Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #57167946)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: RUSTAVI CITY MUNICIPALITY
Номер конкурса: 57167946
Дата публикации: 04-09-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240017961
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.09.2024 20:55
Начало приема предложения 11.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 13.09.2024 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 330`971.47 GEL
Контрактная цена объекта закупки 10`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიმდინარე რემონტისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`310.00 GEL
Размер гарантии 100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gvantsa zhghenti :: 04.09.2024 19:04
  • Последнее исправление: gvantsa zhghenti :: 04.09.2024 20:55
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592975&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიმდინარე რემონტი და ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენისას ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი #1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადა: ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. რუსთავი. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთი) სერვისცენტრი ქალაქ რუსთავში.

1.7.1 requirement related to guarantee period

პრეტენდენტის მიერ გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია პრეისკურანტის დანართ #1-ში მითითებული პოზიციების შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტის დანართ #1-ში („ავტომანქანების ძრავის ზეთი“-სა და „ავტომანქანების გადაცემათა კოლოფის ზეთი“-ს ცხრილში) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის წყაროს (მწარმოებელი ქვეყანა), მწარმოებლისა და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე ანალოგიური მომსახურების გაწევის არანაკლებ 10 000.00 (ათიათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობის გამოცდილება, რაზედაც ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულებ(ები)ა და წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მიმწოდებლის ყველა სერვის ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ბალონით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწით, ავტო ამწეებით, გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოსაცვლელი აპარატით, გაგრილების სიტემაში სითხის გამოსაცვლელი აპარატით, თვლების განშლადობის გასასწორებელი აპარატით (რაზვალი), სამუხრუჭე სისტემაში სითხის გამოსაცვლელი აპარატით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით. აგრეთვე უნდა ჰქონდეს ალტერნატიული დენის წყარო.

პრეტენდენტის მომსახურების ცენტრი უნდა მდებარეობდეს ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან არაუმეტეს 5 კმ-ის რადიუსისა).

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ქირა, იჯარა, საკუთრება).

2.9 other additional requirements

ტექნიკური მოთხოვნები

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ მოთხოვნებზე
• სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (დღგ-ს გარეშე).
• სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნას დღგ-ს გარეშე (იმის მიუხედავად არის თუ არა პრეტენდენტი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული). იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დღგ-ს გადამხდელი, ხელშეკრულების დადებისას პრეისკურანტის ღირებულებაში იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
• პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს - 330 971.47 (სამასოცდაათიათას ცხრაასსამოცდათერთმეტი ლარი და 47 თეთრი) ლარი.
• პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ფასის შემცირების შემთხვევაში ფასთა კლება პროპორციულად და თანაბარი პროცენტული ოდენობით უნდა აისახოს ფასების ცხრილებში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს ფასების ცხრილის ჯამური ღირებულებაც.
• პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამის ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებული საქონლის/მომსახურების ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
• შეცვლილი ავტონაწილები უნდა იყოს ახალი (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული, შემსყიდველის მიერ მითითებული ნაწილებისა), რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
• იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება, ან შეცვლილ ნაწილს აღმოაჩნდა წუნი (დეფექტი), მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში.
• პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება.
• მიმწოდებელმა შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას.
• ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, მაგრამ ავტომობილ(ებ)ის სერვისცენტრში მიყვანიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) დღისა, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები (არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღისა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, თუ აუცილებელი ხდება საქონლის/სათადარიგო ნაწილის იმპორტირება, აღნიშნული უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან) ასევე დეფექტურ აქტში უნდა დაფიქსირდეს სერვისცენტრის მისამართი, ავტომანქანაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია (VIN კოდი, გამოშვების წელი, მარკა, მოდელი, ფერი.)
• ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
• პრეისკურანტის განფასების ცხრილში რომელიმე დეტალის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
• მიმწოდებლის ყველა სერვის ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ბალონით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწით, ავტო ამწეებით, გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოსაცვლელი აპარატით, გაგრილების სიტემაში სითხის გამოსაცვლელი აპარატით, თვლების განშლადობის გასასწორებელი აპარატით (რაზვალი), სამუხრუჭე სისტემაში სითხის გამოსაცვლელი აპარატით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით. აგრეთვე უნდა ჰქონდეს ალტერნატიული დენის წყარო.
• საპოხი საშუალებების (ზეთი) ჭურჭელი უნდა იყოს დალუქული და მათი გამოცვლის პროცესში უნდა შემოწმდეს ლუქის მთლიანობა და ვარგისიანობის ვადა ავტომობილის პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.
• პრეტენდენტის მომსახურების ცენტრი უნდა მდებარეობდეს ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან არაუმეტეს 5 კმ-ის რადიუსისა). პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ქირა, იჯარა, საკუთრება).
• მიმწოდებელმა ევაკუატორით მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
• შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს წერილობითი ფორმით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინვოის(ებ)ით

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გვანცა ჟღენტი, 599156117, jgentigvanca@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

• სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად.
• ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
• დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
• სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უფლებამოსილი პირის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი ან/და ბეჭედ დასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში). (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
• პრეტენდენტი ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი, მის მიერ შექმნილი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
• პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru