Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #57735621)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 57735621
Дата публикации: 27-09-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240019506
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.09.2024 20:23
Начало приема предложения 07.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 10.10.2024 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`688`571.08 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

დაფინანსება: 2024 - 2025 წლის სახსრებით.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტები (ტექნიკური დავალება და პრეისკურანტი).
Шаг снижения цены 16`886.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam bochorishvili :: 26.09.2024 18:28
  • Последнее исправление: mariam bochorishvili :: 27.09.2024 20:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=596016&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

ავტომობილების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი) გულისხმობს ავტომობილების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დანართი N2-ით (პრეისკურანტი) განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება) მიხედვით.

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორცილდეს პრეისკურანტში მითითებული შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების, ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილები) ჩამონათვალი.

თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ განფასების ცხრილში (პრეისკურანტი) არ არის გათვალისწინებული იმ მომენტისათვის საჭირო საქონელი (ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები) და მომსახურება, აღნიშნული შესყიდვის ერთეულ(ებ)ის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის და/ან მომსახურების რომელიმე ერთეულ(ებ)ის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება) და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტებში - შესაბამისად.

დანართი N1 (ტექნიკური დავალება) და დანართი N2 (პრეისკურანტი) შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის - შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება) და დანართი N2-ის (პრეისკურანტი) მოთხოვნების მიხედვით.

მომსახურების გაწევა განხორციელდება მიმწოდებლის სერვის-ცენტრ(ებ)ში ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელის მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმწოდებელი და შემსყიდველი შეთანხმდებიან, რომ პრეისკურანტის კონკრეტული პოზიციით განსაზღვრული საქონელი დასაშვებია იყოს მეორადი; აღნიშნული შეთანხმება უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, მხარეების უფლებამოსილი წარმომსადგენლების მიერ და თან დაერთოს ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი), ექსპლუატაციაში არ მყოფი (გარდა მეორადი საქონლის გამოყენების შემთხვევისა), ქარხნული და არ უნდა ავლენდეს დეფექტს (ნაკლი, წუნი), რაზეც მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს გარანტია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში, ხოლო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში (შემსყიდველის მიერ ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში) დეფექტის (ნაკლი, წუნი) დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას აღნიშნული დეფექტი.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე.

შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე ასევე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი საგარანდიო ვადები:
• სავალ ნაწილებზე: არანაკლებ 8 (რვა) თვე;
• ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე: არანაკლებ 8 (რვა) თვე, ან 25 000 კმ. (სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში), რომელიც უფრო ადრე დადგება. თუ კი სერვის ცენტრში შეცვლილი დეტალი ხელახლა დაზიანდა სხვა სათადარიგო ნაწილის გაუმართაობის გამო, რასაც დაადასტურებს შესაბამისი ექსპერტი, ან/და ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენელი, აღნიშნულ შემთხვევაში, ამ დეტალის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში შეცვლა არ მოხდება;
• ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა): არანაკლებ 1 წელი;
• სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე: არანაკლებ 1 წელი;
• გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე: არანაკლებ 20 000 კმ.


სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტში ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საგარანტიო პირობებზე), რომელიც შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.

შენიშვნა:
1. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N3 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის თავისებურების, სირთულის, მოცულობისა და სავარაუდო ღირებულების გათვალისწინებით:

პრეტენდენტს, 2021, 2022, 2023 წლების განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება (ანალოგიურ მომსახურებაში იგულისხმება: ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება). აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია, თითოეულ წელზე (2021, 2022, 2023) წარმოადგინოს მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. წარმოდგენილი ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000.00 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში (მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება), პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს დამკვეთის მიერ გაცემული მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი რეკომენდაცია, წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების შესახებ.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია და გასათვალისწინებელი მოთხოვნები:

წარმოდგენილი უნდა იყოს:

- იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR და ა.შ.) შესახებ.
- დამკვეთის მიერ გაცემული მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი რეკომენდაცია, წარმოდგენილი ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურების შესახებ.

- იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
- დამკვეთის მიერ გაცემული მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი რეკომენდაცია, წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების შესახებ.

გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა.
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
- საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით (ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტი (შემდგომში - მიმწოდებელი) საკუთრებაში, ან სარგებლობაში უნდა ფლობდეს მინიმუმ 1 (ერთი) სერვის-ცენტრს ქალაქ თბილისში.

სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ერთეული, მინიმუმ 4 (ოთხი) ტონა ტვირთამწეობის, სტაციონარული ელექტრო-მექანიკური ავტო-ამწე და არანაკლებ 2 (ორი) ერთეული ტექნიკური ხარო.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- სერვის-ცენტრის საკუთარებაში, ან სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ზუსტი მისამართის მითითებით).
- ინფორმაცია სერვის-ცენტრში არსებული, მინიმუმ 4 (ოთხი) ტონა ტვირთამწეობის, სტაციონარული ელექტრო-მექანიკური ავტო ამწეებისა და ტექნიკური ხაროების რაოდენობის შესახებ.

შენიშვნა:
წერილობითი ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, აღნიშნული ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:


ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი).

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სავალდებულოა პრეისკურანტით მოცემული ზღვრული ფასების შემდეგი, მარჯვენა სვეტის - "შემოთავაზებული ფასი" განფასებულად წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2 (პრეისკურანტი) არ იქნება წარმოდგენილი, ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილ პრეისკურანტში, განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა მეტი იქნება განსაფასებელი პოზიციების 1 (ერთი) პროცენტისა, პრეისკურანტის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის ზღვრულ ფასებს, ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ჯამური ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით შეამცირებს სატენდერო წინადადების ფასს, აღნიშნული სხვაობა უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტით მოცემულ პოზიციებზე თანაბრად და ყველა პოზიციას დააკლდეს თანაბარი პროპორციით.
3. სავალდებულოა განფასებული დანართი N2-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენა როგორც Excel-ის, ასევე PDF დოკუმენტის სახით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
4. დანართი N2-ის (პრეისკურანტი) საერთო და ერთეულის ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი მიწოდებისათვის.


ბ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საგარანტიო პირობებზე).


გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.


დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები).


სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი (დღგ-ს გათვალისწინებით) უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის (პრეისკურანტი) მიხედვით.
3. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, სატენდერო დოკუმენტაციის დანართები: N2, N3 და სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები) სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, აღნიშნული დანართები და ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისიწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას (პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება) შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობის დადასტურება.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდს.

6.4 terms and conditions of guarantee

1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 2,5%-ით.
2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განახევრდება.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ით გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად პრეტენდეტი წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით, ავტომატურად გამოხატავს ვალდებულებას, რომ მზად არის (შეთანხმებული აქვს საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ით გათვალისწინებული შინაარსის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N4-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

შენიშვნა:
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ბოჭორიშვილი, 595313597, mbochorishvili@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.

შენიშვნა:
წინამდებარე პუნქტში ატვირთულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru