1 სწრაფი დეზინფექტანტი ზედაპირებისთვის:
- 1 ლიტრიანი მაგიდაზე დასადგამი დოზატორით 100 ცალი
- არაუმეტეს 5 ლიტრანი შეფუთვა, საიდანაც შესაძლებელი იქნება ნაწილის
გადმოტანა 100 ლიტრი
სწრაფი დეზინფექტანტი თხევადი სახით, მზა ხსნარი. სამედიცინო
მოწყობილობების, ზედაპირების, ნებისმიერი მასალის სამედიცინო
დანიშნულების საგნების დეზინფექციისათვის. უალდეჰიდო, აქტივობის
ფართო სპექტრი ყველა სახის პათოლოგიურ მიკრობზე - ბაქტერიებზე (EN 13727),
მიკობაქტერიებზე (EN 14348), სოკოებსა (EN 13624) და ვირუსებზე (EN 14476)
ზემოქმედებისათვის. ზემოქმედების დრო არაუმეტეს 5 წუთისა. სამუშაო
ხსნარი უნდა იყოს არატოქსიური და ჰიპოალერგიული და არ უნდა ქონდეს
მძაფრი სუნი. კონცენტრანტის დაფასოება უნდა იყოს ეტიკეტირებული,
რომელიც შესრულებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31
დეკემბრის N428 დადგენილებით დამტკიცებული საშიში ქიმიური
ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად. ხსნარის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ
ობიექტი/ზედაპირი არ უნდა საჭიროებდეს გადარეცხვას, ზედაპირებზე არ
უნდა ტოვებდეს შესამჩნევ კვალს. ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 თვე. არ უნდა
ახდენდეს გავლენას და არ უნდა აზიანებდეს სამედიცინო მოწყობილობებს და
ინსტრუმენტებს. შემოთავაზებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს
საერთაშორისო სტანდარტებს, მაგ. სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის
(CEN) მიერ დადგენილ EN ნორმებს ( EN 13727, EN 13624, EN 13697, EN 14348, EN 14476) ან/და სხვა EN სტანდატების
მსგავსად აღიარებულ და ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებს.
2. სადეზინფექციო კონცენტრანტი, ზედაპირებისთვის:
- 1 ლიტრიანი შეფუთვა 200 ცალი
- არა უმეტეს 10 ლიტრიანი შეფუთვა 200 ლიტრი
ზედაპირების სადეზინფექციო საშუალების კონცენტრანტი დამზადებული
უნდა იყოს ამონიუმის მეოთხეული ნაერთების ფუძეზე და არ უნდა შეიცავდეს
ალდეჰიდებს, თავისუფალ ქლორს და სპირტს. ორმაგი მოქმედების, ფერმენტის
შემცველი გამრეცხ მადეზინფიცირებული ხსნარი არ დაიშვება. ხსნარი
კარგად უნდა იხსნებოდეს წყალში და არ უნდა კარგავდეს ანტიმიკრობულ
აქტივობას. მიკროორგანიზმებზე ექსპოზიციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 15
წუთს. უნდა გამოირჩეოდეს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედებით,
უნდა გააჩნდეს ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური და ვირუციდური მოქმედება,
რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით EN სტანდატების
მიხედვით. კონცენტრანტი დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით
არაუმეტეს 10 ლიტრიან ჭურჭელში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების
შესაბამისად. კონცენტრანტის დაფასოება უნდა იყოს ეტიკეტირებული,
რომელიც შესრულებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31
დეკემბრის N428 დადგენილებით დამტკიცებული საშიში ქიმიური
ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად. ხსნარის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ
ობიექტი/ზედაპირი არ უნდა საჭიროებდეს გადარეცხვას. არ უნდა ახდენდეს
გავლენას და არ უნდა აზიანებდეს სამედიცინო მოწყობილობებს და სამუშაო
ზედაპირებს, ასევე არ უნდა იწვევდეს ლითონის ზედაპირების კოროზიას და
არალითონის ზედაპირების დაზიანებას. მზა, განზავებული ხსნარი უნდა
ინახებოდეს და ინარჩუნებდეს აქტივობას არანაკლებ 24 საათის
განმავლობაში. დანიშნულებისამებრ გამოყენებისას უნდა იყოს
არატოქსიური, ასევე უნდა იყოს ჰიპოალერგიული და არ უნდა ჰქონდეს მძაფრი
სუნი. ინჰალაციური გზით სასუნთქ ორგანოში მოხვედრისას არ უნდა
იწვევდეს გვერდით მოვლენებს. შემოთავაზებული კონცენტრანტი უნდა იყოს
რეგისტრირებული „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური
სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ
ბრძანების მიხედვით. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტიზაციის
ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ დადგენილ EN ნორმებს EN 14348, EN 14476, EN 13727, EN 13624 ან/და
სხვა შესაბამისი მოქმედების სტანდარტებს ; პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის მწარმოებელი ქვეყნის შესაბამისი
უფლებამოსილი ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი,
რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული კონცენტრანტის სატენდერო
მოთხოვნებთან შესაბამისობას. (მაგ. საქონლის წარმოშობის, ხარისხის და
უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 1. პრეტენდენტის მიერ
მოწოდებული უნდა იყოს დოკუმენტაცია ყოველი წარმოდგენილი პროდუქტის
პარტიის ხარისხის (იგულისხმება მწარმოებლის მიერ დაპატენტებული
პროდუქტის შემადგენლობის და ეფექტურობის ძირითად დოკუმენტაციასთან
მოსაწოდებელი პარტიის შესაბამისობა) ან/და ბაქტერიოციდული უნარების
კონტროლის შესახებ. 2. წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნული პროდუქტის
საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ლ.
საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ) და რეგისტრაციის პროცესში
ცენტრში წარდგენილი დოკუმენტების ასლები (სადაც მითითებულია რა
კონცენტრაციაზე და ექსპოზიციის დროზე და სხვა პირობებზე იქნა
აღნიშნული ხსნარის მიკრობიციდული უნარების შემოწმება მოთხოვნილი). 3,
მოწოდებული უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოების ფურცელი და გამოყენების
დეტალური ინსტრუქცია. 4. ელ. ტენდერში ნიმუშის სახით წარმოდგენილ
პროდუქციას უნდა მოყვეს საქართველოში შესაბამისი აკრედიტებული
დაწესებულების მიერ (მაგ: ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი),
საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხონის მიხედვით გაცემული
ვარგისი დასკვნა: ხსნარის მიკრობოციდული უნარების შესახებ კონკრეტული
იმ პარტიისთვის, რომელიც მოწოდებულ იქნება ნიმუშად.
3. სადეზინფექციო კონცენტრანტი ინსტრუმენტებისთვის:
- 1 ლიტრიანი შეფუთვა 100 ცალი
- არა უმეტეს 10 ლიტრიანი შეფუთვა 100 ლიტრი
ინსტრუმენტების (კრიტიკული და ნახევდრადკრიტიკული ნივთების
სადეზინფექციოდ, (სპოლდინგის მიხედვით)) სადეზინფექციო საშუალების
კონცენტრანტი დამზადებული უნდა იყოს ამონიუმის მეოთხეული ნაერთების
ფუძეზე და არ უნდა შეიცავდეს თავისუფალ ქლორს და სპირტს და/ან მაღალი
ტოქსიურობის მქონე ნაერთებს. ხსნარი კარგად უნდა იხსნებოდეს წყალში და
არ უნდა კარგავდეს ანტიმიკრობულ აქტივობას. მიკროორგანიზმებზე
ექსპოზიციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. უნდა გამოირჩეოდეს ფართო
სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედებით, უნდა გააჩნდეს ბაქტერიოციდული,
ფუნგიციდური და ვირუციდური მოქმედება, რაც უნდა დასტურდებოდეს
შესაბამისი დოკუმენტაციით EN სტანდატების მიხედვით. კონცენტრანტი
დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით არაუმეტეს 10 ლიტრიან ჭურჭელში,
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად. კონცენტრანტის
დაფასოება უნდა იყოს ეტიკეტირებული, რომელიც შესრულებული უნდა იყოს
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N428 დადგენილებით
დამტკიცებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და
ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ხსნარის
გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ ობიექტი/ზედაპირი არ უნდა
საჭიროებდეს გადარეცხვას. არ უნდა ახდენდეს გავლენას და არ უნდა
აზიანებდეს სამედიცინო მოწყობილობებს და სამუშაო ზედაპირებს, ასევე არ
უნდა იწვევდეს ლითონის იარაღების კოროზიას და არალითონის იარაღების
ზედაპირების დაზიანებას. მზა, განზავებული ხსნარი უნდა ინახებოდეს და
ინარჩუნებდეს აქტივობას არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.
დანიშნულებისამებრ გამოყენებისას უნდა იყოს არატოქსიური, ასევე უნდა
იყოს ჰიპოალერგიული და არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი. ინჰალაციური გზით
სასუნთქ ორგანოში მოხვედრისას არ უნდა იწვევდეს გვერდით მოვლენებს.
შემოთავაზებული კონცენტრანტი უნდა იყოს რეგისტრირებული „ქვეყანაში
სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანების მიხედვით. პროდუქტი უნდა
აკმაყოფილებდეს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ დადგენილ
EN ნორმებს EN 14348, EN 14476, EN 13727, EN 13624 ან/და სხვა შესაბამისი მოქმედების
სტანდარტებს; პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის
მწარმოებელი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ოფიციალური ორგანოს
მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული
კონცენტრატის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობას. (მაგ. საქონლის
წარმოშობის, ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
1. პრეტენდენტის მიერ მოწოდებული უნდა იყოს დოკუმენტაცია ყოველი
წარმოდგენილი პროდუქტის პარტიის ხარისხის (იგულისხმება მწარმოებლის
მიერ დაპატენტებული პროდუქტის შემადგენლობის და ეფექტურობის ძირითად
დოკუმენტაციასთან მოსაწოდებელი პარტიის შესაბამისობა) ან/და
ბაქტერიოციდული უნარების კონტროლის შესახებ. 2. წარმოდგენილი უნდა იყოს
აღნიშნული პროდუქტის საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი (გაცემული ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ) და
რეგისტრაციის პროცესში ცენტრში წარდგენილი დოკუმენტების ასლები
(სადაც მითითებულია რა კონცენტრაციაზე და ექსპოზიციის დროზე და სხვა
პირობებზე იქნა აღნიშნული ხსნარის მიკრობიციდული უნარების შემოწმება
მოთხოვნილი). 3, მოწოდებული უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოების ფურცელი
და გამოყენების დეტალური ინსტრუქცია. 4. ელ. ტენდერში ნიმუშის სახით
წარმოდგენილ პროდუქციას უნდა მოყვეს საქართველოში შესაბამისი
აკრედიტებული დაწესებულების მიერ (მაგ: ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი), საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხონის მიხედვით
გაცემული ვარგისი დასკვნა: ხსნარის მიკრობოციდული უნარების შესახებ
კონკრეტული იმ პარტიისთვის, რომელიც მოწოდებულ იქნება ნიმუშად.