Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #57393639)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tskaltubo Municipality
Номер конкурса: 57393639
Дата публикации: 11-09-2024
Сумма контракта: 40 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240018343
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.09.2024 13:56
Начало приема предложения 17.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 19.09.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 2160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 29.07.35.068), ევროკავშირის (INTERREG VI-B) შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის BSB00464 „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის - Smart4Rural“ (კონტრაქტი: MDLPA 119379/11.06.2024) ფარგლებში, მწვანე ნარჩენების კომპოსტირების საწარმოსათვის ნახევრადღია, ფარდულის ტიპის ლითონის კონსტრუქციის, 35 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სადგურით აღჭურვილი შენობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა.

შენიშვნა: საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს, იმპორტის და აქციზის გადასახადისგან (იხილეთ ბმული: https://old.rs.ge/5440).
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 800.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elene kravtsova :: 10.09.2024 17:48
  • Последнее исправление: elene kravtsova :: 11.09.2024 13:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=593746&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 2160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 29.07.35.068), ევროკავშირის (INTERREG VI-B) შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის BSB00464 „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის - Smart4Rural“ (კონტრაქტი: MDLPA 119379/11.06.2024) ფარგლებში, მწვანე ნარჩენების კომპოსტირების საწარმოსათვის ნახევრადღია, ფარდულის ტიპის ლითონის კონსტრუქციის, 35 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სადგურით აღჭურვილი შენობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) არქიტექტურულ ნაწილილს (გეგმები, ჭრილები, მუშა ნახაზები, რენდერები, კონსტრუქციული ნაწილი, ტოპოგრაფია, გეოლოგია);
ბ) განმარტებით ბარათს;
გ) სამუშაოს მოცულობათა უწყისს;
დ) არსებული სიტუაციის ფოტომასალას (ციფრული ფორმატით);
ე) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას;
ვ) მშენებლობის ორგანიზაციის გეგმა-გრაფიკს.

1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი. ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ხოლო ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში, ამასთანავე თითოეული ფაილის ოდენობა ზომით არ უნდა აღემატებოდეს 7 მეგაბაიტს.

შენიშვნა: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევის (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის) ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე. აღნიშნულ ვადაში, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, რომ წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (ექსპერტიზის ხარჯებს სრულად გაწევს მიმწოდებელი).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების მიწოდების ადგილი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N25.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების გაწევის გამოცდილება;
2.2.1.2. 2021 წლის 01 იანვრიდან - მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 100%-ის ოდენობისა (არანაკლებ 40000 ლარი);
2.2.1.3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას მიეკუთვნება: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების გაწევის გამოცდილება;
2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში (მომსახურება გაწეულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით), პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, საგადახდო მოთხოვნები/დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურ ღირებულებას;
2.2.1.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებული დოკუმენტები (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP,CMR) წარმოდგენა. ამ შემთხვევაში, ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: გასაწევი მომსახურების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
2.8.1.4. მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან;
2.8.1.5. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

4.1.3.1. შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე (ინტელექტუალური მომსახურება), შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
7.1.1.2. წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას;
7.1.1.3. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
7.1.1.4. წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;
7.1.1.5. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა განხორციელდება ანგარიშსწორებისას.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება „მიმწოდებლის“ წერილობითი მომართვის საფუძველზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, ეტაპობრივი ანგარიშსწორება არ არის გათვალისწინებული (არ იგულისხმება ავანსი);
7.2.2. „მიმწოდებლის“ წერილობით მომართვას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს:
ა) გაწეული მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (ექსპერტიზის ხარჯებს სრულად გაწევს მიმწოდებელი).
7.2.3. ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო (ლარებში);
7.2.4. საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს, იმპორტის და აქციზის გადასახადისგან, შესაბამისად ანგარიშსწორება განხორციელდება დღგ-ს გარეშე (იხილეთ ბმული: https://old.rs.ge/5440).

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება სათანადო დოკუმენტების (სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტში მითითებული წერილობითი მომართვა და მისი თანმდევი დოკუმენტები) წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელენე კრავცოვა, 598301390, elenikokravcova@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. N25.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს გასაწევი მომსახურების ფასების ცხრილი (დანართი N1) PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (დანართი N1) ან წარდგენილ ფასების ცხრილში (დანართი N1) განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს;
10.1.7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ.: ფასების ცხრილი (დანართი N1), ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru