Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #57167888)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Municipality Of Poty City
Номер конкурса: 57167888
Дата публикации: 04-09-2024
Сумма контракта: 54 885


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017957
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.09.2024 18:52
Начало приема предложения 13.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 16.09.2024 18:00
Предполагаемая цена закупки 54`885.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи სამუშაოს შესრულებისვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
Дополнительная информация
მინი სპორტული მოედნების კაპ.შეკეთება, კერძოდ: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის ხეივანი N25 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მინი-სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო პირობები.
Шаг снижения цены 549.00 GEL
Размер гарантии 549 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia sulava :: 04.09.2024 15:05
  • Последнее исправление: maia sulava :: 04.09.2024 18:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=592941&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მინი სპორტული მოედნების კაპ.შეკეთება, კერძოდ: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის ხეივანი N25 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მინი-სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:

სამშნებლო სამუშაოები
მინი სტადიონის შემოღობვის დაზიანებული და სხვა ელემენტების (კუთხოვანები, მავთულბადე, მილები) დემონტაჟი, ხელოვნური ბალახის საფარის დემონტაჟი, გრუნტის დამუშავება მოედანზე ხელით, ღობის ლით.კონსტრუქციების(არსებული ჩარჩოების,კარების )შეკეთება, ახალი მასალის ნაწილობრივი დამატებით, ლითონის PVC იზოლირებული მავთულბადის დამონტაჟება დაზიანებულ ადგილებში, საფუძვლის მოწყობა 20-40მმ ფრაქციის ღორღით ფილის ქვეშ ხელით დატკეპნვით, მინი სტადიონის რკ/ბეტონის ფილის მოწყობა, რკ/ბეტონის ფილაზე ნაკერების მოწყობა, მოედანზე ხელოვნური მინდვრის საფარის შეძენა-მოწყობა ტექნოლოგიური პროცესის დაცვით (ესკიზის გათვალისწინებით), კვარცის ქვიშის ფენის მოწყობა, კარის ლითონის ლემენეტების მოწყობა, ღორღის ფენის მოწყობა მინი სტადიონის გარე პერიმეტრზე და დადაბლებულ ადგილებში, მინი სტადიონის ხელოვნური ბალახის მარკირება(დახაზვა), II ჯგუფის გრუნტის დამუშავება ხელით საკალათბურთე ფარის დგარის მოსაწყობად, საძირკვლის ქვეშ დატკეპნილი ღორღის ფენის მოწყობა, საკალათბურთე ფარის საყრდენი დგარის ბეტონის საძირკვლის მოწყობა, კალათბურთის დგარის მომნტაჟი საძირკველში, მინი სტადიონის ლითონის შემოსაზღვრისა და სხვა ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით 2-ჯერ, სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება გამოტანა, ავტოთვითმცლელზე დასატვირთად, სამშენებლო ნაგვის დატვირთვა ხელით ავტოთვითმცლელზე, სამშენებლო ნაგავის გატანა 7 კმ-მდე მანძილზე, საკალათბურთე ფარის შეძენა-მონტაჟი(სკიზის მიხედვით), საფეხბურთო კარის ბადის შეძენა-მოწყობა.

ელ. სამონტაჟო სამუშაოები
დაზიანებული განათების სანათის დემონტაჟი, გრუნტის დამუშავება ხელით განათების ბოძების მოსაწყობად, გრუნტის დამუშავება ხელით ელ. კაბელის მოსაწყობად, ქვიშის ქვეშსაგები ფენის მოწყობა ელ. კაბელისათვის, არსებული გრუნტის უკუჩაყრა, განათების საყრდენების დამზადება ლითონის მილებისაგან, განათების საყრდენების დაბეტონება, გოფრირებული მილის მოწყობა კაბელისთვის.
მთავარი გამანაწილებელი ფარის მონტაჟი, ავტომატური ამომრთველის მონტაჟი, NYM 3X2,5 კვ.მმ კაბელის მოწყობა, NYM 3X1.5 კვ.მმ კაბელის მოწყობა, გარე განათების დიოდური (LED 90 W) სანათის მონტაჟი, ფოტორელეს შენძენა მონტაჟი, დამიწების ლითონის ღერო დ 8 მმ.

მიმწოდებელი ვალდებულია:
მოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ სამშენებლო-სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას, დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები:
სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილი და სამშენებლო მოედანი უნდა გასუფდავდეს ყოველგვარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისაგან.
ვალდებულია და პასუხისმგებელია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების, შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვით.
მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული კანონის - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნები.

გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა მხოლოდ შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. თანხმობის მისაღებად მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორციელდეს ასეთი სამუშაოების გამოვლენისთანავე.

სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები.
მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე.

იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.

შესასრულებელი სამუშაოების სრული ჩამონათვალი ასახულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლში ექსელის (Excel) ფაილის სახით ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი;
3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, 9 აპრილის ხეივანი N25.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 219 540 ლარისა.

2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო/კაპ. შეკეთების სამუშაოები.

4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

5. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

5.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.

5.2 სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

5.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

5.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;
2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს „ექსპერტ ჰაუსი“;
4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
7. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას;
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;
5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფრორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე;
3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
4. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ორგანიზაციის, შპს „ექსპერტ ჰაუსი“-ს(შემდგომში-ზედამხედველი) მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს „ექსპერტ ჰაუსი“-ს მიერ ფორმა N2-ზე ხელმოწერით).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია სულავა, 591417556, potitenderi2011@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
პრეტენდენტებმა სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტი - ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა განათავსონ Excel-ის ფორმატის დოკუმენტის სახით. ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru