შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ
„ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში
დაგეგმილი ფორუმის განხოციელებისთვის სასტუმროს მომსახურების
შესყიდვა 2024 წლის 30 სექტემბრიდან 02 ოქტომბრის პერიოდში(თარიღები
დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე), შემდეგი ტექნიკური
მახასიათებლების შესაბამისად:
1.1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, შესაძლოა იყოს
რამდენიმე შენობით წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე.
1.2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
1.3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალურ
საზღვრებში.
1.4. სასტუმროში ნომრების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 110
ნომერს, ყველა ნომერი განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში/ერთ
ლოკაციაზე.
1.5. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 220 ადამიანის
განთავსება სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) და ყავის
შესვენებით, 2 ღამე 3 დღე. სავარაუდო თარიღები მოცემულია ტექნიკური
დოკუმენტაციის დანართი N1-ის შესაბამისად (თარიღები დაზუსტდება
ხელშეკრულების გაფორმებამდე).
1.6. ერთ ოთახში დასაშვებია არაუმეტეს 2 მონაწილის განთავსება (ჯამში
არაუმეტეს 220 ადამიანი, სქესთა ბალანსის დაცვით), გამომდინარე ოთახის
სპეციფიკიდან. აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე,
ინდივიდუალური.
1.7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარული
ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული წყარო.
1.8. ოთახები შესაბამისად უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური
ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი,
ოთახის ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის
საშრობი ფენი.
1.9. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს
სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
1.10. პროექტის ორგანიზატორებს უნდა ჰქონდეთ წინასწარ სპეციალური
აღჭურვილობის/მატერიალების მობილიზებისა და დასაწყობების
შესაძლებლობა სასტუმროს ტერიტორიაზე, ასევე უნდა მიეცეთ შესაბამისი
დრო ფართის დაცლისთვის.
1.11. სასტუმროში უნდა იყოს 1 საკონფერენციო სივრცე არანაკლებ 220 ადამიანზე
გათვლილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დახურულ
სივრცეში ღონისძიების/ტრენინგის განხორციელება ერთდროულად 220
ადამიანის მონაწილეობით. გარდა ამისა, სასტუმროს უნდა ჰქონდეს
არანაკლებ 5 იზოლირებული სატრენინგო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება
მონაწილეების მცირე ჯგუფების (არანაკლებ 40 პირი) შეკრება და მუშაობა.
1.12. სატრენინგო სივრცეები უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა
ოთახებისგან, მათ შორის სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი
სივრცისგან (ფარდით ან სხვა საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება).
სატრენინგო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს
გათბობა/კონდიცირების სისტემით და ცენტრალური ვენტილაციით.
სატრენინგო სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით,
პროექტორის ეკრანით, თეთრი დაფით და მარკერებით, მონაწილეთა
შესაბამისი რაოდენობის სკამებით (არანაკლებ 40 სკამის), სამუშაო
მაგიდებით, ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები),
უკაბელო ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით.
1.13. საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით,
პროექტორის ეკრანით, თეთრი დაფით და მარკერებით, მონაწილეთა
შესაბამისი რაოდენობის სკამებით (არანაკლებ 220), მრგვალი მაგიდებით
(არანაკლებ 22), ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები),
უკაბელო ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით. საკონფერენციო
სივრცეში მონაწილეები განთავსდებიან მრგვალი მაგიდების ირგვლივ, თითო
მაგიდასთან არაუმეტეს 10 მონაწილისა. შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში
არსებული ინვენტარის (მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან
განცალკევება). პლენარული დისკუსიის ჩატარების უზრუნველსაყოფად (10:00 - 19:00
სთ) საკონფერენციო სივრცეში უნდა განთავსდეს სცენა (ზომით არანაკლებ 10
მეტრი 3 მეტრზე), რომელზეც განთავდება ლედ მონიტორი (ზომით არანაკლებ 15
კვადრატული მეტრი (5 მეტრი 3 მეტრზე) fullHD), ტრიბუნა სიტყვით
გამომსვლელებისთვის, სამაგიდო მიკროფონი ტრიბუნაზე, 4 სავარძელი და 6
უკაბელო მიკროფონი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს
სასტუმროში პრინტერის გამოყენება.
1.14. საკონფერენციო სივრცე, სატრენინგო სივრცეები, კვებისთვის
განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს ნომრები უნდა იყოს ერთ
კომპლექსში/ერთ ლოკაციაზე.
1.15. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დახურული ან ღია საცურაო აუზი.
1.16. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს
ყოველდღიურად 3-ჯერადი კვება და შესვენება ყავაზე (იხ. ტექნიკური
დოკუმენტაციის დანართი N2). გათვალისწინებული უნდა იყოს ვეგეტარიანული
მოთხოვნები, აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ რაციონში არ შედიოდეს
ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების
ერთდროულად განთავსება, ცხელი ხაზის ან შვედური მაგიდის პრინციპით,
შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით არანაკლებ 220
ადამიანზე (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N3). ასევე, სასტუმრომ,
შემსყიდველთან შეთანხმებით, 220 ადამიანზე უნდა უზრუნველყოს შესვენება
ყავაზე (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი 3)
1.17. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
1.18. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი
დაცვის სისტემით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ;
24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის
სამსახური (ადმინისტრატორი).
1.19. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
1.20. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
1.21. სასტუმროს ოთახებში მინი ბარში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი
ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო.
1.22. სპეციფიკაციები შესაძლოა შეიცვალოს, სერვისის გაწევის დროისთვის,
ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად.
1.23. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამის კომისიის
ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის
მიერ შემოთავაზებული სასტუმრო და შეაფასოს მისი შესაბამისობა
ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.