Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #57895188)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 57895188
Дата публикации: 04-10-2024
Сумма контракта: 3 415 758


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240019836
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.10.2024 16:39
Начало приема предложения 30.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 3`415`758.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18222100 - Костюмы (для мужчин), костюмы (для женщин)
  • 18230000 - Различные виды верхней одежды
  • 18231000 - Платья
  • 18234000 - Брюки
  • 18235400 - Жакеты
Срок подачи ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2025-2026 წლების განმავლობაში
Дополнительная информация
სსიპ "იუსტიციის სახლის" წინა ხაზის თანამშრომლებისათვის სამსახურებრივი უნიფორმების შესყიდვა.
Purchase of official uniforms for the front line employees of "House of Justice" LLC.

Procurement type - Electronic Tender Without Reverse Auction (NAT)
Procuring entities - The House of Justice
Procurement announcement date - 04.10.2024
Bids accepted from - 30.10.2024
Deadline for bid submission - 04.11.2024 12:00
Funding - 2024 funds
Estimated value of procurement - 3`415`758.00 GEL
Bid must be submitted - Including VAT
Classifier (CPV) code -18200000 - Clothes to wear outside
Classifier (CPV) code and specific procurement object
18222100 - Suits
18230000 - Various clothes to be worn outside
18231000 - Dresses
18234000 - Trousers
18235400 - Vests
Amount or Volume of Procurements -12 positions
Supply Period - In stages, according to the request of the buyer, during the years 2025-2026
Bid reduction step - 34158.00 GEL
Guarantee amount - 34158.00 GEL
Guarantee validity period - 160 Day
Количество и объём закупок 12 პოზიცია
Шаг снижения цены 34`158.00 GEL
Размер гарантии 34`158 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam gogolidze :: 19.09.2024 09:41
  • Последнее исправление: mariam gogolidze :: 04.10.2024 16:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=594963&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "იუსტიციის სახლის" წინა ხაზის თანამშრომლებისათვის სამსახურებრივი უნიფორმების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტების დასახელება და რაოდენობა:

1. ქალის პიჯაკი - 3374 ცალი
2. ქალის ჟილეტი - 3374 ცალი
3. ქალის პერანგი - 6748 ცალი
4. ქვედაბოლო - 1400 ცალი
5. გრძელი ქვედაბოლო - 48 ცალი
6. ქალის შარვალი - 5600 ცალი
7. მამაკაცის პიჯაკი - 600 ცალი
8. მამაკაცის ჟილეტი - 600 ცალი
9. მამაკაცის შარვალი - 1200 ცალი
10. მამაკაცის პერანგი - 1200 ცალი
11. ქალის კლასიკური გრძელი პიჯაკი - 240 ცალი
12. ყელსახვევი - 240 ცალი

1.2.1. მოსაწოდებული საქონლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში - "ტექნიკური დავალება";
1.2.2. მოსაწოდებელი საქონლის ესკიზები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში - "უნიფორმების ესკიზები";
1.2.3. შესყიდვის ობიექტების დასამზადებლად საჭირო შესაბამისი ზომების კლასიფიკაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში - "ზომების კლასიფიკაცია ქალებისათვის" და "ზომების კლასიფიკაცია მამაკაცებისათვის";
1.2.4. 2025-2026 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობრივი განაწილება იხილეთ მიმაგრებულ ფაილში - "დანართი N2".

შენიშვნა:
__________
შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ცდომილებები და შუალედები არ საჭიროებს დაზუსტებას და კონკრეტული მნიშვნელობის მითითებას. ასევე არ მოითხოვება კონკრეტული მნიშვნელობის მითითება, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში გამოყენებულია ტერმინი არანაკლებ, არაუმეტეს და ა.შ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შემსყიდველი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, მიაწვდის მიმწოდებელს 2025 წლის I ეტაპისთვის მოსაწოდებელ განსაზღვრულ რაოდენობებს, რომლებიც განაწილებული იქნება ზომების შესაბამისად. მიმწოდებული კი ვალდებულია, აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო 2025 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი დარჩენილი სარეზერვო რაოდენობის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ამასთან შემსყიდველმა მოთხოვნა უნდა განახორციელოს არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა.
1.4.2. შემსყიდველი არაუგვიანეს 2025 წლის ნოემბრისა მიაწვდის მიმწოდებელს 2026 წლის I ეტაპისთვის მოსაწოდებელ განსაზღვრულ რაოდენობებს, რომლებიც განაწილებული იქნება ზომების შესაბამისად. მიმწოდებული კი ვალდებულია, აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო 2026 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი დარჩენილი სარეზერვო რაოდენობის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ამასთან შემსყიდველმა მოთხოვნა უნდა განახორციელოს არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების მიწოდება თითოეული პოზიციის მიხედვით, ინდივიდუალურად შეფუთულ მდგომარეობაში, რომლებიც ამავდროულად დაკომპლექტებული უნდა იყოს ფილიალებისა და ცალკეული ზომების მიხედვით (აღნიშნული ინფორმაციის გადაგზავნას უზრუნველყოფს შემსყიდველი).
1.5.2. მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტების მიწოდება დაკომპლექტებული სახით უნდა განახორციელოს მისამართზე: ქ.თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, სსიპ "იუსტიციის სახლის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი არ გამოავლენს ხარვეზებს და იქნება ვარგისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში შესყიდული საქონელი (ტანსაცმელი), სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, უნდა იყოს რეცხვამედეგი, უნდა ინარჩუნებდეს ფორმას და ზომას, ასევე ტანსაცმლის ფერი უნდა იყოს გახუნებისა და ტემპერატურის ზემოქმედების (რეცხვა, დაუთოვება მზის სხივები) მიმართ მდგრადი.
1.7.1.3. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდში, შემსყიდველის მიერ უხარისხო, არასტანდარტული, დაზიანებების მქონე და ზომებთან შეუსაბამო საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის შესაბამისად, მასთან შეთანხებულ გონივრულ ვადაში, უზრუნველყოს წუნდებული ან/და დაზიანებული საქონლის შეცვლა ან ნაკლოვანებების გამოსწორება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია, სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) შესახებ.
2.1.1.2. წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და უნიფორმის) მიწოდების გამოცდილება (ანალოგიური/მსგავსი საქონლის გამოცდილებად არ ჩაითვლება, ქამრის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა აქსესუარის მიწოდების გამოცდილება), რომლის ჯამური ღირებულებაც 2020-2024 წლებში არ უნდა იყოს 5000000.00 ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის მიწოდების ფაქტს.
2.2.1.2. პრეტენდენტს 2020-2024 წლებში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური/მსგავსი საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და უნიფორმის) მიწოდება (ანალოგიური/მსგავსი საქონლის გამოცდილებად არ ჩაითვლება, ქამრის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა აქსესუარის მიწოდების გამოცდილება) არანაკლებ 1500000.00 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ექსპერტიზის/ აუდიტის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული აღნიშნული საქონლის მიწოდების ფაქტს.
2.2.1.3. პრეტენდენტს 2020-2024 წლებში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური/მსგავსი საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და უნიფორმის) მიწოდება (ანალოგიური/მსგავსი საქონლის გამოცდილებად არ ჩაითვლება, ქამრის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა აქსესურის მიწოდების გამოცდილება) სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის დაკვეთით და მის მიერ გაცემული არანაკლებ 1 (ერთი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იქნას წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.
2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სასაქონლო ზედნადები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
2.2.1.5. იმ შემთხვევაში, თუ თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს დანართის N1 - ფასების ცხრილის თითოეულ პოზიციაზე წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები მოთხოვნიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი პრეტენდენტის მიერ მოწოდებულ ნიმუშს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: ნაწარმის სილუეტი და დგომა, გვირისტებისა და ნაკერების ხარისხი, ტექნოლოგიური დამუშავების სისწორე.
3.1.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია, შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად, შესყიდვის ობიექტების დასამზადებლად გამოსაყენებელი ქსოვილების შემადგენლობის ტექნიკური დავალებით მოთხოვნილთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გამოსაყენებელ სამი სახეობის ქსოვილზე (კერძოდ: პიჯაკის, პერანგისა და პიჯაკის კანტების ქსოვილები) წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან SGS ან INTERTEK ან EKOTEKS ან CNAS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი.
3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტების ნიმუშები/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.5. ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 - სსიპ "იუსტიციის სახლის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას;

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამივლენილი იქნას სანდო, პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური მომწოდებელი, რადგან ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს პირობას წინასწარი ანგარიშსწორების შესაძლებლობის შესახებ, შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია თავს იზღვევს სახელმწიფო ფულადი სახსრების არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის საკუთრებაში გადაცემისაგან.

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;
5.1.2.2. ცნობა შესაბამისი ორგანოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
5.1.2.3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1. ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
5.1.3.2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.1.4.2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.4.3. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1. ცნობა შესაბამისი ორგანოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
5.1.5.2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;
5.1.5.3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.


შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე, მისი მონაწილეების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

5.1.6.1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები), რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

5.1.6.2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში 5.1.4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

5.1.7.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათავო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სხვა), ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათავო კომპანიის 5.1.2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათავო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები), რომ არ ხორციელდება სათავო კომანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა, არანაკლებ 1 (ერთი) თვით, უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან;
6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;
6.4.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე, ნაწილობრივი ან/და არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება;
6.4.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

6.6.5 terms and conditions of guarantee

6.5.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან;
6.5.5.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;
6.5.5.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე, ნაწილობრივი ან/და არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება;
6.5.5.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ის ანაზღაურება შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების გზით. მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru