Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #56910461)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 56910461
Дата публикации: 27-08-2024
Сумма контракта: 1 357 961


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240017359
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.08.2024 15:47
Начало приема предложения 22.09.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 27.09.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 1`357`961.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Procurement of local and international postal and courier services

Procurement type: Electronic Tender (NAT)
Procuring entities: LEPL Public service development agency
Procurement announcement date: 27.08.2024
Bids accepted from 22.09.2024 00:00
Deadline for bid submission: 27.09.2024 12:00
Financing: 2024 Funds (year)
Estimated value of procurement: 1357961.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code: 64100000 - Postal and courier services
Amount or Volume of Procurements: Please refer to Tender documentation
Supply Period: Please refer to Tender documentation
Bid reduction step: 6000 GEL
Guarantee amount: 13580 GEL
Guarantee validity period 160 Days
Financing 100% - own revenues
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`000.00 GEL
Размер гарантии 13`580 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar kvaratskhelia :: 13.08.2024 14:59
  • Последнее исправление: mariam berkatsashvili :: 27.08.2024 15:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=590315&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და მისი ტერიტორიული სამსახურებისთვის (მისამართები და სამსახურების ჩამონათვალი იხილეთ N1 დანართში) ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
2. მიმწოდებელმა დამკვეთთან შეუფერხებლად საკონტაქტოდ უნდა გაამწესოს მინიმუმ სამი (ფინანსური, IT და საოპერაციო მიმართულებით) უფლებამოსილი პირი, რომლებიც უზრუნველყოფენ შემსყიდველთან დროულ და ეფექტურ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
3. მიმწოდებელმა უნდა შექმნას ელექტრონული ფოსტა, რომელზეც/რომლითაც შემსყიდველთან/შემსყიდველის მიერ გაიგზავნება ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის საჭირო პროგრამის არსებობა და შემსყიდველისთვის არანაკლებ 250 მომხმარებლის (user) შექმნა, რათა ხელი არ შეეშალოს მისი საქმიანობის ჯეროვან განხორციელებას. აღნიშნულ პროგრამაში შესაძლებელი უნდა იყოს ახალი წერილის/გზავნილის რეგისტრაცია მონაცემებით: ადრესატის სახელი, გვარი, წერილის ნომერი, ადრესატის მისამართი და თვალთვალის კოდი, ასევე - წერილის/გზავნილის ძებნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემით. პროგრამულ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების დროის რეალურ რეჟიმში თვალყურის დევნება და გზავნილის სტატუსის დათვალიერება. შემსყიდველისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაცია, გზავნილების რეესტრების შესახებ დოკუმენტაცია (როგორც ელექტრონულად ისე მატერიალურად; ეს ინფორმაცია, შემსყიდველს უნდა დარჩეს მომსახურების შეწყვეტის შემდეგ 5 წლის განმავლობაში) მასზე წვდომის უფლებით. ასევე, შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამიდან ინფორმაციის pdf ფორმატით ჩამოტვირთვა.
5. შემსყიდველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ინტერნეტპორტალზე დროის რეალურ რეჟიმში გზავნილებს ადევნოს თვალი ე.წ. „კარიდან კარამდე“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ეგრეთ წოდებული „სათვალთვალო კოდის“ მეშვეობით, რომელსაც მიმწოდებელი შემსყიდველს გადასცემს ყოველ კონკრეტულ გზავნილზე.
6. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში გადასცეს პროგრამა/მიანიჭოს მასზე დაშვების უფლება და მასში მომხმარებლად დაარეგისტრიროს შემსყიდველის მიერ გადაცემული ყველა ის პირი, რომელიც მომავალში იმუშავებს ამ პროგრამაში. შემსყიდველმა, რისკების შესუსტების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში, უნდა შეძლოს შესამოწმებლად (სატესტოდ) მინიმუმ 10 წერილის გაგზავნა.
7. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის 20 თანამშრომლისთვის (რომლებიც, ასევე, დარეგისტრირებული იქნებიან მომხმარებლებად) გადაცემული პროგრამის მოხმარებასთან დაკავშირებით ტრენინგის ჩატარება.
8. მიმწოდებელი ვალდებულია, თავად ასახოს გზავნილები შესაბამის პროგრამაში, რაც გულისხმობს იმას, რომ შემსყიდველისგან მიიღებს გაფორმებულ კონვერტებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაეცემა შესაბამისი რეესტრით. მომდევნო სამუშაო დღეს სააგენტოს თანამშრომელმა ამ კონვერტის პოვნა უნდა შეძლოს მომწოდებლის პროგრამაში, რათა თვალყური ადევნოს მას. შემსყიდველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია პროგრამაში წერილების ასახვის მეთოდის შესახებ.
9. მიმწოდებელმა პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით გეგმიური ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად უნდა გამოიყენოს წელიწადში არაუმეტეს 100 საათისა, რა დროსაც ხელმისაწვდომი არ იქნება პროგრამა შემსყიდველისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მიმწოდებელს დასჭირდება წელიწადში 100 საათზე მეტი, მას ყოველი დამატებით გამოყენებული სრული და არასრული საათისთვის პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება 100 ლარის გადახდა. მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური სამუშაოები განახორციელოს 18:00 საათიდან 09:00 საათამდე, რის შესახებაც შემსყიდველს უნდა ეცნობოს 2 დღით ადრე.
10. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შემსყიდველისთვის გადაცემული პროგრამის გამართულად ფუნქციონირება. მიმწოდებელმა შემსყიდველს სისტემატურად უნდა გადასცეს განახლებული ინფორმაცია, ასევე, აცნობოს გეგმური თუ დაუგეგმავი ხარვეზის არსებობის შესახებ. მიმწოდებლის ბრალეულობით, მე-9 პუნქტით განსაზრული პირობების დარღვევით, პროგრამული გაუმართაობის დროს მას დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შემსყიდველის სასარგებლოდ ყოველ სრულ და არასრულ საათზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
11. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და მათ მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ სამუშაო დღეებში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (იმ ვადაში, რამდენიც საჭირო იქნება შემსყიდველის შეუფერხებელი საქმიანობისათვის), ასევე, შაბათს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე (მაგრამ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში).
12. სასწრაფო გზავნილის შემთხვევაში - გზავნილის მისაღებად მიმწოდებლის წარმომადგენელი/კურიერი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შეთანხმებული დროის განმავლობაში იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება შემსყიდველისთვის. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებლის წარმომადგენელი/კურიერი ვალდებულია გამოცხადდეს ადგილზე შეტყობინებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში.
13. საფოსტო გზავნილები მიმწოდებლის წარმომადგენელს/კურიერს უნდა გადაეცეს შემსყიდველის მისამართებიდან, რომელიც განსაზღვრულია N1 დანართის შესაბამისად.
14. საფოსტო გზავნილი (წერილობითი კორესპონდენცია, ყველა სახის დოკუმენტი, ამანათი) უნდა გაიგზავნოს N2 დანართით და წინასწარ განსაზღვრული ფასთა ცხრილის შესაბამისად.
15. მიმწოდებელს გზავნილი უნდა გადაეცეს სპეციალური რეესტრის საშუალებით (როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური). დღის რეესტრის ფორმირება (გზავნილების ამოღება/წაშლა) შესაძლებელი უნდა იყოს მთელი დღის განმავლობაში, გზავნილის რეესტრის დახურვამდე.
16. გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ჩაბარების დროსა და ადგილს, ასევე გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერას. გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ჩაუბარებლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე მოკლედ უნდა იქნეს მითითებული ჩაუბარებლობის მიზეზი - ფაქტობრივი გარემოებები. გზავნილის მიმღების მიერ ხელმოწერა დასაშვებია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით. ყველა შესაბამისი დოკუმენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონულ პორტალზე.
17. მიმწოდებელმა შეუფერხებლად და უფასოდ უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შტრიხკოდის მასალით/გზავნილის შესაფუთი მასალით (გარდა კონვერტისა) და საფოსტო მარკებით (ასეთის საჭიროების შეთხვევაში). მიმწოდებლემა ასევე უნდა უზრუნველყოს, გზავნილის აწონვა და ამ ინფორმაციის შემსყიდველისათვის ხელმისაწვდომობა.
18. გზავნილის ჩაბარების დროს შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს შემდეგ ინფორმაციას: ადრესატი (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი/გვარი; იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელწოდება); ადრესატის მისამართი; ასევე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში - საკონტაქტო პირის სახელი/გვარი/მისამართი/ტელეფონის ნომერი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას იმის შესახებ, სასწრაფოა თუ არა გზავნილი ან/და კონფიდენციალურია (გზავნილი, რომელიც უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატს და მის ოჯახის წევრზე მისი გადაცემა დაუშვებელია) თუ არა იგი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გზავნილზე უნდა აღინიშნოს მისი ადრესატისთვის პირადად გადაცემის შესახებ.
19. გასაგზავნი გზავნილების ჩაბარების ვადა და პირობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, განისაზღვრება N2 დანართის შესაბამისად.
20. გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, პირადად ადრესატს ან მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, იურიდიული პირის შემთხვევაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - საამისოდ უფლებამოსილ პირს. შემსყიდველს უფლება უნდა ჰქონდეს, შეზღუდოს გზავნილის მიმღებ პირთა წრე.
21. თუ მიმწოდებლის წარმომადგენელს/კურიერს ადრესატი არ დახვდა მისამართზე ან ვერ მოხერხდა მისთვის გზავნილის ჩაბარება, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ფოსტის იმ ოფისში/ან კურიერთნან დატოვება, რომელიც მდებარეობს/იმყოფება ადრესატთან ყველაზე ახლოს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს გზავნილის გატანა. ყოველივე ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა აისახოს ელექტრონულ პროგრამაში. თუ ზემოაღნიშნულის მიუხედავად ადრესატი მაინც ვერ ჩაიბარებს წერილს, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე დააბრუნოს გზავნილი შემსყიდველთან. თუ გამოირკვა, რომ ადრესატი არ ცხოვრობს მისამართზე, წერილი შემსყიდველს უნდა დაუბრუნდეს დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი აღარ უზრუნველყოფს გზავნილის ფოსტის ოფისში დატოვებას. მიმწოდებელი ვალდებულია უკან დასაბრუნებელ გზავნილზე ასახოს კონვერტში განთავსებული წერილის ნომერი (უკან დასაბრუნებელ კონვერტზე შეიძლება, ასევე, მიეთითოს ადრესატის სახელი და გვარი), რათა შემსყიდველმა შეძლოს მისი იდენტიფიცირება.
22. ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიმწოდებლის წარმომადგენელი/კურიერი ვალდებულია გზავნილის ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ დოკუმენტში მიუთითოს ჩაუბარებლობის შესახებ კომენტარი, სადაც მაქსიმალურად დეტალურად იქნება აღწერილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კონკრეტული გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებს.
23. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გზავნილის გადამისამართება (კურიერის მიერ ვიზიტის განხორციელებამდე), თუ გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში იმავე ქალაქში), უნდა განხორციელდეს უფასოდ. ახალი მისამართის შესახებ ინფორმაცია მიმწოდებელს შემსყიდველმა შეიძლება მიაწოდოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
24. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას იღებს მიმწოდებელი. გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში შემსყიდველს შეუძლია განსაზღვროს პირგასამტეხლო ან მოითხოვოს მსგავსი მომსახურების უსასყიდლოდ მიღება. გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება, თუ მისი მიმწოდებლისთვის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ იგი არ/ვერ იქნა ნაპოვნი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და დასაბუთება უნდა აისახოს შესაბამის პროგრამაში. გზავნილის დაზიანების შემთხვევაში, შემსყიდველი აფასებს გზავნილის დაზიანების ხარისხს და თავისი შეხედულებით მიმწოდებელს უწესებს პირგასამტეხლოს ან სთხოვს ზიანის ანაზღაურებას. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება შემსყიდველს და დადგინდება, რომ გზავნილის დაზიანება ან დაკარგვა გამოწვეული იყო მიმწოდებლის ბრალით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს აუნაზღაუროს ზიანი იმ ოდენობით, რამდენიც ამ უკანასკნელმა გაიღო ადრესატისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მიმწოდებელს, შემსყიდველსა და ადრესატს შორის დავის წარმოშობის შესახებ ატყობინებს შემსყიდველი მისი წარმოშობისთანავე.
25. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის ჩაუბარებლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ ადრესატის მისამართი არასწორია/არ არის სრული/ადრესატმა შეიცვალა მისამართი და მოგვიანებით დადგინდება, რომ მისამართი სწორია/სრულია/ადრესატს არ შეუცვლია მისამართი, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ან/და ზიანის ანაზღაურება.
26. ფინანსურ ანგარიშგებაზე თვის ბოლოს უნდა მომზადდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი როგორც ცალკე სამსახურის შემთხვევაში (სამსახურების ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართი N1-ით), ისე ერთიანი ჯამური ოდენობით. მას უნდა ერთვოდეს ცხრილი თანხების მითითებით და ხელს უნდა აწერდეს როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის წარმომადგენელი.


მომსახურების განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადები იხილეთ №2 დანართში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების შემდგომ, შემსყიდველის მოთხოვნიდან (გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის ნოემბრის თვისა) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით.
მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:

(შემდგომ - №1 დანართი)

1. საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური (საქართველო, თბილისი 0114, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1);
2. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, თბილისი 0114, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1);
3. აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, თბილისი 0114, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1);
4. აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, ბათუმი 6000, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7);
5. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრი (საქართველო, თბილისი 0114, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1; საქართველო, ქუთაისი 4600, ირ. აბაშიძის გამზირი N20; საქართველო, ბათუმი 6000, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7);
6. გურიის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, ოზურგეთი 3500, პეტრიწის ქ. N9);
7. იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, ქუთაისი 4600, ირ. აბაშიძის გამზირი N20);
8. კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, თელავი 2200, ერეკლე II გამზ. N3);
9. მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, მცხეთა 3300, მუხრანის ქ. 17);
10. რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, ონი 3600, ვახტანგ VI ქ. N10);
11. სამეგრელო ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, ზუგდიდი 2100, თეატრის ქ. N2);
12. სამცხე -ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, ახალციხე 0800, თამარაშვილის ქ. N3);
13. ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, მარნეული 3000, რუსთაველის N1);
14. შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, გორი 1400, გურამიშვილის ქ. N7);
15. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (საქართველო, გორი 1400, სამეფო ქ. 54).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბაზარზე ოპერირების მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა 2017, 2018 და 2019 წლებში საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (მომსახურების დასახელება, მომსახურების მიწოდების ვადები და შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება) და მის დასადასტურებლად თითოეული წლისთვის თითო ხელშეკრულება, ასევე მიღება-ჩაბარების აქტები (ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს კონტრაქტის შესრულების ფაქტს ან მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ არსებული ტენდერის/CMR ნომერი), რომელთა ჯამური ღირებულება (თითოეული მათგანის ცალკე) არ უნდა იყოს 10 000 (ათი ათასი) ლარზე ნაკლები.
3. 2020, 2021, 2022, 2023 და 2024 წლებში (არაუგვიანეს სატენდერო წინადადების წარდგენის თარიღამდე) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (მომსახურების დასახელება, მომსახურების მიწოდების ვადები და შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება) და ორი ხელშეკრულება (მითითებული წლებიდან (2020-2024წწ), რომელიმე ორი წლის შემთხვევაში, მინიმუმ თითო წელზე თითო ხელშეკრულება) თითოეული არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების. პრეტენდენტმა ხელშეკრულებების წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ., მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს კონტრაქტის შესრულების ფაქტს, ან მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ არსებული ტენდერის/CMR ნომერი) და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში, შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული ორი დადებითი სარეკომენდაციო წერილი.
4. თითოეული დადებითი რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომელსაც გაფორმებული ჰქონდა/აქვს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები პირთან, რომელზეც გაცემულია რეკომენდაცია. სარეკომენდაციო წერილით უნდა დასტურდებოდეს, რომ რეკომენდაციის გამცემ პირს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით/ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურება მიეწოდა წარმატებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

თუ სატენდერო წინადადება ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორის ჩართვას, სატენდერო წინადადებას თან უნდა დაერთოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ან მომავალი ქვეკონტრაქტორის წერილობითი განცხადება იმის დასტურად, რომ იგი სრულ მხარდაჭერას გაუწევს პრეტენდენტს ვალდებულებების შესრულებისას, პრეტენდენტსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

2.9 other additional requirements

სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

1. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

2. თეთრ სიაში დარეგისტრირებულ პრეტენდენტს უნახევრდება გარანტიის ოდენობა.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში.

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.

3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნოდარ კვარაცხელია, 579000300, n.kvaratskhelia@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru