Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #56910542)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Georgia Gas Transportation Company"
Номер конкурса: 56910542
Дата публикации: 27-08-2024
Сумма контракта: 2 062 836


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017394
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.08.2024 16:57
Начало приема предложения 19.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 24.09.2024 16:00
Предполагаемая цена закупки 2`062`836.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45231220 - Строительство газопроводов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 204 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხრუკვეთის და თვალუეთის გაზიფიცირების სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 41`257.00 GEL
Размер гарантии 20`628 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: solomon mikabadze :: 26.08.2024 12:43
  • Последнее исправление: mamuka sikharulidze :: 27.08.2024 16:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=591936&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხრუკვეთის და თვალუეთის გაზიფიცირების სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში მოცემული დოკუმენტაციის შესაბამისად;
2. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის დოკუმენტის სახით;
3. პრეტენდენტი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში გაითვალისწინოს გაუთვალისწინებელი ხარჯი 3%-ის ოდენობით;
4. სატენდერო წინადადების განფასება წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 204 (ორას ოთხი) კალენდარულ დღეს. აღნიშნულ ვადაში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ადგილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცხრუკვეთი და თვალუეთი

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება გარანტია 1 (ერთი) წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს* უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 წლიანი ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჯამურად არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100% (გამოცდილებაში ჩაითვლება 2019; 2020; 2021; 2022; 2023; 2024 წლებიდან ნებისმიერი სამი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება). ამასთან, პრეტენდენტს აღნიშნული 6 წლიდან არანაკლებ 3 წელში (თითოეულში) უნდა დაუფიქსირდეს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 10%.

ასევე, პრეტენდენტს არანაკლებ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება ზემოაღნიშნული 6 წლის განმავლობაში, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 70%.

გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე შესყიდვის გამოცხადების დღემდე დასრულებული პროექტები.

ანალოგიული სამუშაოების გამოცდილება ნიშნავს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ტიპის გაზიფიცირების სამუშაოების წარმოებას. ამასთან, სხვა სახის მილსადენების მშენებლობა გამოცდილებაში არ ჩაითვლება.

*თუ პრეტენდენტი არარეზიდენტი პირია, გამოცდილებაში არ ჩაითვლება მის ქვეყანაში მიღებული გამოცდილება. თუ პრეტენდენტი არარეზიდენტი პირის წარმომადგენლობა/ფილიალია, გამოცდილებაში არ ჩაითვლება სათაო კომპანიის ქვეყანაში მიღებული გამოცდილება.

2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ, შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის მიხედვით. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესრულებული სამუშოების ჩამონათვალს მოცულობითი მახასიათებლებით და შესრულების ვადებით, რასაც უნდა დაერთოს შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი მინიმუმ შემდეგი დოკუმენტების ასლები:
1) ხელშეკრულება; 2) შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი); 3) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ან სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; 4) დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

თუ პრეტენდენტს გამოცდილება მიღებული აქვს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან (წარმოადგენს მის უშუალო კონტრაქტორს), არ არის სავალდებულო ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, მისაღებად ჩაითვლება დანართი №2-ში შესყიდვის მაიდენტიფიცირებელი ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR) მითითება.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს სამუშაოები შესრულებული აქვს როგორც ქვეკონტრაქტორს, მოცემული სამუშაოები ასევე მიღებული უნდა ჰქონდეს ძირითად შემსყიდველს წინამდებარე შესყიდვის გამოცხადების დღემდე. ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ძირითადი შემსყიდველის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და ზემოაღნიშნული დოკუმენტების გარდა წარმოადგინოს მოცემული სამუშაოების ძირითადი შემსყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მის მიერ იგივე სამუშაოების მიღება. თუ ძირითად შემსყიდველს წარმოადგენს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აღნიშნული დოკუმენტი აღარ მოითხოვება.

3. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი (ცალკეული სამუშაოების წარმოებისა და ვადების მითითებით).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის მომზადების ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და წარმოადგნოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შეტყობინების მიღებიდან არა უმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.

საექსპერტო დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან), რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
• ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
• ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

5.1.3 for an individual entrepreneur

• პირადობის მოწმობის ან აიდი ბარათის ან პასპორტის ასლი;
• ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

• პირადობის მოწმობის ან აიდი ბარათის ან პასპორტის ასლი;
• ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

ამხანაგობაში მონაწილე თითოეული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

იურიდიული პირისათვის:
• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან), რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
• ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
• ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

ფიზიკური პირისთვის ან ინდივიდუალური მეწარმისთვის:
• პირადობის მოწმობის ან აიდი ბარათის ან პასპორტის ასლი;
• ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტმა პირებმა (როგორც იურიდიულმა, ისე ფიზიკურმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა) უნდა წარმოადგინონ 5.1.2 და 5.1.3 პუნქტებში მითითებული თავიანთი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
2. აღნიშნული დოკუმენტების დედნები უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული;
3. წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
4. არარეზიდენტი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა შეიცავდეს იმ ინფორმაციას, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია 5.1.2 და 5.1.3 პუნქტებში მითითებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ზუსტად არ შეესაბამება ამ პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი განმარტება აღნიშნული შეუსაბამობის დასაბუთების მიზნით.

5.1.7 for a representation/branch

როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2, 5.1.3, 5.1.4 პუნქტებში მითითებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები (იურიდიული ფორმის შესაბამისად). სათაო კომპანიის თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად უნდა შეიცავდეს იმ ინფორმაციას, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია 5.1.2, 5.1.3, 5.1.4 პუნქტებში მითითებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ზუსტად არ შეესაბამება ამ პუნქტის მეორე წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი განმარტება აღნიშნული შეუსაბამობის დასაბუთების მიზნით.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით აღემატება სამუშაოების შესრულების ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მშენებლობის მსვლელობის პერიოდში შუალედური ანგარიშსწორება არ განიხილება;
2. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მხოლოდ სრულად შესრულებული/მიწოდებული სამუშაოს შესაბამისად, რომელზეც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოს ფორმა №2, სადაც აღინიშნება შესრულებული სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაცია და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ (დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილებს).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სრულად შესრულებული/მიწოდებული სამუშაოს შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №2-ის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოლომონ მიქაბაძე, 599478799, s.mikabadze@ggtc.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს;
2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
3. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
4. სატენდერო წინადადების ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
5. მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისი მასალა-მოწყობილობებით. სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული მასალა-მოწყობილობები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ახალი, გამოუყენებელი და სრულად შეესაბამებოდეს შესაბამის სფეროში მოქმედ სტანდარტებს. შემსყიდველს უფლება აქვს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მოითხოვოს მასალა-მოწყობილობებზე შესაბამისობის სერტიფიკატები;
6. მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული მასალა-მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან ან/და შემსყიდველის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით ჩაანაცვლოს შემსყიდველისათვის მისაღები მასალა-მოწყობილობებით;
7. სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმები და სტანდარტები;
8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში ხდება სისტემის მეშვეობით;
10. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა Excel-ის დოკუმენტის სახით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ, პრეტენდენტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
11. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru