Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #57167922)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special servises
Номер конкурса: 57167922
Дата публикации: 04-09-2024
Сумма контракта: 492 533


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017924
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.09.2024 17:20
Начало приема предложения 02.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 07.10.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 492`533.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34144510 - Транспортные средства для транспортировки отходов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტია 2 ერთეული ნაგავმზიდი 4X2-ზე თვლების ფორმულით

შესყიდვა განხორციელდება 2024 წლების სახსრებით.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო პირობები
Шаг снижения цены 4`925.00 GEL
Размер гарантии 4`925 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia benidze :: 03.09.2024 13:28
  • Последнее исправление: gia benidze :: 04.09.2024 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592741&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე ნაგავმზიდი (როგორც შასი, ასევე ზედდგმული - შემდგომში ნაგავმზიდი), მოცულობა არანაკლებ - 7.0 მ3 არაუმეტეს -10,0 მ3, თვლების ფორმულა - 4X2.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 2 ერთეული.

1.2.2 შემოთავაზებული ნაგავმზიდების სრული ოდენობა უნდა იყოს:
ა) ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის
ბ) ახალი
გ) არაუადრეს 2023 წლის გამოშვების
დ) მარცხენა საჭიანი
ე) ექსპლუატაციაში არმყოფი
ვ) მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 3000 კმ
ზ) ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო
თ) განბაჟებული.

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე შემოთავაზებული საქონლის ვიზუალი, ფოტოს ან ვებ-ბმულის (ლინკის) სახით.

1.2.3 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის შესაბამისად.
1.2.4. მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. ქუთაისი ავტომშენებლის ქ.#55.
1.2.5. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადაფორმება და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.
1.2.6. ორივე ავტომანქანას სავალდებულოა მოყვეს ცალ-ცალკე: სათადარიგო ნაწილებისა და მათი გამოყენების (ექსპლოატაციის) სახელმძღვანელო (როგორც შასიზე ის დანადგარზე). ჰიდრავლიკური დომკრატი, საბურავის მოსახსნელი ქანჩი, საბურავის გასაბერი შლანგი დაბოლოებებით, პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი, გამოყენებისათვის ვარგისი ვადიანი ცეცხლმაქრი და ტექ.მომსახურებისთვის საჭირო ქანჩ–გასაღებების ნაკრები.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნაგავმზიდის უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ ნაგავმზიდის მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრის მიზნით განახორციელებს ნაგავმზიდ(ებ)ის უკან გაწვევას.


ტექნიკური მახასიათებლები იხ. მიმაგრებულ ფაილში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ნაგავმზიდების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია ნაგავმზიდების მიწოდება განახორციელოს შემსყიდველი ორგანიზაციიის მისამართზე: ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის ქ.#55.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ნაგავმზიდების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს , მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ქუთაისის საზღვრებში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ნაგავმზიდ(ებ)ის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტედენტს, ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი არ გააჩნია ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით.

1.5.4. სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5.5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია, გაავრცელოს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი სრულ ნაგავმზიდზე და არანაკლებ 2 (ორი) წელი ან 200 000 კილომეტრი (რომელიც უფრო ადრე დადგება) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი) და ნაგავშემკრები კონტეინერის ამწევ ჰიდრავლიკურ მექანიზმე.
გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე (მაგალითად: ზეთი, ფილტრები, ხუნდები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრომცველები).

1.7.1.2 ნაგავმზიდის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში ნაგავმზიდის სერვის ცენტრში მიყვანიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

1.7.1.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.5 პუნქტის გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს ნაგავმზიდის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

1.7.1.4 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ნაგავმზიდის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ნაგავმზიდის ნებისმიერი სახის ტექნიკურ დეფექტზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ნაგავმზიდის შემადგენელი კომპონენტების წუნის გამო.

1.7.1.5 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ნაგავმზიდის შეკეთება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ ტენდერში მითითებულ ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრე(ებ)ში, რათა არ მოხდეს ნაგავმზიდის გარანტიის პირობების ცვლილება ან გარანტიიდან მოხსნა.

1.7.1.6 მიღების დროს ნაგავმზიდზე გამოვლენილი ნებისმიერი წუნის/დეფექტის/ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს/შეცვალოს ახლით წუნის/დეფექტის/ხარვეზის მქონე ნაგავმზიდი. ამასთან, მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია.

1.7.1.7 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ნაგავმზიდის შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული ნაგავმზიდის (როგორც შასი ასევე ზედდგმული) ბრენდის, მოდელის და წარმოების ქვეყნის დასახელება უნდა მიუთითოს დანართი N2-ის შესაბამისად.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ნაგავმზიდის (როგორც შასი ასევე ზედდგმული) ბრენდის, მოდელისა ან წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ნაგავმზიდის (როგორც შასი ასევე ზედდგმული) ბრენდის, მოდელისა ან წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3 შემოთავაზებული საქონელი (როგორც შასი ასევე ზედდგმული) უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1. პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს , მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ქუთაისის საზღვრებში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ნაგავმზიდ(ებ)ის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტედენტს, ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი არ გააჩნია ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საექსპერტო დასკვნა მოწოდებული მანქანების სატენდერო პირობებთან შესაბამისობაზე და ტექნიკურ გამართულობაზე გაცემული აკრედიტირებული ორგანოს მიერ ქართულ ენაზე შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობის დართვით.

2.9 other additional requirements

2.9.1 მიმწოდებელი ვალდებულია ქართულ ენაზე ნათარგმნი 2 ერთეული შემოთავაზებული ნაგავმზიდის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო წარუდგინოს შემსყიდველს პირველივე მიწოდების დროს.

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ შესყიდულ ნაგავმზიდზე დაამონტაჟოს ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობა/აღჭურვილობა, იგი ვალდებულია მიმართოს მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული და ამომწურავი წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სტანდარტების შესაბამისად და ნორმების დაცვით უნდა განხორციელდეს შესაბამისი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟი, რათა არ დაირღვეს საგარანტიო პირობები და ძალაში დარჩეს საგარანტიო მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟის თაობაზე, აღნიშნული უნდა განახორციელოს შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

2.9.3 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.7, 2.9.1 და 2.9.2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული (ნოტარიულად დამოწმებული) თარგმანი ქართულ ენაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილში მითითებულ ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.2.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 120 (ას ოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის (სატრანსპორტო საშუალების) მიწოდების საბოლოო ვადას, ხოლო ფლობის (საგარანტიო პერიოდში ტექნიკური მომსახურების) ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით. ხოლო თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების მომენტში

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ნაგავმზიდ(ებ)ის მიწოდების შემდეგ, 2024 წლის სახსრებით, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ოლეგი მარგველაშვილი, 598514619, olegi_80@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე):
10.1.6.1. თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად.
10.1.6.2 თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის შესახებ ინფორმაცია. მითითებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან შემდგომში შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru