შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის
თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.
1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:
• წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრესიკურანტში მითითებულ
უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი
ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის
გარეშე/no spaces), შრიფტი 12.
• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება
შემდეგნაირად:
დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის
გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება
ფაქტობრივად შესრულებული გვერდების რაოდენობად. (მიღებული ციფრი,
საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული
წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა
განისაზღვრება სიმბოლოების რაოდენობის პროპორციულად.
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით,
მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში,
დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების
რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი
დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი
ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი
სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი
გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 500 გვ.).
2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ
და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის
ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში,
ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის
მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 7 საათს,
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის თარგმნის 7
საათის ღირებულებით. აღნიშნული 7 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ
მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის
შენარჩუნების პირობებში უზრუნველყოს თარჯიმნის გამოცვლა, რა
შემთხვევაშიც, ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
დამატებითი პირობები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური,
სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული
სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების,
მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის
ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი
და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
• მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 2 ერთი და იმავე ენის, ხოლო რუსული,
ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და
ჩინური ენების არანაკლებ 4 სპეციალისტი, მათ შორის: რუსული, ინგლისური,
აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და ჩინური ენების
მინიმუმ თითო განსხვავებული სქესის ერთიდაიგივე ენის თარჯიმანი,
სავალდებულოა. თარჯიმნის შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით. შერჩევა-შეფასების
ეტაპზე დასაშვებია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი თარჯინის
შესახებ ინფორმაცია, თუმცა ხელშეკრულების მიმდინარეობისას
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24
საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა
საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც
დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის
ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის
მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი,
რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული
ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს
შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში
გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული
ინფორმაცია/მასალები.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად,
დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის
გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმანის
შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული
სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია,
ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის
სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს
და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური,
ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული
მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის
ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის
სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა
პროცესუალურ დოკუმენტზე.
• მიმწოდებელი ვალდებულია არაჯეროვნად გაწეული მომსახურების თაობაზე
შემსყიდველისგან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს
მომდევნო დღის 18:00 საათისა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლოვანებების
აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის
გარეშე, ან თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე
გადახდილი აქვს მომსახურების ღირებულება, დაუბრუნოს შემსყიდველს
აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.
• შემსყიდველის მოთხოვნის ან ხელშეკრულების მიმდინარეობისას ახალი
თარჯიმნის დამატების შემთხვევაში პრეტენდენტმა მოთხოვნიდან 24 საათის
განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა
საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც
დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის
ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის
მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკოემდაციო წერილი,
რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული
ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების ძალაში
შესვლის დღიდან 30 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს
სატელეფონო ზარების ელექტრონული პროგრამით, ე.წ. “ქოლ ცენტრი”
უზრუნველყოფა (სატელეფონო ზარების მონიტორინგი, მიღება, ჩაწერა და
გადამისამართება). აღნიშნული გადამოწმებული იქნება ადგილზე
შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან.
• მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის” ტელეფონის ნომრები (როგორც ქალაქის,
ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება
შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. შემდგომში
გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია
აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში
მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ
შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების
შესახებ.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმანი უნდა გამოცხადდეს
პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმალური ჩაცმულობით.