Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #54588258)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-governing Entity Bagdati Municipality
Номер конкурса: 54588258
Дата публикации: 06-06-2024
Сумма контракта: 1 010 216


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240011229
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.06.2024 17:32
Начало приема предложения 22.06.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 27.06.2024 16:00
Предполагаемая цена закупки 1`010`216.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვე
Дополнительная информация
1. ქალაქ ბაღდათში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ნაპირსამაგრის მოწყობა მდ. ხანისწყალზე და გზის სავალი ნაწილის აღდგენა (548118 ლარი); 2. სოფელ ზედა დიმში, ებანოიძეების უბანში (სავტომობილო ხიდის მიმდებარედ) ნაპირსამაგრის მოწყობა მდ. ხანისწყალზე (419979 ლარი); 3. სოფელ წითელხევში, ფაიქიძეების უბანში მოქალაქე გუბაზ და მანანა ფაიქიძეების საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა (37708 ლარი); 4. სოფელ წითელხევში, ჭალისუბანში მოქალაქე გიზო ჩიბურდანიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გრუნტის საუბნო გზის აღდგენა, სანიაღვრე სისტემის მოწყობა (4411 ლარი);
შესყიდვა არის 2 წლიანი და სამუშაოები ხორციელდება 2024-2025 წლებში.
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმეტაციაში
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 10`102 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anton :: 05.06.2024 18:59
  • Последнее исправление: anton :: 06.06.2024 17:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=579490&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1. ქალაქ ბაღდათში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ნაპირსამაგრის მოწყობა მდ. ხანისწყალზე და გზის სავალი ნაწილის აღდგენა ; 2. სოფელ ზედა დიმში, ებანოიძეების უბანში (სავტომობილო ხიდის მიმდებარედ) ნაპირსამაგრის მოწყობა მდ. ხანისწყალზე ; 3. სოფელ წითელხევში, ფაიქიძეების უბანში მოქალაქე გუბაზ და მანანა ფაიქიძეების საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა ; 4. სოფელ წითელხევში, ჭალისუბანში მოქალაქე გიზო ჩიბურდანიძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გრუნტის საუბნო გზის აღდგენა, სანიაღვრე სისტემის მოწყობა ;
შესყიდვა არის 2 წლიანი და სამუშაოები ხორციელდება 2024-2025 წლებში.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ზუსტი რაოდენობა/მოცულობა იხილეთ თან დართულ ნახაზებსა და ხარჯთაღრიცხვებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

პირველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვე. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს 2024 წელს (პირველ ეტაპზე) შესასრულებელი სამუშაოების (500 000 ლარი) კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით. წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით თითოეულ თვეში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება არ უნდა იყოს 10 %-ზე ნაკლები (აღნიშნული პირობების დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2) მეორე ეტაპზე უნდა განხორციელდეს დარჩენილი ღირებულების სამუშაოები. ამ შემთხვევაში სამუშაოების შესრულების ვადის განსაზღვრა მოხდება დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან/ღირებულებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით (რაც დანართი შეთანხმების გზით დაერთვება ხელშეკრულებას), მაგრამ შეთანხმების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვისა, შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან. მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყების შესახებ მიმწოდებელს გაეგზავნება წერილობითი შეტყობინება.
3) მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები თითოეული ეტაპის შემთხვევაში დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან/შემსყიდველის შეტყობინებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
4) პროექტის დასრულების საბოლოო ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2025 წლის 31 მაისი.
5) თითოეულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების სახეობების შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან.
შენიშვნა: პროექტის პირველი ეტაპის დროულად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების საკითხი გადაიხედოს და პროექტი სრულად დაფინანსდეს, პროექტის დასრულების საბოლოო ვადაზე ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქალაქ ბაღდათი, სოფ. ზდედა დიმი და სოფ. წითელხევი

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი სამუშაოს მიღების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს.
1.6.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრა.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის პირველი ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული კომისიის მიერ შედგენილი სამუშაოს მიღების აქტის გაფორმების შემდეგ.
1.6.4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომისიის მიერ დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის პირველი ნახევარი არ აუნაზღაურდება სამუშაოს დეფექტ(ებ)ის გამოსწორებამდე.
1.6.5. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის (2.5 %) დაბრუნება მოხდება საგარანტიო ვადის - 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის ან/და ზედამხედველის მიერ დეფექტ(ებ)ის არარსებობის შესახებ შემსყიდველისთვის ზედამხედველის ან/და შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ დეფექტ(ებ)ის არარსებობა.
1.6.6. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ/არ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრას, შემსყიდველი ზედამხედველთან ერთად შეაფასებს ამ დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას.
1.6.7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანხას სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხიდან.
1.6.8. თუ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა აღემატება სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი უფლებამოსილია, დამატებით მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.6.9. შემსყიდველი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული 2.5% მიმწოდებელს დაუბრუნოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირველი 2.5%-ის გადახდის შემდეგ, საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ გაცემულ 2.5%-ის ოდენობის საბანკო გარანტიას და შემსყიდველის მიერ უფლებამოსილი საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის დროს სამუშაოს დეფექტ(ებ)ის არარსებობას.
1.6.10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. აღნიშნული საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგარანტიო ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. 2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 3030648 ლარის.
2.2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

3.ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: სანაპიროს დამცავი ნაგებობების ან/და მდინარის ნაპირის დამცავი ნაგებობების ან/და ფერდსამაგრი ნაგებობების ან/და გზების საყრდენი კედლების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოები.
4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

5. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

5.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.

5.2 სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

5.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

5.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ- 1 (ერთი) სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით. წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით თითოეულ თვეში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება არ უნდა იყოს სამუშაოთა ღირებულების 10%-ზე ნაკლები (აღნიშნული პირობის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

-სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;
2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე .
4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
7. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru