Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #57393673)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Finance of Georgia
Номер конкурса: 57393673
Дата публикации: 11-09-2024
Сумма контракта: 57 830


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240018401
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.09.2024 18:00
Начало приема предложения 21.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 23.09.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 57`830.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 578.00 GEL
Размер гарантии 578 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mzia nanetashvili :: 04.09.2024 14:49
  • Последнее исправление: mzia nanetashvili :: 11.09.2024 18:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592936&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა.

2024 წელს გასაწევი მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 14457 ლარს.
2025 წელს გასაწევი მომსახურების სავარაუდო ღირებულება - 43373 ლარს.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების ტექნიკური დავალება:

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
2. სხვადასხვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განახორციელოს დანართი №1-ის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 (ორი ) სამუშაო დღის ვადაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე) წერილობით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის კონვერტებით და სხვა საჭირო შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
8. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
9. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს მსგავსი მომსახურების უსასყიდლოდ მიღება ან/და ზიანის ანაზღურება.
10. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი).
11. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ან/და ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორად მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
12. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება. უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს არაუგვიანეს 17:00 საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 11:00 საათისა (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.
14. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების ტექნიკური დავალება:

1.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
2.მიმწოდებელმა სხვადასხვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განახორციელოს დანართი №2-ის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 8 სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღე) წერილობით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას გზავნილი (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით). ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ; თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის ბრენდირებული კონვერტებით და სხვა საჭირო შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
8. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
9. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს მსგავსი მომსახურების უსასყიდლოდ მიღება ან/და ზიანის ანაზღურება.
10. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქვეყანა, ქალაქი/პროვინცია/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი).
11. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში, მაგალითად, მხოლოდ საფოსტო ყუთის ნომრის მითითების შემთხვევაში, საკონტაქტო პირისა და ტელეფონის ნომრის გარეშე, გზავნილის მისამართი ჩაითვლება არასრულად. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა). ასევე, გზავნილის გაგზავნისათვის საჭირო ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემსყიდველის მიერ არასწორად მითითებისა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნულის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
12. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
13. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
14. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე მიწოდება შემსყიდველისათვის (ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული), სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის ვინაობა, ვინც ხელი მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე ან სხვა საჭირო ინფორმაცია გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
15. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 17:00 საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 11:00 საათისა. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.

შენიშვნა:
1. პრეტენდენტის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ფასები, დანართი №1-ის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით, ხოლო საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების დანართი №2-ის შესაბამისად - დღგ-ს გარეშე.
2. დანართი №1-ში და №2-ში (ფასთა ცხრილებში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ტექნიკური დავალების გათვალისწინებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე.
მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:
1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ცენტრალური აპარატი და სახაზინო სამსახური), ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№16,
2) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის №1.

შენიშვნა: მომსახურების გაწევის განმავლობაში შესაძლებელია განხორციელდეს მისამართის ცვლილება/დამატება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დამადასტურებლად სისტემაში უნდა აიტვირთოს შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის და ამავე ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, რომლითაც დადასტურდება რომ პრეტენდენტს აქვს აღნიშნული მომსახურების გაწევის გამოცდილება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge), საკმარისია მხოლოდ მითითება შესაბამის რეგისტრაციის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია;
2. დანართი №1 და დანართი №2 (ფასთა ცხრილები, პუნქტი 1.3);
3. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით, ან/და ინსპექტირების ანგარიშით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასთან მიმართებით.

- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან (თუ პირი დღგ-ის გადამხდელია) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

იმ გზავნილ(ებ)ზე, რომელიც მიმწოდებლის მიზეზით არ ჩაბარდება ადრესატს მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება, შესაბამისად აღნიშნული გზავნილ(ებ)ის ღირებულება ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მზია ნანეტაშვილი, 591222281, mziananetashvili@mof.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).
3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში დანართის სახით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru