Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #57393718)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Medical Holding
Номер конкурса: 57393718
Дата публикации: 11-09-2024
Сумма контракта: 77 591


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240018416
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.09.2024 20:32
Начало приема предложения 28.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 03.10.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 77`591.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45255110 - Строительство скважин добычи
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს ,,სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის 6 სოფლის ამბულატორიისათვის სასმელი წყლის ჭის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 776.00 GEL
Размер гарантии 776 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eter tetunashvili :: 11.09.2024 17:32
  • Последнее исправление: eter tetunashvili :: 11.09.2024 20:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=593938&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს ,,სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის 6 სოფლის ამბულატორიისათვის სასმელი წყლის ჭის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სასმელი წყლის ჭების მოწყობა

შენიშვნა:
1. ჭის სიღრმე 18 გრძ.მ-მდე.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დანადგარი/ტუმბო უნდა იყოს ახალი (არა მეორადი ან ქარხნული წესით აღდგენილი), ექსპლუატაციაში არ მყოფი, ქარხნული წესით დამზადებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
3. სამუშაოების შესრულების დროს მიმწოდებლის მიერ დაზიანებულ ყველა სახის გაყვანილობის შეკეთებას და მონტაჟის დროს გამოვლენილ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი,
4. მიწოდებისას საქონელს თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, სადაც გაწერილი იქნება საქონლის ტექნიკური მახასიათებლები (დედანი ან მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი);
5. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება სასმელი ჭის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ.
6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მომსახურების გაწევის პროცესში, დააზიანებს შემსყიდველის ქონებას, იგი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შემსყიდველის ქონებისათვის პირვანდელი სახის აღდგენა საკუთარი ხარჯებით;
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევის ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
8. მიმწოდებლმა უნდა განახორციელოს შესრულებული სამუშაოს საექსპერტო შეფასება. ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი ექსპერტის - „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტირებული პირის (წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ. ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის გასწორებაზე და ხარჯების გაღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
9. შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში (იხ. დანართი №2).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის განმავლობაში (ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მოსაწყობი ჭები უნდა განთავსდეს, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის მუნიციპალუიტეტებში ამბულატორიების მიმდებარედ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლები:
1) სალხინო (ს/კ 41.14.35.253);
2) კურზუ (ს/კ 41.21.37.027);
3) ბანძა (ს/კ 41.04.34.590).
4) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სოფელი ლესიჭინე (ს/კ 46.05.45.198);
5) სენაკის მუნიციპალიტეტი სოფელი მეორე ნოსირი (ს/კ 44.04.30.871);
6) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფელი კოკი (ს/კ 43.23.42.642).

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ 2 წელი, ხოლო ელექტრომოწყობილობებზე (ტუმბო) 1 (ერთი) წელი.
2. საგარანტიო პერიოდში რაიმე სახის დაზიანების, გაუმართაობის და/ან დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრა, შეკეთება ან/და შეცვლა სათადარიგო აპარატურით ან/და მარაგ-ნაწილებით განახორციელოს ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი იმავე ან ანალოგიური საქონლით. აღნიშნულ ვადაში დეფექტ(ებ)ის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს გაწეული ხარჯებისა და აღნიშნული დეფექტ(ებ)ის მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 01.01.2021-დან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს ანალოგიური ან/და ჭაბურღილების მოწყობის გამოცდილება.

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ ანალოგიური ან/და ჭაბურღილების მოწყობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი №3-ში).

3. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი №3-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი რომელიც, უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

სატენდერო პროცედურების განხორციელების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის შესახებ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც მოეთხოვება პრეტენდენტს.

შენიშვნა:
ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა-დანართი №2-ის შესაბამისად (პუნქტი1.3),
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
2. ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ (პუნქტი 1.7.1);
3. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და 2.8.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ი;
4. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (პუნქტი 2.2.1);
5. ინფორმაცია ანგარიშსწორების სასურველი ფორმის შესახებ (პუნქტი: 7.1.1. ან 7.3) (წარმოდგენილ ინფორმაციაში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს, სურს თუ არა პრეტენდენტს ავანსის მიღება და რა პროცენტული ოდენობით).

შენიშვნა:
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა (დანართი N2), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის დადასტურება.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდი"-ს მოთხოვნების შესაბამისად.
4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულების პერიოდში, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, „შემსყიდველთან“ შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოთა მიწოდების საბოლოო ვადას.
2.ავანსის ოდენობასა და პერიოდულობას განსაზღვრავს „შემსყიდველი“, „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. თეთრ სიაში რეგისტრირებული „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო გადახდა) საბანკო გარანტია, საავანსო თანხის 50%-ის ოდენობით.
4. წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხის დაქვითვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ.
5. მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევისას, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის დაქვითვა სრულად, არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვის შემდეგ, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხიდან, პარალელურად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი ავანსიდან დაქვითული თანხის პროპორციული ღირებულების დასაქვითი თანხის 5%-ის დაკავება.
6. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება საავანსო თანხის დაქვითვა, „შემსყიდველის“ მიერ ყოველ ეტაპზე განსაზღვრული პროპორციით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1.ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ისა და ფარული სამუშაოების ჩატარების აქტის (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში) საფუძველზე. საბოლოოო ანგარიშწორება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ, „ხელშეკრულების“ მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ისა და ფარული სამუშაოების ჩატარების აქტის (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში) საფუძველზე.
2. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავება, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული თანხის 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 დღე) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.
3. მიწოდებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოების ღირებულების 2,5%- ის ანგარიშსწორების მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია წარუდგინოს „შემსყიდველს“, მასთან შეთანხმებული შინაარსის, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, გამოუთხოვადი, უპირობო, შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის 2,5%-იანი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს დეფექტებზე პასუხისმგებლობის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 დღე) პერიოდს.
4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივი მოცულობებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობებისა და სამუშაოთა სახეობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.

შენიშვნა:
სამუშაოების დასრულებას მიმწოდებელი შემსყიდველის წინაშე დააფიქსირებს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. სამუშაოების განხორციელების ვადის ათვლა ჩერდება ექსპერტიზის პერიოდის ვადით. შესრულებულ სამუშაოებზე, ექსპერტის (ექსპერტთა ჯგუფის) მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო როგორც პირველი, ასევე ყოველი შემდგომი ექსპერტიზისათვის დახარჯული ვადის ჩათვლით. როგორც პირველადი ასევე შემდგომი ექსპერტიზის ხარჯები ეკისრება მიმწოდებელს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეთერ ტეტუნაშვილი, 577039363, etetunashvili@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.

10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით.

10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

10.1.9 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru