ტექნიკური პირობები
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს მოძრავი ქონების (მანქანა-დანადგარები და ინვენტარი)
ინვენტარიზაცია და აღწერა
ინვენტარიზაციას ექვემდებარება ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული შემსყიდველის ბალანსზე რიცხული აქტივები, ხარჯებში
ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი მცირეფასიანი აქტივები,
ამორტიზებული ძირითადი აქტივები.
აღწერას ექვემდებარება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული
აქტივები.
აქტივები რომელიც ექვემდებარება ინვენტარიზაციას და აღწერას:
• გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები;
• ძირითადი აქტივები;
• არამატერიალური აქტივები;
• ფასეულობები (არსებობის შემთხვევაში).
ინვენტარიზაციის და აღწერის განხორციელების დროს წინამდებარე
ტექნიკური დავალების თავისებურებათა გათვალისწინებით მიმწოდებელმა
უნდა იხელმძღვანელოს:
მიმწოდებელი ვალდებული იქნება ძირითადი და მცირეფასიანი
საშუალებების ინვენტარიზაცია ჩაატაროს საქართველოს ფინანსთა
მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის №364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო
ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის
ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე
აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად
და წარმოადგინოს შევსებული დანართები,
მიმწოდებლის მიერ ინვენტარიზაცია და აღწერა უნდა განხორციელდეს
სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელიც იქმნება მიმწოდებლის და
შემსყიდველის წარმომადგენლებისაგან.
მიმწოდებლის მხრიდან სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებს
მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა ფუნქცია
შემოიფარგლება მიმწოდებლისთვის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული
პირობების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის
მიწოდებით.
მიმწოდებელი სრულ კოორდინაციას უწევს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას და
პასუხიმგებელია სამუშაო ჯგუფის შესაბამისი სპეციალისტებით
დაკომპლექტებისათვის, რომლებიც საჭიროა ტექნიკური დავალებით
განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის ინვენტარიზაცია და აღწერა
უნდა განხორციელდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში და იქ არსებულ
სასაწყობო მეურნეობაში; ასევე, მის დაქვემდებარებაში არსებულ
რეგიონებში არსებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში, ასევე,
ქირავნობით აღებულ სასაწყობე ფართში კერძოდ, ინვენტარიზაცია უნდა
ჩატარდეს:
1. უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალი - გორის რაიონი, სოფელი ქვახვრელი;
2. ვარძიისა და ხერთვისის ციხის ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი - სამცხე-ჯავახეთი, ასპინძა;
3. უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. უჯარმა,
სოფლიდან 5 კმ-შია;
4. პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური
მუზეუმ-ნაკრძალი - სენაკის მუნიციპალიტეტი , სოფ. ნოქალაქევი;
5. ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალი - ქ. ქუთაისი,
ნაზარაშვილის ქუჩა N7;
6. ნიკო ფიროსმანაშვილი სახელობის სახელმწიფო მუზეუმი - დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტი, სოფ. მირზაანი, და თბილისი, ფიროსმანის ქუჩა;
7. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი - სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდი
ჯიხაიში ;
8. დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი არმაზციხე
(ბაგინეთი) - შიდა ქართლი, ქალაქი მცხეთა და მისი შემოგარენი, თბილისიდან 21
კმ;
9. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქალაქი ბორჯომი, მდინარე
მტკვრის მარცხენა ნაპირი, თბილისიდან 160 კმ;
10. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური
მუზეუმ-ნაკრძალი - გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
11. გრემის მუზეუმი - კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, გრემის
ნაქალაქარი
12. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი - ხევი, ყაზბეგის რაიონი, დაბა
სტეფანწმინდა;
13. ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - ქ. ახალგორი,
თამარ მეფის ქ.#65 ;
14. მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი-მიუვალი სიმაგრე და უანალოგო კომპლექსი,
განვითარებული და გვიან შუა საუკუნეები- მუცო;
15. დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი-შიდა ქართლი, გორის
მუნიციპალიტეტი, სოფ. ქურთა;
16. სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი - ქვემო ქართლი, თრიალეთი,
წალკის რაიონი;
17. ქ. თბილისი - აღმაშენებლის გამზირი N 79 ;
18. ქ. თბილისი - თაბუკაშვილის ქუჩა N 7;
19. გარდაბანი, სოფელი გამარჯვება, რეგისტრირებული სასაწყობე შენობა (ს/კ
81.07.04.660);
20. სვანეთი - სოფელი ჩაჟაში
ინვენტარიზაციის და აღწერის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) აქტივების ნაშთის სააღრიცხვო მონაცემების დადგენა;
ბ) აქტივების ფაქტიური მდგომარეობის აღრიცხვა, საინვენტარიზაციო
აღწერის (შედარებითი უწყისი) ფორმაში არსებული ყველა მოთხოვნის
გათვალისწინებით;
გ) აქტივებისათვის საინვენტარო ნომრების მინიჭება (სტიკერების შეძენა
მოხდება მიმწოდებლის მიერ და მათი ღირებულება შევა საერთო
ღირებულებაში);
დ) ფაქტიური და სააღრიცხვო მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების
გამოყვანა.
აქტივების ნაშთების სააღრიცხვო მონაცემების დადგენა:
1. შემსყიდველი მიმწოდებელს მიაწვდის ინფორმაციას ანალიზური აღრიცხვის
ნაშთების შესახებ, აქტივების დასახელების, რაოდენობის, ამ აქტივების
მიღების თარიღის და სხვა მონაცემების ჩვენებით. მიმწოდებელი ადგენს ამ
ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო მონაცემებს;
2. მიმწოდებელი ადგენს საინვენტარიზაციო აღწერას (შედარებითი უწყისი),
მასში არსებული ყველა გრაფაში მონაცემის სრულად შეტანით.
3. აღურიცხავი/ზედმეტი აქტივების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა
უნდა შეაფასოს აქტივებთან მიმართებაში, რამდენად აკმაყოფილებს
თითოეული მათგანი მოქმედი ბუღალტრული მეთოდოლოგიის მიხედვით აქტივად
აღიარების კრიტერიუმებს და შემსყიდველს წარუდგინოს კონკრეტული
წინადადებები შემდგომში აღნიშნული აქტივების აღრიცხვის თაობაზე.
აქტივების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა:
1. აქტივების ფაქტობრივი არსებობა უნდა დადგინდეს აუცილებელი დათვლის,
აწონვის, აზომვის გზით;
2. ბალანსზე რიცხული აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში
ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერა უნდა განხორციელდეს
ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების
მიხედვით, ხოლო მატერიალური პასუხისმგებელი პირის არარსებობის
შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ, მიეთითება ინვენტარიზაციის უწყისში
და აღწერა განხორციელდება ადგილმდებარეობის მიხედვით;
3. აღწერისას თითოეული აქტივი უნდა იქნეს დათვალიერებული და შეტანილი
საინვენტარიზაციო აღწერილობებში დასახელებითა და პირვანდელი
ღირებულებით (ღირებულების შესახებ ინფორმაციის არსებობის
შემთხვევაში);
4. აღრიცხვაში დაუშვებელია ორგანიზაციაში აქტივების შენახვაზე
პასუხისმგებელი პირების მიერ სიტყვიერად ნათქვამი მონაცემების, ასევე
მათი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შეტანა მათი ფაქტობრივად
შემოწმების გარეშე;
5. აღწერილი აქტივები აღწერის უწყისში შეიტანება იმ საზომ ერთეულებში,
რომლებშიც წარმოებს მათი აღრიცხვა;
6. იმ აქტივების რაოდენობა და მდგომარეობა, რომლებიც იმყოფება
მიმწოდებლის მიერ შეფუთულ მდგომარეობაში დაუზიანებლად, შეიძლება
განისაზღვროს არსებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი შერჩევითი
შემოწმებით;
7. აქტივები რომელიც ეკუთვნის სხვა პირს (პირებს) და მიღებულია შესანახად
– შედგება ცალკე აღრიცხვის აქტი (არსებობის შემთხვევაში);
8. ის აქტივები, რომლებიც ინახება სხვა საწარმოების, დაწესებულებების
საწყობებში, აღრიცხვებში შეიტანება შემყიდველის მიერ მიწოდებული
დოკუმენტების საფუძველზე (სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება ან სხვა),
რომლებიც ადასტურებენ ამ ფასეულობათა გადაცემას შესანახად (არსებობის
შემთხვევაში);
9. მიმწოდებელი ცალკე წარუდგენს შემსყიდველს იმ აქტივების ჩამონათვალს,
რომლებიც არ აღირიცხება საბალანსო მუხლებად და შესაძლებელია ბალანსის
საცნობარო მუხლებში აღირიცხოს (არსებობის შემთხვევაში);
10. სრულად ამორტიზირებული ძირითადი აქტივებისთვის, რომლებიც
აღრიცხულია ორგანიზაციის საცნობარო მუხლების ანგარიშებზე, დგება
ცალკე აღწერის უწყისი;
11. ისეთი აქტივები, რომლებიც აღრიცხვაში არ არის ასახული ან სააღრიცხვო
რეგისტრებში შეტანილია არასწორად, საინვენტარიზაციო აღწერილობაში
უნდა ასახოს ან შეიტანოს სწორად;
12. გამოუყენებელ, არასრულფასოვან და უვარგისად ქცეულ აქტივებზე
მიმწოდებელმა უნდა შეადგინოს ცალკე აღწერის უწყისი;
13. ხარჯებში ჩამოწერილი და ექსპლუატაციაში მყოფი მცირეფასიანი
აქტივების, რომლებიც აღრიცხულია საცნობარო მუხლებში, ფაქტობრივი
მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ მიმწოდებელი ადგენს აქტს აქტივების
აღრიცხვის შესახებ;
14. შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, აქტივების ფაქტობრივი
მდგომარეობის აღრიცხვის დროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა
უზრუნველყოს ადამიანური რესურსების, გაზომვის ხელსაწყოების,
ტექნიკური, მუშა ხელის და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება;
15. მიმწოდებელმა საკუთარი რესურსებით (მუშა ხელით) უნდა განახორციელოს
საწყობ(ებ)ში უვარგისი და ვარგისიანი ინვენტარის/ტექნიკის დახარისხება
და დასაწყობება.
ფაქტობრივი და სააღრიცხვო მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების
გაფორმება
1. აქტივების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი
მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარების მიზნით, მიმწოდებელი
ადგენს აქტს აქტივების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფაქტობრივი
აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ;
2. ინვენტარიზაციის საფუძველზე დანაკლისების, დანაკარგების და
დაზიანებების, ასევე, ინვენტარიზაციის გამოვლენილი სხვა შედეგები
(ხარისხობრივი მახასიათებლები) ასახოს შედეგების უწყისში;
3. შემსყიდველის მფლობელობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაციის
დასრულებისას დგება შედეგების აქტი.
დამატებითი პირობები:
მონაცემები უნდა შეივსოს კომპიუტერის მეშვეობით MS Excel-ის ფორმატში, Sylfean-ის
შრიფტით.
ინვენტარიზაციის ჩატარების დროს მიმწოდებელთან შეთანხმებით უნდა
მოხდეს აქტივების მარკირება ინვენტარიზაციისათვის განკუთვნილი
დაბეჭდილი თვითწებვადი ეტიკეტებით. ეტიკეტის მახასიათებლები:
მასალა - თვითწებვადი ეტიკეტი უნდა იყოს ისეთი მასალის, რომ ზედაპირზე
დაკრობის შემდეგ მისი გადაწებება ან/და დაუზიანებლად აძრობა იყოს
შეუძლებელი, უძლებდეს მზის, ნესტის და ტემპერატურულ ზემოქმედებას;
ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემსყიდველის ლოგო და ტექსტი
(შემსყიდველთან შეთანხმებით); უნიკალური შტრიხკოდი; უნიკალური ნომერი
(ნუმერაციის დიაპაზონი შემსყიდველთან შეთანხმებით);
მარკირებული აქტივების შესახებ შემყიდველისთვის მიწოდებულ
ინფორმაციის თან უნდა ახლდეს უნიკალური შტრიხკოდის ნომერი;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ამორტიზებული და შემდგომი
ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი აქტივების დასურათება.