პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა გასაწევი
მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა
და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2019 წლის 01 იანვრიდან
ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“
სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, მიწოდებული უნდა ჰქონდეს:
კომპონენტი N1:
ან არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ
მცირე 20,000.00 ლარის ღირებულების (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი)
დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 15,000.00 ლარის
ღირებულების (პირობა N2) დეტალური პროექტი, სამოქალაქო, ან სამრეწველო, ან
სამეურნეო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის,
ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის. აღნიშნული დეტალური პროექტი
სავალდებულოდ მომზადებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)
წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე განსახორციელებელი, სამოქალაქო, ან
სამრეწველო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის,
ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის, ამასთან არ განიხილება იმ
ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც
შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან
შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
კომპონენტი N2:
ან არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ
მცირე 800,000.00 ლარის ღირებულების (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი)
დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 500,000.00 ლარის
ღირებულების (პირობა N2), სამოქალაქო, ან სამრეწველო, ან სამეურნეო
დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან
რეაბილიტაციის (შესაძლებელია მოიცავდეს გარე ტერიტორიის
კეთილმოწყობის სამუშაოებსაც, თუმცა არ განიხილება მცირე სარემონტო
სამუშაოები) სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ
შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა
ტერიტორიაზე, ამასთან არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი
მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე
პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას
(საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური
ურთიერთობები.
პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N1-ის
მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR და
ა.შ.) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების
გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე
ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რაც
დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1–ით განსაზღვრულ პირობებთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი
(პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ
არსებობს მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულება,
შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს მომსახურების
გაწევის დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი
კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება
დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში,
ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი
ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია,
მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი:
„შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
2. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი
დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების,
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1-ის მოთხოვნებთან
თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება
შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან
წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ
დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი
მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს
დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
3. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები
დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით
დამოწმებული.
4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას
მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ
ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება
პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N2-ის
მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR)
შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების
გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე
ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები:
2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების
უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების
შემთხვევაში, წარმოდგენლი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული)
ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების
(შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული
სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად
შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და
შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
2.5. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების
საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების
ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს
შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების
ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების
უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება,
მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს
ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო
სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი
მონაცემებისგან.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი
(პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ
არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება,
შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს სამუშაოების
მიწოდების დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი
კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტით
შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების ჩანაცვლება (ხელშეკრულების
ნაცვლად წარმოდგენა), ხოლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი
დოკუმენტები სავალდებულოდ წარმოსადგენია.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სატენერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს
შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე ნიშნავს მისი
ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად,
შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.
არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი
ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად თუ სამუშაოები არ
მოიცავს შენობის დემონტირებული ან ახალი ნაწილის მშენებლობის
სამუშაოებს.
2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება
დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში,
ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი
ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია,
მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი:
„შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი
დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების,
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N2-ის მოთხოვნებთან
თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება
შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან
წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ
დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი
მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს
დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული
დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან
აპოსტილით დამოწმებული.
5. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას
მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ
ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება
პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში
მონაწილეობის შემთხვევაში:
1. ამხანაგობაში შემავალი პირები ერთობლივად უნდა აკმაყოფილებდნენ 2.2.1
პუნქტის ორივე კომპონენტით (კომპონენტი N1 და კომპონენტი N2)
გათვალისწინებულ მოთხოვნას, იმ განსხვავების გათვალისწინებით, რომ
თითოეული კომპონენტის ფარგლებში გამოცდილების მოცულობის შეკრება არ
დაიშვება. გამოცდილების შეკრებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც
ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი დამოუკიდებლად დააკმაყოფილებს
რომელიმე კომპონენტით, კერძოდ: ან კომპონენტი N1-ით, ან კომპონენტი N2-ით
გათვალისწინებულ მოთხოვნას.
2. ამხანაგობის სახელით ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის პირობები
გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის
ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლის თანახმად.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. ამხანაგობის მონაწილეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული
მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს წინამდებარე
ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობამ, აღნიშნული ინფორმაცია
უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად; წარმოდგენილი
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული)
მონაწილის ხელმოწერით.
2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა
არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში
განისაზღვრება 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.