქტით, რასაც გვთავაზობს პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერში. პრეტენდენტმა ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ან/და მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ტენდერის ან CMR ნომერი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს ფასების ცხრილის პირველ პოზიციასთან დაკავშირებით უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სპეციალისტი, მის მიერ წარმოებული ტექნიკის მომსახურებაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სერტიფიკატის ასლი. დოკუმენტი შესაძლებელია გაცემული იქნას მწარმოებლის / მისი რომელიმე ფილიალის / მშობელი /მშობელი კომპანიის კორპორაციაში შემავალი სხვა კომპანიის მიერ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს ფასების ცხრილის პირველ პოზიციასთან დაკავშირებით მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის ასლი (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form) (თუ მიმწოდებელი და მწარმოებელი ერთი კომპანია არ არის) ფასების ცხრილით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტზე. დოკუმენტი შესაძლებელია გაცემული იქნას მწარმოებლის / მისი რომელიმე ფილიალის / მშობელი/მშობელი კომპანიის კორპორაციაში შემავალი სხვა კომპანიის მიერ.

2.9 other additional requirements

1. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა. ასევე ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ ჩაითვლება პრეტენდენტის გამოცდილებად.

2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა ფორმა N2 ან ფორმა N3 (პრეტენდენტი ვალდებულია ნებართვა მატერიალური სახით წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დადებამდე).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ტენდერის სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდება ვერ განახორციელება არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა, მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბრისა წარმოადგინოს სახელშეკრულებო ღირებულების 100%-იანი წინასწარი ანგარიშსწორების სადაზღვევო/საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

შემსყიდველი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის წარდგენიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება მიმწოდებლის ანგარიშზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ ან სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 7.1.1 პუნქტის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 7.1.1 პუნქტის შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლანა თუთბერიძე, 592255272, l.tutberidze@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია:
1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად.

აღნიშნული წესი არ ეხება:
1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი "ფასების ცხრილი"). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის, "ფასების ცხრილთან "დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru