უსაფრთხოება:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას
“მიმწოდებელმა” თითოეული სამუშაოსათვის საქმიანობის ხასიათიდან
გამომდინარე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა
შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების,
მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება
ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას.
“მიმწოდებელი” კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა
სამშენებლო წესს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის
საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად
აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი
მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს
შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები. სამუშაოების მიმდინარეობისას
ობიექტზე მომუშავე ყველა პირი უნდა იყოს შესაბამისი სპეც. ტანსაცმლით
აღჭურვილი.
ეზოების დროებითი და მუდმივი გადაკეტვა და შემოვლითი გზები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ეზოების
ან სავალი ბილიკების გადაკეტვა ან მათი შემოვლითი გზების გაყვანა
მუდმივად ან მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ეზოების ჩაკეტვის ან შემოვლითი გზების
გაყვანის საკითხები შეათანხმოს „შემსყიდველთან“. ეზოების ან სავალი
ბილიკების გადაკეტვის, გაუქმების ან სხვაგვარი ზემოქმედების შემდეგ,
“მიმწოდებელმა” „შემსყიდველთან“ ერთად უნდა მიიღოს ზომები, რომ
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ამ
ეზოების ან სავალი ბილიკებით მოძრაობაზე ზემოქმედება რაც შეიძლება
ნაკლები იყოს. იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ზემოქმედებას
ახდენს არსებულ საზოგადოებრივ თუ კერძო გზებთან ან სხვა გზებთან, სადაც
საზოგადოებას თუ კერძო პირებს აქვთ ტრანსპორტით მოძრაობის უფლება,
“მიმწოდებელმა” უნდა გაიყვანოს შემოვლითი გზები, იქ, სადაც ეს
შესაძლებელია. მშენებლობის პერიოდში “მიმწოდებელმა” უნდა
უზრუნველყოს ქვეითად მოსიარულეთა სავალი სათანადო გზები და ამასთან
დაკავშირებით უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები, იქ, სადაც ეს
შესაძლებელი იქნება:
1. ყველა დროებით ტროტუარს და გზის სავალ ნაწილს უნდა ჰქოდეს ერთნაირი
ზედაპირი და არ უნდა ჰქონდეს საფეხურები;
2. ყველა დროებითი ქვეითად მოსიარულეთა სავალი და დაქანებული გზა
დაფარული უნდა იყოს ისეთი მასალით, რომელიც არ გამოიწვევს მოცურებას და
დაცული უნდა იყოს ტალახის და სამშენებლო ნარჩენებისგან;
3. გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარზე არსებული ყველა ნაპრალის თუ
დაბრკოლების წინ მთელ სიგრძეზე უნდა მოთავსდეს გამაფრთხილებელი
ბარიერი;
4. ქვეითად მოსიარულეთა სავალი ყველა გზა, რომელიც გადატანილი იქნება
სავალ ნაწილზე, გამოყოფილ უნდა იქნეს ბარიერებით.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება (მოძრაობის
უსაფრთხოების ზომები):
“მიმწოდებელი” ვალდებულია, სამშენებლო პროცესებიდან გამომდინარე,
„შემსყიდველთან“ შეთანხმებით შექმნას უსაფრთხოების სქემები და
შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.
“მიმწოდებელი” ვალდებულია განათავსოს საგზაო ნიშნები, საგზაო
ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები დამტკიცებული სქემის
შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სხვა ზომები, რომლებსაც
მოითხოვს სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები.
“მიმწოდებელმა” არ უნდა წამოიწყოს ისეთი სამუშაო, რომელმაც შეიძლება
ზემოქმედება იქონიოს სამოქალაქო საავტომობილო მაგისტრალზე, სანამ
სრულად არ ამოქმედდება სამუშაოებით განპირობებული საგზაო
უსაფრთხოების ზომები.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ყურადღება მიაქციოს, რომ საგზაო ნიშნები,
ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები იყოს სუფთა და ჩანდეს
გარკვევით. იგი ვალდებულია დააყენოს, გადაიტანოს, დაფაროს ან აიღოს
ისინი სამუშაოს მიმდინარეობის შესაბამისად „შემსყიდველის“
თანხმობით.
ზრდასრული ხეების დაცვა:
სადაც ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ხეების ჭრა.
უარყოფითი ზემოქმედება ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ მდებარე
ყველა ხეზე უნდა შემცირდეს სათანადო ზომების მიღებით, რომელიც მოიცავს
(არა მარტო) შემდეგს:
1. ქვედა ტოტების შერჩევით მოჭრას სათანადო მეთოდით სამშენებლო
სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების შესამცირებლად;
2. ხეების გარშემო სპეციალური ღობეების მოწყობას მექანიკური
დაზიანების საწიანააღმდეგოდ;
3. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები თითოეული ხის
სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ
მოხდეს ხეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა
ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს
სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ხე დაზიანდება ან მოიჭრება
თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის
მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი „შემსყიდველის“
თანხმობით.
სამშენებლო მოედნის დასუფთავება სამუშაოთა დასრულების შემდეგ:
“მიმწოდებელმა” უნდა დაასუფთაოს ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო
მოედნის ფარგლებში და მის გარეთ და მათთან მისასვლელი გზები მუშაობის
მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ, როცა ამ ადგილებში დამთავრდება
სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი
გრუნტი და მასალები, დროებითი გზები, ფარდულები, სათავსოები და ღობეები,
უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის
ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს თავისი პირვანდელი სახე,
რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. სამუშაოთა წარმოების პროცესში
მიმწოდებელმა დროულად უნდა გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, რათა
უზრუნვეელყოფილ იქნას მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უსაფრთხო და
შეუზრუდავი (გარდა პროექტით გათვალისწინებული აუცილებელი
შემთხვევისა) გადაადგილება.
3.1 სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, წერილობითი დავალების
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით
(ეტაპობრივად).
3.2 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესაბამისი
შესასრულებელი სამუშაოს დასახელება ან/და დეფექტური აქტი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
3.3 3.2 პუნქტის გათვალისწინებით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების
მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული
სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
3.4 თუ სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
ასევე თუკი სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა შესაბამისი
სამსახურებისგან ნებართვის მიღება, მიმწოდებელი ვალდებულია თავად,
საკუთარი ხარჯებით, განახორციელოს ნებართვის მისაღებად აუცილებელი
ყველა ქმედება.
3.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების
ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღის ვადაში.
3.6 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად მინიმუმ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
3.7 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და
სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს
შესაბამის ზედამხედველობას.
3.8 მიწოდების ადგილი – საბურთალოს რაიონის ტერიტორია.
3.9 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ
2 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული
ესკიზის შესაბამისად;
3.10 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან, და ა. შ.
3.11 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, ხოლო ნაფრეზი შემსყიდველის მიერ
მითითებულ ადგილზე.
3.12 მიმწოდებელი ვალდებულია თავად, საკუთარი ხარჯებით, განახორციელოს
საკონტროლო კერნების ამოჭრის ადგილების შევსება ცივი ან ცხელი
ასფალტო-ბეტონით კონკრეტულ ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებამდე.