Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инструменты для контроля физических характеристик (Грузия - Тендер #57167904)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Levan Samkharauli National Forensics Bureau
Номер конкурса: 57167904
Дата публикации: 04-09-2024
Сумма контракта: 830 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017941
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.09.2024 17:52
Начало приема предложения 02.10.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 07.10.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 830`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38400000-Инструменты для контроля физических характеристик
Коды классификатора
  • 38430000 - Аппараты выявления и анализа
Срок подачи ხელშკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა
Дополнительная информация
State procurement of server infrastructure data storage systems
Procurement Type: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Announcment number:
Procuring entities: LEPL Levan Samkharauli National Forensics Bureau
Procurement announcement date:
Bids accepted from:
Deadline for bid submission:
Financing - 2024 Funds (year)
The estimated value of the procurement: 204 000.00 GEL.
The bid must be submitted: Included VAT
Classifier (CPV) Code: 38400000 - Instruments for checking physical characteristics
Classifier (CPV) code and specific procurement object: 38430000 - Detection and analysis apparatus
Supply period: No later than 60 calendar days after the contract is signed.
Bid reduction step: 8 500.00 GEL
Guarantee amount: 8 300.00 GEL
Guaranteed validity period: 160 days
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`500.00 GEL
Размер гарантии 8`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eter altunashvili :: 26.08.2024 15:56
  • Последнее исправление: eter altunashvili :: 04.09.2024 17:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=591989&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დნმ ავტომატური ექსტრაქტორის სისტემების შესყიდვა.

ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი, საქართველოში ერთადაერთია, რომელიც დნმ-საექსპერტო საქმიანობას ახორციელებს. გენეტიკური ანალიზის მაღალი სიზუსტე განაპირობებს დნმ-ექსპერტიზებზე მნიშვნელოვნად გაზრდილ მოთხოვნას.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის თითოეულ ექსპერტს აწერია მიმდინარე 350-400 საქმე (დადგენილება/მომართვა/განცხადება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ), მაშინ, როდესაც 2012 წელს, ერთი წლის განმავლობაში, მთელი დეპარტამენტის მიერ, სრულდებოდა 500-მდე გენეტიკური ექსპერტიზა. ერთი ექსპერტის მიერ, ერთი თვის განმავლობაში შესრულების მაქსიმუმი შეადგენს მხოლოდ 25-30 დასკვნას/ექსპერტიზას.

აღნიშნული პრობლემის შემსუბუქების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შეძენილ იქნეს მაღალი ხარისხის და გამოსავლიანობის დნმ-ის მისაღებად ავტომატური ექსტრაქტორი, რომელიც ერთდროულად ჩაანაცვლებს ხელით შესასრულებელ, გენეტიკური კვლევის ორ ეტაპს, როგორც ექსტრაქციის, ასევე რეალურ დროში მოქმედი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზისათვის ნიმუშების მომზადების ეტაპებს.

კომბინირებულმა, მულტიფუნქციურმა სისტემამ, კვალიფიციური თანამშრომლის მინიმალური ჩარევით, უნდა შეძლოს, ავტომატურ რეჟიმში ერთდროულად 96 საექსპერტო ბიოლოგიური ნიმუშიდან დნმ-ის მიღება და ინჰიბიტორებისგან გასუფთავება, ასევე 96 ნიმუშისვე განზავება და მომზადება შემდგომი საფეხურისთვის, რაოდებობრივი და ხარისხობრივი ანალიზისათვის. გენეტიკური ექსპერტიზის ორი ფუნდამენტური საფეხური (დნმ-ის ექსტრაქცია/გასუფთვება და განზავება), რომელიც დღემდე სრულდება ხელით, კვალიფიციური ექსპერტის მიერ, თუმცა საჭიროებს ხსნარების მომზადებას, სინჯარების ცვლას, სხვადასხვა რეაქტივების მონაცვლეობას, ჩანაცვლდება ავტომატური ხელსაწყოს მიერ, ზედმეტი ადამიანური ჩარევისა და მასთან დაკავშირებული შესაძლო კონტამინაციის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

ავტომატური ექსტრაქტორი იქნება ბიუროში მოქმედი/ვალიდირებული საექსპერტო დნმ-კვლევის მრავალსაფეხურიანი პროცესის საწყისი ხელსაწყო, რომელიც ჩაანაცვლებს ექსპერტის ხელით შრომის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რითაც დაიზოგება როგორც საექსპერტო კვლევის დრო, ისე რეაქტივები და სახარჯი მასალა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამუშაო წარმადობის მსგავსი, სხვადასხვა წამყვანი საექსპერტო დაწესებულების დნმ-ლაბორატორიები, დიდი ხანია, მუშაობენ ავტომატური ექსტრაქტორების დახმარებით.

ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა ნეშტების იდენტიფიკაციის პროცესში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საერთაშორისო ორაგნიზაციების და კომიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შესასყიდი ხელსაწყოს დახმარებით შესაძლებელი იქნება, დაკარგულთა ოჯახის წევრების ბიოლოგიური ნიმუშებიდან დნმ-ის ერთდროულად დიდი რაოდენობის მომზადება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის შეძენილ იქნას ტექნიკური დავალების შესაბამისი ექსტრაქტორი, რითაც ბიუროში მიმდინარე საექსპერტო კვლევითი პროცესი წარიმართება შეუფერხებელად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ექსპერტის დასკვნის წარმადობა და ამასთან, დაიზოგება დრო, რეაქტივები და სახარჯი მასალა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური მოთხოვნები დნმ-ის ავტომატური ექსტრაქტორისათვის

სისტემამ, კვალიფიციური თანამშრომლის მინიმალური ჩარევით, ავტომატურ რეჟიმში უნდა მოახდინოს ერთდროულად 96 საექსპერტო ბიოლოგიური ნიმუშიდან დნმ-ის მიღება და ინჰიბიტორებისგან გასუფთავება, არაუმეტეს 90 წუთის განმავლობაში.

ხელსაწყომ უნდა შეძლოს, ერთდროულად დნმ-ის საექსპერტო კვლევის სამი საფეხურის, სპეციალისტის ხელით შესასრულებელი მოლეკულურ-გენეტიკური სამუშაოს ავტომატურ რეჟიმში ჩანაცვლება. კერძოდ, ექსტრაქციის შემდეგ, დნმ-ის ნიმუშების მომზადება კვლევის შემდგომი ეტაპისთვის-რეალურ დროში მოქმედი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისათვის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასებისათვის.

სისტემას უნდა შეეძლოს მიღებული დნმ-ის კონცენტრაციის გაანგარიშება და შესაბამისი განზავება და მოკლე ტამდემური განმეორებების - STR ამპლიფიკაციისათვის მომზადება.

სისტემას უნდა ჰქონდეს სასამართლო-საექსპერტო დანიშნულება და უნდა იყოს განკუთვნილი პირის/გვამის ან მისი ბიოლოგიური ნიმუშებიდან, მათ შორის, ისეთი რთული ობიექტებიდან, როგორიცაა ძვალი და კბილი, ან მცირე მასალის შემცველი ნიმუში, მაგნიტური ნაწილაკების მეშვეობით, მაღალი ხარისხის და გამოსავლიანობის დნმ-ის მისაღებად, რომელიც საბოლოოდ გამოიყენება ადამიანის ბიოლოგიური მასალის გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის (პროფილირებისათვის).

ნიმუშების შეტანა და ელუცია შესაძლებელი უნდა იყოს როგორც 96-იანი სტანდარტული, ისე ღრმა პლანშეტით, ასევე 1,5 მლ პოლიპროპილენის სინჯარებით.

მაღალი ხარისხის მგრძნობელობა უნდა შეადგენდეს 1-3 pg/μl.

ხელსაწყოს თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ რეკომენდებული და წინასწარ კონფიგურირებული კომპიუტერი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.
ხელსაწყოს უსაფრთხოების მიზნით, კვების წყარო უნდა იყოს მორგებული საქართველოს სტანდარტზე. ხელსაწყოს უნდა შეეძლოს შეუფერხებელი მუშაობა 20-350C ტემპერატურისა და 30-70 % ტენიანობის პირობებში.

როგორც ხელსაწყო, ასევე, მზა, კომერციულად ხელმისაწვდომი რეაგენტები, რომლებიც საჭიროა დნმ-ის მისაღებად და მის მოსამზადებლად შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის, ვალიდირებული უნდა იყოს ადამიანის საექსპერტო-გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის, შესაბამისი სერტიფიკატის არსებობით.

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელსაწყოს ინსტალაცია, გამართული მუშაობა და ადგილზე, ბიუროს ბიოლოგიური (დნმ) ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიციური ტრენინგი, შესაბამისი განათლების, სერთიფიცირებული ტრენერისგან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (ინსტალაცია და ტრენინგი) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (ინსტალაცია და ტრენინგი) უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის N84;

1.7.1 requirement related to guarantee period

მოწოდებულ საქონელზე (გარდა სახარჯი მასალიასა) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2 წლიანი გარანტია.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის ან/და კატალოგის ნომერის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს საქართველოში უნდა ჰყავდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი (სერვის ინჟინერი), რომელიც ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დიაგნოსტიკას და ხარისხიანი მომსახურების განხორციელებას ადგილზე. შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ სერთიფიცირებული სერვის ინჟინრის სერტიფიკატ(ებ)ი, ასევე წერილობითი დასტური (წერილობითი ან/და შრომითი ხელშეკრულება) მასზედ, რომ სერტიფიცირებული ინჟინერი არის პრეტენდენტის თანამშრომელი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა/წერილი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წამოადგინოს:

2.9.1. ფასების ცხრილი ტექნიკური დავალებისა და ფასების ცხრილის (დანართის N1) შესაბამისად;

2.9.2. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული და ექსპლუატაციაში არმყოფი.

2.9.3. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

2.9.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი” ან/და შემოთავაზებული საქონლის ბროშურა/კატალოგი (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული), რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ან ბროშურა/კატალოგში არ ფიქსირდება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი საქონლის ყველა ტექნიკურ პარამეტრი ან/და შეუსაბამობა აღმოჩნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებულ საქონლის პარამეტრებსა და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ან ბროშურა/კატალოგში არსებულ საქონლის პარამეტრებს შორის, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული და დადასტურებული საქონლის ტექნიკური მონაცემები - რომელსაც უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.


შენიშვნა:
"ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადას არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან;

6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

6.4.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს უფლება აქვს მოითხოვოს ავანსი, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის ოდენობის, წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მოწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.2. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

შენიშვნა: თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი საავანსო თანხის ნახევარი ოდენობის საავანსო გარანტიას;

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მიმწოდებელთან შეიძლება განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ღირებულების 30% წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტიის (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) წარმოდგენის საფუძველზე.

7.2.2 საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე - შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის, ინპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ. ინსპექტირებისთვის საჭირო ვადები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო (არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის ოდენობით) საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში

7.3.2 საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე - შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის, ინპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ინსპექტირებისთვის საჭირო ვადები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეთერ ალთუნაშვილი, 577078007, ealtunashvili@expertiza.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

04-09-2024 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

04-09-2024 Ремонт и техническое обслуживание защитных и военных материалов .

04-09-2024 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

04-09-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

04-09-2024 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

04-09-2024 Инструменты, замки, ключи, петли, крепежные устройства, цепи и пружины.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru