Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #57735540)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 57735540
Дата публикации: 27-09-2024
Сумма контракта: 94 273


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240019447
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.09.2024 15:01
Начало приема предложения 13.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 18.10.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 94`273.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნამოსახლარი „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურის (ტერიტორიის შემოღობვა) მოწყობის III ეტაპი

Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 900.00 GEL
Размер гарантии 943 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 27.09.2024 12:42
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 27.09.2024 15:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=596099&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნამოსახლარი „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურის (ტერიტორიის შემოღობვა) მოწყობის III ეტაპი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

 პრეამბულა

ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარი, იმირის ,,გადაჭრილი გორა" (დანგრეული გორა) ქვემო შულავერის ჯგუფის ნამოსახლარებში ერთიანდება და ზოგადად ადრესამიწათმოქმედო ძეგლებს შორის უადრეს ნიმუშს წარმოადგენს და არქეოლოგიურ კომპლექსად გვევლინება. საველე სამუშაოთა დროს გამოვლენილ იქნა ალიზის სამეურნეო ორმო, რომლის კედლები და ძირი თიხის ხსნარით იყო შელესილი. სხვადასხვა დონეზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის კორპუსის ფრაგმენტები, ძირითადად ღიაფრად გამომწვარი, გაპრიალებულზედაპირიანი ფრაგმენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორმოს ძირზე მცენარეთა თესლის და ყურძნის წიპწის აღმოჩენის ფაქტი, რაც მებაღეობის არსებობაზე მიუთითებს. ორმოს გარდა კულტურული ნაშთები ვრცელდებოდა მთელ გათხრილ ფართობზე. ორივე თხრილში, მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობით გამოვლინდა მეტი წილი კერამიკული ნაშთები, ასევე გამოვლინდა ნატკეცი ქვის მასალა, ძვლის ნაწარმი და ირმის რქის იარაღები. სტრატიგრაფიის თვალსაზრისით ნამოსახლარი კულტურულად ორფენიანია, თარიღდება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებით.
არქეოლოგიური კომპლექსის დაცვისა და განვითარების მიზნით შემუშავებულია გადაჭრილი გორას ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია არქეოლოგიური ობიექტის გადახურვა, ასევე, მისასვლელი გზის, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ავტოსადგომის მოწყობა.
2022-2023 წლებში, I და II ეტაპზე განხორციელდა არქეოლოგიური ობიექტის გადახურვის საყრდენებისა და ძირითადი კონსტრუქციის, აგრეთვე, შეკიდული პანდუსის, კედლებისა და ჭერის მოწყობის სამუშაოები. 2024 წელს გათვალისწინებულია კომპლექსის ტერიტორიის შემოღობვა.

 ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები

ტენდერი ითვალისწინებს ნამოსახლარი „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის შწმოღობვის სამუშაოების განხორციელებას. აღნიშნულ ეტაპზე შესასრულებელია შემდეგი ძირითადი სამუშაოები:
• გალვანიზებური ლითონის დგარების მოწყობა ბეტონის წერტილოვან საძირკვლებზე;
• გალვანიზებური ლითონის პანელების მონტაჟი.

 მიზანი და ძირითადი პირობები

 განსახორციელებელი სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
 სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
 სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
 სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისას და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
 პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით.
 სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არქიტექტორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორი და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
 მიწის სამუშაოები განხორციელდეს არქეოლოგიური ზედამხედველობით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
 მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
 შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.

 რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები

 ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
 სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
 ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
 განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
 კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება (დროებითი, შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა სამუშაო პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და საბოლოოდ განადგურება.
 შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.

 ნორმატიული დოკუმენტები

მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.

 უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

 მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს, ისტორიული ძეგლის ქონებისა და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას.
 სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
 მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმამდე დაყვანა.
 მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
 სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

 წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
 მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
 ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი წერილობითი ანგარიში.
 შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი.
 ექსპერტიზა ჩაუტარდება შესრულებულ სამუშაოებს მოცულობების დადგენის მიზნით.
 გაუთვალისწინებელ ახალ სამუშაოებზე (სამუშაოები რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით) ღირებულების დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა ეტაპზე ელექტრონული სახით. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი).
შენიშვნა: ფოტოფიქსაცია უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
 შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური.

 სამუშაოთა საბოლოო მიღება

მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ, თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.

 შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები

შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული თვე.

 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნამოსახლარი „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსი

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

 პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ჯამში არანაკლებ 50,000.00 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

 პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

 პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორი, ინჟინერ-მშენებელი, არქეოლოგი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

 ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.

 დასაქმებულ პერსონალზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: არქიტექტორზე, ინჟინერ-მშენებელზე და არქეოლოგზე - 2016 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად.

 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერტიფიკატის სახით.

 დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებული იქნება სამუშაოები შეასრულოს შემსყიდველის მიერ წარდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

იმწოდებელს არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 5 წელი).

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის მიხედვით.

მიმწოდებლის მიერ ფორმა N2-ით წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არანაკლებ 20%-ს.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

ექსპერტიზა ჩაუტარდება შესრულებულ სამუშაოებს მოცულობების დადგენის მიზნით.

გაუთვალისწინებელ ახალ სამუშაოებზე (სამუშაოები რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით) ღირებულების დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

information about contact person


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru