Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #57167911)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Investigation Service
Номер конкурса: 57167911
Дата публикации: 04-09-2024
Сумма контракта: 193 235


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017934
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.09.2024 17:42
Начало приема предложения 13.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 16.09.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 193`235.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45310000 - Электромонтажные работы
  • 45315000 - Монтажные работы систем отопления и прочего электрооборудования зданий
  • 45330000 - Сантехнические работы
  • 45331000 - Работы по установке систем отопления, вентиляции и кондиционирования воздуха
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირი №22-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში არსებული გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და გამიჯვნის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 1`932 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: badri sajaia :: 02.09.2024 18:20
  • Последнее исправление: badri sajaia :: 04.09.2024 17:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592649&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირი №22-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში არსებული გათბობა-გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და გამიჯვნის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთულ უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან ისეთი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.3. შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირი/ორგანიზაცია, რომლის მომსახურების ანაზღაურებასაც განახორციელებს შემსყიდველი.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა № 2) და მისი თანმხლები დოკუმენტაცია (ფარული სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ა.შ.) წარუდგინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკური ზედამხედველობის განმახროციელებელ პირს/ორგანიზაციას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - შემსყიდველ ორგანიზაციას.
1.2.5 ანგარიშსწორება განხორციელდება ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის/ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად და დასრულების შემდეგ ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
1.2.7 საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.
1.2.9 ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
1.2.10 პროექტის შესაბამისად წარმოებული სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას განახორციელებს პროექტის ავტორი.
1.2.11 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი წარმოადგენს მიმწოდებლისათვის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის გადასახდელ სრულ და ერთადერთ ფასს, რომელიც მოიცავს მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ ყველა ხარჯს, რაც აუცილებელია სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და შესაძლო დეფექტების აღმოფხვრისათვის; თუ ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, რაიმე სახის სამუშაო, მომსახურება, ან საქონელი გათვალისწინებულია ხელშეკრულების ზოგად პირობებში ან ტექნიკურ დავალებაში (და მის დანართებში), მაგრამ არ არის ასახული შესაბამის ხარჯთაღრიცხვაში, აღნიშნული სამუშაოს, მომსახურების, ან საქონლის ღირებულება არ განფასდება ცალკე და ხსენებული ღირებულებ(ები)ა შედის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასში და ხსენებული სამუშაოს, მომსახურების, ან საქონლის ღირებულებ(ებ)ით აღნიშნული სახელშეკრულებო ფასი არ იზრდება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოების შესრულების მაქსიმალური ვადა შეადგენს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 80 (ოთხმოცი) კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოების შესრულების ადგილია: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №22 (ს.კ. 03.01.22.050.02.500).
1.5.2 სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის/ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისა და ხელმოწერის შემდეგ, ამასთან, სამუშაოების ფაქტიური შესრულების თარიღი (მათ შორის, ეტაპობრივი შესრულების) განისაზღვრება ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის/ორგანიზაციის მიერ მომზადებული დადებითი დასკვნით.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები შემსყიდველთან შეთახმებულ გონივრულ ვადაში.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2.5% (მათ შორის ეტაპობრივი ანაზღაურების შემთხვევაში). შემსყიდველის მიერ დაკავებული თანხა (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5% - შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში) წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებულ 2.5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
შენიშვნა: თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 1.6.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ი) დაბრუნებას არ ექვემდებარება (შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში).
1.6.5 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ობიექტზე გამოვლენილი წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოსწორებას მიმწოდებელი ორგანიზაცია გონივრულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს მათ აღმოფხვრაზე, შემსყიდველი უზრუნველყოფს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრას შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ით, ხოლო მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შეაფასებს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრის ხარჯს და უზრუნველყოფს წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან თანხის მოთხოვნას მის პროპორციულად. თუ დეფექტების აღმოფხვის ხარჯისათვის საჭირო თანხა აღემატება გარანტიით განსაზღვრულ თანხას, შემსყიდველი დამატებით დააკისრებს მიმწოდებელს ზემოაღნიშნული განსხვავების გადახდას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


შენიშვნა: ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო პირობების 10.2 პუნქტში ატვირთული დანართი №2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ღირებულების გათბობა-ვენტილაციის სისტემების მოწყობის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულება/ები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან სხვა დოკუმენტაცია), ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მიუთითოთ შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით) ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულებისა.
7.2.3 დაფინანსების წყარო: ანგარიშსწორება მოხდება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

I ეტაპი - ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის, მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის, მიმწოდებლის მიერ წარდგენის შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2,5%-ის დაკავებით (შემსყიდველი უფლებამოსილია არ დაუკაოს მიმწოდებელს აღნიშნული 2,5% იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ანგარიშსწორების დროს წარმოადგენს დასაკავებელი თანხის ოდენობის უპირობო/გამოუთხოვად საბანკო გარანტიას, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას);

შენიშვნა: I ეტაპის ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად. 7.2.3. პუნქტით გათვალისწინებული ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში.

II ეტაპი- შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში - დანარჩენი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5% საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში, იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუქტით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს არ გამოუვლენია დეფექტი ან და გამოვლენილი დეფექტი სრულად აღმოფხვრილია მიმწოდებლის მიერ.

7.2.5 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც, მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელდება შესასრულებელი სამუშაოების განხორცილების დადასტურება. გაუთვალისწინებლი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის შემთხვევაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი გაწევს ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელ სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე, მაშინ შემსყიდველი არ აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯებს).
შენიშვნა: თანხმობად ჩაითვლება ორივე მხარის მიერ დამოწმებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტი.

7.2.6 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ფასის გაზრდა გამოწვეულია სამუშაოთა მოცულობის გაზრდის გამო, გამოყენებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულების დანართით (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული ერთეულის ფასები.

7.2.7 იმ შემთხვევაში, როდესაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობების ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, აღნიშნული სამუშაოების მოცულობები შესაძლებელია შეიცვალოს (დაზუსტდეს), აღმოჩენილი შესასრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ პირ(ებ)თან მიღწეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად ან ერთიანად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბადრი საჯაია, 599700335, bsajaia@sis.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.9 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.10 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 ხარჯთაღრიცხვა დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან ისეთი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.3 ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ დანართი №2-ის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru