1. წინადადების ფასი:
1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში –
„სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული
"ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
1.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ
ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს
კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით.
წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
(შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
1.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
1.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში
გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა,
თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს
გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში,
თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს
გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება
ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
1.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში,
შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების
დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით,
ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი
პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ
დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
1.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება პრეისკურანტით
განსაზღვრულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე.
განსაფასებელ დანართი №3 (პრეისკურანტში) მითითებული მომსახურების
ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან
დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას. სატენდერო
წინადადება, რომელშიც პოზიციებით განსაზღვრული
მომსახურების/სათადარიგო ნაწილების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის
მიერ პრეისკურანტით (დანართი #3) განსაზღვრულ სახეობებზე
მომსახურების/სათადარიგო ნაწილების ფასს (შესაბამისად პრეისკურანტის
ჯამს) არ ჩაითვლება მისაღებად. ასევე, პრეტენდენტის მიერ სატენდერო
წინადადებაში (პრეისკურანტში) დაფიქსირებული პოზიციის
მომსახურების/სათადარიგო ნაწილების ფასს არ უნდა აღემატებოდეს
ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებულ სახეობაზე მომსახურების/სათადარიგო
ნაწილების ფასი;
1.7 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ
ღირებულებასა და მის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასებს
შორის სხვაობის შემთხვევაში, ფასთა კლება პრეტენდენტის მიერ სისტემაში
ატვირთული დანართი N3_პრეისკურანტის თითოეული პოზიციის ერთეულის ფასზე
უნდა აისახოს არანაკლებ მათ შორის არსებული კლების პროცენტით,
შესაბამისად ჯამურ ღირებულებაზეც. ფასების ცხრილის და პრეისკურანტი
აშშ დოლარში დაზუსტებისას, პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის
ობიექტის ერთეულის ფასი დაამრგვალოს მეასედამდე, ცენტების სიზუსტით
(მძიმის შემდეგ ორი ციფრი), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი
დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.8 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ აშშ დოლარში დაზუსტებულ
ფასების ცხრილში და პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასის
და რაოდენობის ნამრავლი არ იქნება ერთეულის ჯამური ღირებულების ტოლი,
პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
2. სხვა მოთხოვნა:
2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო
წინადადება;
2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი და მეორე
ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი და პრეისკურანტი (დანართი N1 და
დანართი N3), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის
ფორმატში.
2.3 სატენდერო პირობების 10.1 პუნქტის სხვა მოთხოვნების 2.2 ქვეპუნქტი,
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24,
15.01.2021წ.)
2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები
მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების
მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
2.5 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ
უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან
დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის
მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
2.6 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის
თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების
შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო
წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო
ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში
ბათილია;
3. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
3.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის
მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში,
განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან
დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
3.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი
მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის
მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი
სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.